ვენდერსი ვიმ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ვიმ ვენდერსი '''ვიმ ვენდერსი''' –(დაიბადა 1945 წელ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვიმ ვენდერსი“ გადაიტანა გვერდზე „ვენდერსი ვიმ“ გადამისამართე...) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 16:01, 12 აგვისტო 2023 მდგომარეობით
ვიმ ვენდერსი –(დაიბადა 1945 წელს დიუსელდორფში, გერმანია) – გერმანელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი, მრავალრიცხოვანი ჯილდოებისა და პრემიების ლაურეატი.
1966 წელს ვენდერსი პარიზში გაემგზავრა და ემზადებოდა კინოსკოლაში IDHEC შესავლელად, მაგრამ ვერ გაიარა კონკურსი. სამშობლოში დაბრუნებული 1967 წელს მიუნჰენის ახალ დაარსებულ კინოსა და ტელევიზიის უმაღლეს კინოსკოლაში შედის.
კინოსკოლის დამთავრების შემდეგ, 1971 წელს სხვა თორმეტ კინემატოგრაფისტთან ერთად Filmverlag der Autoren ახალი გერმანული ფილმების წარმოებისა და გაქირავებისთვი
ენდერსი არის სორბონის საპატიო დოქტორი (1989), ბერლინის კინოსა და ტელევიზიის აკადემიის პროფესორი, ბერლინის ხელოვნების აკადემიის წევრი (1984), ევროპული კინოაკადემიის პრეზიდენტი (1996).
[რედაქტირება] მოკლე ფილმოგრაფია და ჯილდოები:
- 1976 – „დროის მსვლელობით“ (კანის სკფ. ფიპრესის პრიზი)
- 1982 – „საქმის ვითარება“ (ვენეციის სკფ. „წმინდამარკოზის ოქროს ლომი“)
- 1984 – „პარიზი, ტეხასი“ (კანის სკფ. „ოქროს პალმის რტო“, ფიპრესის პრიზი, ეკუმენური ჟიურის პრიზი; ბრიტანული კინოაკადემია BAFTA პრიზი საუკეთესო რეჟისორისთვის)
- 1987 – „ცა ბერლინის თავზე“ (კანის სკფ. პრიზი საუკეთესო რეჟისორისთვის; ევროპული კინოაკადემიის პრიზი საუკეთესო რეჟისორისთვის)
- 1993 – „ცა ბერლინის თავზე 2“ (კანის სკფ. ჟიურის დიდი პრიზი)
- 1995 – „ღრუბლებს მიღმა“ (ვენეციის სკფ. ფიპრესის პრიზი)
- 2000 – „სასტუმრო მილიონი დოლარი“ ( ბერლინის სკფ. ჟიურის პრიზი ვერცხლის დათვი)