ანასტასია აბდუშელიშვილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანასტასია ვირსალაძე“ გადაიტანა გვერდზე „[[ანასტასია აბდუშელიშვ...)

10:46, 19 მაისი 2017-ის ვერსია

ანასტასია ვირსალაძე (აბდუშელიშვილი)

ვირსალაძე (აბდუშელიშვილი) ანასტასია დავითის ასული - (29. X. 1883, ქუთაისი, – 5. IX. 1968, თბილისი), ქართველი პიანისტი და პედაგოგი, ქართული პიანისტური (საშემსრულებლო და პედაგოგიური) სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი. (1960).

1909 ვირსალაძემ წარმატებით დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია პროფესორ ა. ესიპოვას ხელმძღვანელობით (პირველი ქართველი მუსიკოსი ქალი, რომელმაც მიიღო უმაღლესი მუსიკალური განათლება). 1921-68 იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის კონსერვატორიაში, 1932-იდან პროფესორია. მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა კათედრის გამგედ. 1926 ვირსალაძე შემოქმედებითი მივლინებით იყო ბერლინში. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას. იყო პიანისტების II (1935) და III (1937) საკავშირო კონკურსების ჟიურის წევრი. კონსერვატორიასთან „ნიჭიერ ბავშვთა ჯგუფის“ დაარსებიდან (1934, 1938-იდან ცენტრალური მუსიკალური ათწლედი) მისი პროფესორია. აღზარდა 100-ზე მეტი მოწაფე (მათ შორის დ. ბაშკიროვი, ე. ვირსალაძე, ლ. ვლასენკო). შექმნა საფორტეპიანო სკოლა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სტილის ფაქიზი შეგრძნება, დახვეწილი გემოვნება, ბგერის მაღალი კულტურა. (გ. ტორაძე)



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

იხილე აგრეთვე

ანასტასია ვირსალაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები