გოგნიაშვილი რევაზ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გოგნიაშვილი რევაზ“ გადაიტანა გვერდზე „რევაზ გოგნიაშვილი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რევაზ გოგნიაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „გოგნიაშვილი რევაზ“ გად...) |
13:16, 19 მაისი 2017-ის ვერსია
გოგნიაშვილი რევაზ დიმიტრის ძე - (26. X. 1893, ქვემო ხოდაშენი, – 20. III. 1967, თბილისი), კომპოზიტორი და დირიჟორი. თბილისის საოპერო სცენაზე დადგმული პირველი ქართული ოპერის „ქრისტინეს“ ავტორი.
პირველდაწყებითი სამუსიკო განათლება მიიღო თბილისის სამუსoკო სასწავლებელში. 1913 დაამთავრა პარიზის კონსერვატორია საკომპოზიციო განხრით (პედაგოგები: პროფ. პენიო, გრავარე, ივადონი). აქვე გამოიცა გოგნიაშვილის საფორტეპიანო პიესა „სევდა“. 1914 დაბრუნდა საქართველოში. შეუდგა ქართული ხალხური სიმღერების შეკრებას და დამუშავებას, მუშაობას ოპერა „ქრისტინეზე“ (მისივე ლიბრეტო, ე. ნინოშვილის მოთხრობისა და პ. ირეთელის პიესის მიხედვით). 1918 წ. 21 მაისს „ქართველ მომღერალთა კავშირის“ თაოსნობით „ქართული კლუბის“ სცენაზე გაიმართა „ქრისტინეს“ პრემიერა (რეჟ. კ. ანდრონიკაშვილი, დირიჟორი ნ. ქართველიშვილი; იასონის პარტიას ასრულებდა ვ. სარაჯიშვილი), ხოლო 17 ივნისს დაიდგა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. გოგნიაშვილის სხვა ნაწარმოებები: 2 ოპერა: „ჯადოსანი“ (ქართული ხალხური ზღაპრის მოტივებზე), რომლებიც ნაწყვეტების სახით სრულდებოდა და საკულტო-რიტუალური ხასიათის „მზის ქურუმი“, აგრეთვე ვოკალურ-საკრავიერი და კამერული ნაწარმოებები. მის საკონცერტო მინიატიურებს ასრუელებდა ვ. სარაჯიშვილი. გოგნიაშვილს დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული თეატრებისათვის (სატირის, თოჯინების, მოზარდ მაყურებელთა და სხვ.). სულ 100-მდე სპექტაკლისათვის. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამუსიკო სკოლებში. (გ. ტორაძე)
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
