პაპაჯანოვი მიხეილ ივანეს ძე
(→წყარო) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მიხეილ ივანეს ძე პაპაჯანოვი“ გადაიტანა გვერდზე „[[პაპაჯანოვი მი...) |
13:52, 19 მაისი 2017-ის ვერსია
პაპაჯანოვი მიხეილ ივანეს ძე - პოლიტიკური მოღვაწე (დ. 7 სექტემბერი, 1869 – გ. 1930). დაშნაკი.
განათლება
თბილისის პირველი გიმნაზიის კურსდამთავრებული. სწავლობდა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე.
პოლიტიკური მოღვაწეობა
რუსეთის მე-4 მოწვევის დუმის დეპუტატი ბაქოს, ელისავედპოლსკისა და ერევნის გუბერნიიდან. 1912 წლიდან პარტია „დაშნაკცუთუნი“-ს წევრი.
მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში. საადვოკატო პრაქტიკას ეწეოდა ერევანში, ალექსანდროპლსა და თბილისში. 1899 წლიდან ცხოვრობდა ბაქოში.
1912 წლიდან რუსეთის მე-4 მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატია და კონსტიტუციურ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი.
მონაწილეობა მიიღო 1917 წლის თებერვლის რევოლუციაში; 1917 წლის 27 თბერვლიდან გახდა სახელმწიფო დუმის დროებითი კომიტეტის წევრი, (ВКГД); ხოლო 9 აპრილიდან დაინიშნა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის კომისრად.
1917 წლის 12 ოქტომბერს უარი თქვა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისრის თანამდებობაზე.
წყარო
- Государственная дума Российской империи: 1906-1917. Б.Ю. Иванов, А.А. Комзолова, И.С. Ряховская. Москва. РОССПЭН. 2008.