მიკირტუმოვი ბაგრატ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მიკირტუმოვი ბაგრატ ბადალის ძე“ გადაიტანა გვერდზე „[[ბაგრატ მიკი...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბაგრატ მიკირტუმოვი“ გადაიტანა გვერდზე „მიკირტუმოვი ბაგრატ“) |
13:57, 19 მაისი 2017-ის ვერსია
ბაგრატ ბადალის ძე მიკირტუმოვი – (დ. 1869, სოფელ შინიხი, ბორჩ. მაზრ. თბ. გუბ.). სომეხი. მუშა ფოტოგრ.-ცინკოგრაფი, ფოტოტიპმაჩიკი.
თფილისის ადრესი – ზარ მოედანი. პრიკაზ. ქუჩა №12.
სარჩევი |
პარტიული რწმენა
სოც. დემოკრატ-ინტერნაციონალისტი
განათლება
შინაური განათლება
განვლილი ცხოვრების მთავარი ეტაპები
ძველი რეჟიმის დროს ვმოღვაწეობდი 1907 წლიდან დაწყებული 10 წლის განმავლობაში თბილისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობაში კოოპერატ სექციაში სამეურნეო საზოგადოებაში და სხვა კომისიებში (პარტიული და სხვა).
1912 წ. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტ. არჩევნებში ვიყავი ამომრჩევლათ როგორც წარმომადგენელი თბილისის გუბერნ. მუშებისა (ამოვირჩიეთ კ. ჩხეიძე). აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მე 1903 წლიდან დაწყებული 1916-წლ. ვმუშაობდი ქართველთა გამომც. ამხ. სტამბაში, სადაც სხვათა შორის ვისწავლე ქართული წერა კითხვაც. საზოგადოდ ამ სტამბამ დიდი გავლენა იქონია ჩემს თვით-განვითარების საქმეში.