ოზონი ფრანსუა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ოზონი ფრანსუა“ გადაიტანა გვერდზე „ფრანსუა ოზონი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფრანსუა ოზონი“ გადაიტანა გვერდზე „ოზონი ფრანსუა“ გადამისამარ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:51, 11 აგვისტო 2023 მდგომარეობით

ფრანსუა ოზონი

ფრანსუა ოზონი – (დაიბადა 1967 წელს პარიზში, საფრანგეთი) — ფრანგი სცენარისტი და კინორეჟისორი, ვისი ფილმებიც ხასიათდება მწვავე სატირით და თავისუფალი შეხედულებებით ადამიანურ სექსუალობაზე. მან საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა თავისი ფილმების „8 ქალი“ და „აუზის“ წყალობით. ფრანსუა ოზონი „ახალი ტალღის“ ერთ-ერთ ყველაზე შესამჩნევ ახალგაზრდა რეჟისორად ითვლება საფრანგეთში.დამთავრებული აქვს ფრანგული კინოსკოლა „ლა ფემი“.


[რედაქტირება] ფილმოგრაფია:

  • 1998 — „ვირთხების სადგომი“
  • 1999 — „კრიმინალური შეყვარებულები“
  • 2000 — „წვიმის წვეთები გავარვარებულ კლდეებზე“
  • 2002 — „8 ქალი“
  • 2003 — „აუზი“
  • 2005 — „პატიების ჟამი“
  • 2007 — „ანგელოზი“
  • 2009 — „თავშესაფარი“
  • 2012 — „სახლში“
  • 2013 — „ახალგაზრდები და ლამაზები“

და სხვა.

[რედაქტირება] ჯილდოები:

  • 2000 — „წვიმის წვეთები გავარვარებულ კლდეებზე“ (პრიზი-Teddy საუკეთესო მხატვრული ფილმისთვისბერლინის კინოფესტივალი)
  • 2009 — „თავშესაფარი“ (ჟიურის სპეციალური პრიზი სან-სებასტიანის კინოფესტივალი)
  • 2012 — „სახლში“ (სან-სებასტიანის კინოფესტ. „ოქროს ნიჟარა“ და ჟიურის პრიზი საუკეთესო სცენარისთვის)
  • ლუმერების პრემია საუკეთესო რეჟისურისთვის


[რედაქტირება] წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები