რისტორი ადელაიდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რისტორი ადელაიდა“ გადაიტანა გვერდზე „ადელაიდა რისტორი“)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Ristari adelaida.JPG|thumb|150პქ|ადელაიდა რისტორი]]
 
[[ფაილი:Ristari adelaida.JPG|thumb|150პქ|ადელაიდა რისტორი]]
'''ადელაიდა რისტორი'''  – (ital. Adelaide Ristori, 1822-1906), იტალიელი მსახიობი ქალი. პროფესიული სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1836 წელს. მისი [[რეპერტუარი]] გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით. მან შეასრულა მთავარი [[როლი (მსახიობის)|როლები]] კლასიკურ და რომანტიკულ [[დრამა (სასცენო ჟანრი)|დრამებში]], [[კომედია|კომედიებში]], ისტორიულ [[მელოდრამა|მელოდრამებში]]. იგი იყო [[მოდენა გუსტავო|გ. მოდენა]]ს მოწაფე და თავისი ხელოვნებით ამკვიდრებდა პოლიტიკური ვნებების ხელოვნებას, ნაციონალურ-გამათავისუფლებელ იდეებს. ტრაგედიულ რეპერტუარში იგი ქმნიდა ძლიერი ნებისყოფის, დაუმორჩილებელ ქალთა სახეებს, რომლებიც მზად არიან გაიღონ ნებისმიერი მსხვერპლი მიზნის მისაღწევად. მის [[თამაშის თეორია|თამაშში]] შერწყმული იყო ცხოვრებისეული სიმართლე და მთრთოლვარე ემოციურობა. იგი თავს თვლიდა „კოლორიტული რეალიზმის“ მიმდევრად. თავისი შემოქმედებითი გამოცდილება ასახა წიგნში „ეტიუდები და მოგონებანი“.
+
'''ადელაიდა რისტორი'''  – (ital. Adelaide Ristori, 1822-1906), იტალიელი მსახიობი.
  
 +
მსახიობის სასცენო გზა დაიწყო პროვინციულ თეატრში, სადაც მისი მშობლები თამაშობდნენ. ბავშვობაში იგი [[მელოდრამა (ჟანრი)|მელოდრამებში]] ასრულებდა საბავშვო [[როლი (მსახიობის)|როლებს]]. 1836 წელს მან უკვე ითამაშა ფრანჩესკა პელიკოს [[ტრაგედია]]ში „ფრანჩესკა და რიმინი“. მის [[რეპერტუარი|რეპერტუარში]] იყო კომედიური როლებიც (მირანდოლინა [[გოლდონი კარლო|გოლდონი]]ს „მედუქნეში“ და სხვ.).
  
 +
ადელაიდა რისტორის საუკეთესო ტრაგიკული სახეები აქვს შექმნილი, როდესაც [[ალფრედ დე მიუსე]]მ რისტორი ნახა ს. პელიკოს „ფრანჩესკა და რიმინიში“, ზუსტად განსაზღვრა იტალიელი მსახიობის ტრაგიკული და პატრიოტული არსი, უწოდა რა მას „დაპყრობილი დიადი ერის განსახიერება“.
  
 +
რისტორის მანერის ძირითად თვისებებს წარმოადგენდა სიმართლე და ტრაგიკული ვნებების გამოხატვის თავისუფლება. სასცენო რეალიზმი თანხვედრაში მოდიოდა მის მკაფიოდ გამოხატულ რომანტიზმთან. თავად რისტორი მის მხატვრულ მეთოდს განსაზღვრავდა, როგორც რეალიზმს, მიუთითებდა რა მის თავისებურებას და უწოდებდა „კოლორიტულ რეალიზმს“: „მე, როგორც [[დრამა (სასცენო ჟანრი)|დრამა]]ს, ისე ტრაგედიას ყოველთვის ვთამაშობდი იტალიური სიცხარით და მხატვრულობით. ყოველთვის მსურდა, შემენარჩუნებინა ჩვენი ხასიათის მნიშვნელოვანი თვისებები - ვნებების ცეცხლოვანი გამოხატულება, არ ვემორჩილებოდი მათ აკადემიურ პოზებს. წაართვით იტალიელ მსახიობს ვნება და შეცვალეთ მისი ბუნება, და იგი გახდება როგორც გაურკვეველი, ისე უხასიათო“.
 +
 +
რომანტიკული ვნება და აღმატებულობა რისტორის თამაშში თანხვედრაში მოდიოდა ხასიათის ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებებისა და ელფერის გახსნის უნარით, როლში ღრმად შესვლის გზით. ამისათვის, მსახიობი ყურადღებით შეისწავლიდა ისტორიულ ეპოქას, მისი გმირების ცხოვრების გარემოებებს. რისტორის რეპერტუარში შედიოდა [[შექსპირი უილიამ|შექსპირი]]ს („მაკბეთი“), [[შილერი ფრიდრიხ|შილერი]]ს („მარია სტიუარტი“), [[ალფიერი ვიტორიო|ალფიერი]]ს („მირა“) ტრაგედიები, [[ჰიუგო ვიქტორ მარი|ჰიუგო]]ს („ლუკრეცია ბორჯია“), [[სკრიბი იოგიუსტ ეჟენ|სკრიბი]]ს („ადრიენა ლეკუვრერი“) დრამები. მსახიობის საუკეთესო ქმნილებად, თანამედროვეები მიიჩნევდნენ იტალიელი დრამატურგის, ჯაკომეტის [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესა]]ში „იუდიფი“ შესრულებულ როლსაც. რისტორის მიერ შექმნილი გოგონა გმირის როლი, რომელიც საგმირო საქმეს სჩადიოდა, მისი მოწოდება წმინდა ბრძოლისკენ სამშობლოს დამპყრობლების წინააღმდეგ, ცეცხლოვან პატრიოტულ სულისკვეთებას იწვევდა დარბაზში.
 +
 +
რისტორის ხელოვნების მოქალაქეობრიობა და პატრიოტიზმი დააფასა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთმა ბელადმა - [[გარიბალდი ჯუზეპე|გარიბალდი]]მ, გამოხატა რა მისი ჯარისკაცების სახით მადლიერება „იტალიელი ქალის მიმართ, რომელმაც არტისტის დიდებას დაუმატა პატრიოტის დიდება“
  
  
ხაზი 9: ხაზი 16:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
* [[მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III]]
 
[[კატეგორია:მსახიობები]]
 
[[კატეგორია:მსახიობები]]
 
[[კატეგორია:იტალიელი მსახიობები]]
 
[[კატეგორია:იტალიელი მსახიობები]]

მიმდინარე ცვლილება 14:09, 6 აგვისტო 2023 მდგომარეობით

ადელაიდა რისტორი

ადელაიდა რისტორი – (ital. Adelaide Ristori, 1822-1906), იტალიელი მსახიობი.

მსახიობის სასცენო გზა დაიწყო პროვინციულ თეატრში, სადაც მისი მშობლები თამაშობდნენ. ბავშვობაში იგი მელოდრამებში ასრულებდა საბავშვო როლებს. 1836 წელს მან უკვე ითამაშა ფრანჩესკა პელიკოს ტრაგედიაში „ფრანჩესკა და რიმინი“. მის რეპერტუარში იყო კომედიური როლებიც (მირანდოლინა გოლდონის „მედუქნეში“ და სხვ.).

ადელაიდა რისტორის საუკეთესო ტრაგიკული სახეები აქვს შექმნილი, როდესაც ალფრედ დე მიუსემ რისტორი ნახა ს. პელიკოს „ფრანჩესკა და რიმინიში“, ზუსტად განსაზღვრა იტალიელი მსახიობის ტრაგიკული და პატრიოტული არსი, უწოდა რა მას „დაპყრობილი დიადი ერის განსახიერება“.

რისტორის მანერის ძირითად თვისებებს წარმოადგენდა სიმართლე და ტრაგიკული ვნებების გამოხატვის თავისუფლება. სასცენო რეალიზმი თანხვედრაში მოდიოდა მის მკაფიოდ გამოხატულ რომანტიზმთან. თავად რისტორი მის მხატვრულ მეთოდს განსაზღვრავდა, როგორც რეალიზმს, მიუთითებდა რა მის თავისებურებას და უწოდებდა „კოლორიტულ რეალიზმს“: „მე, როგორც დრამას, ისე ტრაგედიას ყოველთვის ვთამაშობდი იტალიური სიცხარით და მხატვრულობით. ყოველთვის მსურდა, შემენარჩუნებინა ჩვენი ხასიათის მნიშვნელოვანი თვისებები - ვნებების ცეცხლოვანი გამოხატულება, არ ვემორჩილებოდი მათ აკადემიურ პოზებს. წაართვით იტალიელ მსახიობს ვნება და შეცვალეთ მისი ბუნება, და იგი გახდება როგორც გაურკვეველი, ისე უხასიათო“.

რომანტიკული ვნება და აღმატებულობა რისტორის თამაშში თანხვედრაში მოდიოდა ხასიათის ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებებისა და ელფერის გახსნის უნარით, როლში ღრმად შესვლის გზით. ამისათვის, მსახიობი ყურადღებით შეისწავლიდა ისტორიულ ეპოქას, მისი გმირების ცხოვრების გარემოებებს. რისტორის რეპერტუარში შედიოდა შექსპირის („მაკბეთი“), შილერის („მარია სტიუარტი“), ალფიერის („მირა“) ტრაგედიები, ჰიუგოს („ლუკრეცია ბორჯია“), სკრიბის („ადრიენა ლეკუვრერი“) დრამები. მსახიობის საუკეთესო ქმნილებად, თანამედროვეები მიიჩნევდნენ იტალიელი დრამატურგის, ჯაკომეტის პიესაში „იუდიფი“ შესრულებულ როლსაც. რისტორის მიერ შექმნილი გოგონა გმირის როლი, რომელიც საგმირო საქმეს სჩადიოდა, მისი მოწოდება წმინდა ბრძოლისკენ სამშობლოს დამპყრობლების წინააღმდეგ, ცეცხლოვან პატრიოტულ სულისკვეთებას იწვევდა დარბაზში.

რისტორის ხელოვნების მოქალაქეობრიობა და პატრიოტიზმი დააფასა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთმა ბელადმა - გარიბალდიმ, გამოხატა რა მისი ჯარისკაცების სახით მადლიერება „იტალიელი ქალის მიმართ, რომელმაც არტისტის დიდებას დაუმატა პატრიოტის დიდება“



[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები