პლანეტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პლანეტები''' (ლათ. planeta, ბერძნ. aster planetes – მოხეტიალე ვარსკვლავი) მზ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
[[კატეგორია:ასტრონომია]]
+
[[კატეგორია:ასტრონომია]]
 +
[[კატეგორია:ციური სხეულები]]
 +
[[კატეგორია:პლანეტები]]

მიმდინარე ცვლილება 13:49, 7 ივლისი 2023 მდგომარეობით

პლანეტები (ლათ. planeta, ბერძნ. aster planetes – მოხეტიალე ვარსკვლავი) მზის ირგვლივ, მზის არეკვლილი სინათლით მნათი ცის სხეულები, რომელთა ზომები და მასები რამდენიმე რიგით ნაკლებია მზისაზე.

ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან ადამიანმა ცაზე დიდი სიკაშკაშისა და ხილული მოძრაობის თავისებურებათა მიხედვით გამოყო შვიდი მნათობი, რომელთაც შემდგომში დაემატა ახლად აღმოჩენილი სამი პლანეტა: მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი (1781 წ.; უ. ჰერშელი), ნეპტუნი (1846 წ.; ჯ. ადამსი, უ. ლევერიე, ი. გალე), პლუტონი (1930 წ.; პ. ლოუელი, კ. ტომბო).

პლანეტები მზის გარშემო მოიქცევა ელიფსურ ორბიტაზე კეპლერის კანონების მიხედვით. მზესა და პლანეტებს შორის მოქმედებს ურთიერთმიზიდულობა, რომელიც აღიწერება ნიუტონის მიზიდულობის კანონით. ნიუტონისა და კეპლერის კანონების საფუძველზე დამუშავებული მათემატიკური მეთოდების გამოყენებით ხერხდება პლანეტების მდებარეობათა წინასწარი გამოთვლა დიდი სიზუსტით.

იმავე მეთოდების საფუძველზე ასრულებენ გამოთვლებს, რომლებიც აუცილებელია დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებისა და კოსმოსური ხომალდების გასაშვებად წინასწარ დაგეგმილი ტრაექტორიების გასწვრივ.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები