ბიუხერი კარლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბიუხერი კარლ''' – (1874-1930) – გერმანელი ეკონომისტი, პირველყოფილი ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კარლ ბიუხერი“ გადაიტანა გვერდზე „ბიუხერი კარლ“ გადამისამართე...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 15:37, 18 აგვისტო 2023 მდგომარეობით

ბიუხერი კარლ – (1874-1930) – გერმანელი ეკონომისტი, პირველყოფილი კულტურის და მუშათა მოძრაობის ისტორიის მკვლევარე ცნობილია მისი გამოკვლევა „შრომა და რიტმი“ „Arbeit und Ritmus“.

სწავლობდა რა პრიმიტიულ ხალხთა საწარმოო პროცესსა და შრომის ტექნოლოგიას, ბიუხერი მივიდა დასკვნამდე, რომ განვითარების პირველ საფეხურებზე შრომა, მუსიკა და პოეზია ორგანულადაა ურთიერთდაკავშირებული. მუსიკალური და პოეტური რიტმის ფესვები, მისი თვალსაზრისით მთლიანად შრომის რიტმშია. რიტმი კი გამომდინარეობს სხეულის შინაგანი წყობისა და შრომის ტექნიკური პირობებისაგანი მუშაობის გაადვილების მიზნით კონტაქტის დასამყარებლად ადამიანი მიმართავს წამოძახილს, რომლიდანაც თანდათან წარმოიშობა შრომის სიმღერა. გ. პლეხანოვმა მოგვცა ბიუხერის სერიოზული კრიტიკა. მრავალმნიშვნელოვან დაკვირვებათა მიუხედავად ბიუხერის ძირითადი კონცეპცია მაინც მექანისტური იყო. ბიუხერმე თავის შრომაში ფ. გოგიჩაიშვილის მიერ მოწოდებული ქართული მასალაც გამოიყენა.



[რედაქტირება] წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები