ვახტანგ გორგასალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 9: ხაზი 9:
  
ვახტანგ  I მძიმე [[ბრძოლა|ბრძოლას]] აწარმოებდა ქართლის გასათავისუფლებლად სპარსელთა ბატონობისაგან. მისი პირველი [[აჯანყება]] [[ირანი|ირანის]] წინააღმდეგ მოხდა 482-84 წლებში, როდესაც ქართლელები იბრძოდნენ სომხების მხარდამხარ [[ბრძოლა|ბრძოლებში]] ჭარმანაინის ველზე (483) და მცხეთასთან (484); მეორე [[აჯანყება]] – 502 წლის ახლოს (ბრძოლა უჯარმასთან). დაიღუპა ირანელებთან [[ომი|ომში]]. ვახტანგ I დაკრძალულია მცხეთაში, [[სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი|სვეტიცხოვლის ტაძარში]].
 
 +
 +
ვახტანგ  მეფის შინაგანმა და საგარეო პოლიტიკამ მხატვრული ასახვა პოვა ლექსებში, გადმოცემებსა და თქმულებებში. ხალხის ხსოვნაში ახლაც დაცულია ვახტანგ გორგასლის მიერ თბილისის სატახტო ქალაქად ქცევა („თბილისის აშენება ვახტანგ გორგასალის მიერ“) უჯარმის აშენება („გორგასალის ციხე“), ბრძოლა ალანებთან („როგორ შეიქნა სახელწოდება მეტეხი“), ბრძოლა სპარსელებთან, მეფის ღალატით დაღუპვა („გორგასალის ციხე, „ხალხური გადმოცემა ვახტანგ გორგასალზე“).  ლექსებში იგრძნობა ხალხისს ღრმა სიყვარული („ვახტანგ მეფე-ღმერთს უყვარდა, „ვახტანგ მეფე რომ კვდე–ბოდა“), ვახტანგ გორგასლის ციკლის ნაწარმოებები შეიცავენ საერთაშორისო ხასიათის მოტივებს.
  
==წყარო==
 
==წყარო==
 
* [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
* [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
+
* [[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]]
 
[[კატეგორია: საქართველოს ისტორია]]
 
[[კატეგორია: საქართველოს ისტორია]]
 
[[კატეგორია: ქართლის მეფეები]]
 
[[კატეგორია: ქართლის მეფეები]]
 
[[კატეგორია:ქართველი წმინდანები]]
 
[[კატეგორია:ქართველი წმინდანები]]

00:05, 20 აგვისტო 2023-ის ვერსია

ვახტანგ I გორგასალი

ვახტანგ I - გორგასალი, ქართლის მეფე (დაახლოებით 449–502) ოცდამეცამეტე მეფე ფარნავაზიდან. ტახტზე ავიდა როგორც ირანის ვასალი. იბრძოდა სამეფო ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის; ქვეყნიდან გააძევა მისი პოლიტიკის მოწინააღმდეგე არქიეპისკოპოსი და ქართლის ეკლესიას სათავეში კათალიკოსი ჩაუყენა. მის დროს განაშენიანდა თბილისი და შემზადდა ნიადაგი მცხეთიდან დედაქალაქის გადმოსატანად.

შვიდი წლის იყო ვახტანგ მეფე, როდესაც გარდაეცვალა მამა. ოსებმა მოიტაცეს ვახტანგის და – მირანდუხტი, რომელიც კასპის მთავართან იზრდებოდა. სპარსელები და ბერძნები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საქართველოს ტერიტორიის დატაცებაში.

ვახტანგი როდესაც 15 წლისა შეიქმნა, შეკრიბა დარბაზის ერი და გამოიჩინა უდიდესი პოლიტიკოსობა: მაშინ როცა ყველა ფეხზე იდგა, მეფემ გვერდზე მოისვა ერთ მხარეს ქართლის მთავარეპისკოპოსი მიქაელი, მეორე მხარეს ცეცხლთაყვანისმცემელთა ქურუმი ბინქარი. ამით მან ხაზი გაუსვა, რომ ერთნაირად სცემდა პატივს ბიზანტიასაც და სპარსეთსაც. 458 წელს ილაშქრა ჩრდილოეთ კავკასიაში;

ოსებზე გამარჯვების შემდეგ ვახტანგმა ცოლად მოიყვანა სპარსეთის მეფის ასული – ბალენდუხტი. ამით დაუმოყვრდა სპარსეთს და მასთან ერთად V საუკუნის 50–60-იან წლებში ეომებოდა ბიზანტიელებს.

ვახტანგ I მძიმე ბრძოლას აწარმოებდა ქართლის გასათავისუფლებლად სპარსელთა ბატონობისაგან. მისი პირველი აჯანყება ირანის წინააღმდეგ მოხდა 482-84 წლებში, როდესაც ქართლელები იბრძოდნენ სომხების მხარდამხარ ბრძოლებში ჭარმანაინის ველზე (483) და მცხეთასთან (484); მეორე აჯანყება – 502 წლის ახლოს (ბრძოლა უჯარმასთან). დაიღუპა ირანელებთან ომში. ვახტანგ I დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.

ვახტანგ მეფის შინაგანმა და საგარეო პოლიტიკამ მხატვრული ასახვა პოვა ლექსებში, გადმოცემებსა და თქმულებებში. ხალხის ხსოვნაში ახლაც დაცულია ვახტანგ გორგასლის მიერ თბილისის სატახტო ქალაქად ქცევა („თბილისის აშენება ვახტანგ გორგასალის მიერ“) უჯარმის აშენება („გორგასალის ციხე“), ბრძოლა ალანებთან („როგორ შეიქნა სახელწოდება მეტეხი“), ბრძოლა სპარსელებთან, მეფის ღალატით დაღუპვა („გორგასალის ციხე, „ხალხური გადმოცემა ვახტანგ გორგასალზე“). ლექსებში იგრძნობა ხალხისს ღრმა სიყვარული („ვახტანგ მეფე-ღმერთს უყვარდა, „ვახტანგ მეფე რომ კვდე–ბოდა“), ვახტანგ გორგასლის ციკლის ნაწარმოებები შეიცავენ საერთაშორისო ხასიათის მოტივებს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები