ბაბაჯანიანი არნო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბაბაჯანიანი არნო“ გადაიტანა გვერდზე „არნო ბაბაჯანიანი“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „არნო ბაბაჯანიანი“ გადაიტანა გვერდზე „ბაბაჯანიანი არნო“ გადამი...) |
11:59, 19 მაისი 2017-ის ვერსია
ბაბაჯანიანი არნო არუთინის ძე - (22. I. 1921, ერევანი, – 15.XI.1983, მოსკოვი), სომეხი კომპოზიტორი და პიანისტი. სსრკ სახალხო არტისტი.
დაამთავრა ერევნისა და მოსკოვის კონსერვატორიები.
ბაბაჯანიანის მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია:
- „გმირული ბალადა“ (1950) ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის,
- საფორტეპიანო ტრიო (1952),
- „ექვსი სურათი ფორტეპიანოსათვის“ (1965),
- პოემა-რაფსოდია სიმფონიური ორკესტრისათვის,
- კონცერტები ვიოლინოსა და ჩელოსათვის,
- 2 სიმებიანი კვარტეტი,
- სავიოლინო სონატა,
- მუსიკა კინოფილმებისათვის და სხვ.
პოპულარული სიმღერები:
- „პირველი სიყვარული“,
- „ნუ ჩქარობ“
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")