დოლიძე ვიქტორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „დოლიძე ვიქტორ“ გადაიტანა გვერდზე „ვიქტორ დოლიძე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვიქტორ დოლიძე“ გადაიტანა გვერდზე „დოლიძე ვიქტორ“ გადამისამარ...)

12:53, 19 მაისი 2017-ის ვერსია

ვიქტორ დოლიძე

დოლიძე ვიქტორ ისიდორეს ძე - (18. VII. 1890, ოზურგეთი, – 24. V. 1933, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი, ქართული კომიკური ოპერის ფუძემდებელი.

სწავლობდა თბილისის კომერციულ სასწავლებელში, სადაც ჩამოაყალიბა მემანდოლინეებისა და გიტარისტების ორკესტრი. 1910 მანდოლინაზე დამკვრელთა კონკურსში პირველი პრემია დაიმსახურა. 1917 დაამთავრა კიევის კომერციული ინსტიტუტი. პარალელურად სწავლობდა კიევის სამუსიკო სასწავლებელში ვიოლინოსა და კომპოზიციის კლასში. აქვე მოისმინა მუსიკის თეორიის დისციპლინების კურსი. 1917 დოლიძე საქართველოში დაბრუნდა და შეუდგა შემოქმედებით მოღვაწეობას.

სარჩევი

ნაწარმოებები

ოპერა „ქეთო და კოტე (ა. ცაგარელის „ხანუმას“ მიხედვით, პირველი წარმოდგენა 1919 11 დეკემბერი), ოპერა „ლეილა“ (1922), ოპერა „ცისანა“ (1929), ოპერა „ზამირა“ (დაუმთავრებელი 1931); სიმფონიური ფანტაზია „ივერიადა“ (1925), სიმფონია „აზერბაიჯანი“ (1932), ს აფორტეპიანო კონცერტი (1932), რამდენიმე რომანსი.

მან დაამუშავა აგრეთვე ოსური ხალხის სიმღერები (1926).

Dolidze Viqtort recto.jpg

ოპერა ქეთო და კოტე

დოლიძის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ოპერა „ქეთო და კოტეს“. იგი ქართული კომიკური ოპერის კლასიკური ნიმუშია და დღემდე დიდი წარმატებით იდგმება. 1937 წარმოდგენილი იყო მოსკოვში საქართველოს ხელოვნებისა და ლიტერატურის I დეკადაზე. სხვადასხვა დროს იდგმებოდა სსრკ არაერთი საოპერო თეატრის სცენაზე. საზღვარგარეთ დაიდგა: ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, პოლონეთში. ოპერის წარმატებას დიდად შეუწყო ხელი ნათელმა კომედიურმა სიუჟეტმა, სატირულმა სიმახვილემ და სახოვანებამ, ადვილად დასამახსოვრებელმა მელოდიურმა მუსიკამ. ოპერაში რეალისტურად გამოკვეთილი სახეები კომიკურ სიტუაციებშია წარმოდგენილი, პარალელურად ვითარდება ლირიკული ხაზი. კომპოზიტორი ფართოდ იყენებს ძველი თბილისის ქალაქური ფოლკლორის ინტონაციებსა და ყოფით მუსიკალურ ფორმებს. ოპერის მუსიკალურ დრამატულ კომპოზიციაში ერთმანეთს ენაცვლება დიალოგებით დაკავშირებული დამთავრებული მუსიკის ფორმები (არიები, რომანსები, კუპლეტური სიმღერები). ოპერის მიხედვით შექმნილია კინოფილმი „ქეთო და კოტე“ (1948 რეჟისორი ვ. ტაბლიაშვილი). (გ. ტორაძე)


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

იხილე აგრეთვე

ვიქტორ დოლიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები