დაბალი შაირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დაბალი შაირი (იგივე გრძელი შაირი)''' – შაირის (ნ) ერთ-ერთი სახე...)
 
(წყარო)
ხაზი 19: ხაზი 19:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]]
 
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]]
[[კატეგორია:შაირი]]
+
[[კატეგორია:შაირის სახეობა]]

22:36, 20 აგვისტო 2023-ის ვერსია

დაბალი შაირი (იგივე გრძელი შაირი) – შაირის (ნ) ერთ-ერთი სახეობა ქორე-დაქტილურ ტერფებზე დამყარებული 8 ან 16-მარცვლიანი სალექსო საზომი. მაღალი შაირისაგან ძირითადად დაქტილური კლაუზულით განსხვავდება. წარმოშობით ფოლკლორულია. გავრცელებულია როგორც ხალხურ პოეზიაში, ასევე ლიტერატურაში. დაბალი შაირის ნიმუში, მისთვის დამახასიათებელი მეტრული სტრუქტურით მწიგნობრულად დამოწმებულია მე-11 საუკუნეში ლეონტი მროველის და ეფრემ მცირის თხზულებებში. დაბალი შაირი რომ გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა ხალხურ პოეზიაში ამას ადასტურებს მისი ფართე გავრცელება უძველეს საწესჩვეულებო, საგმირო და შრომის ლექს-სიმღერებში. ეს საზომი გამოყენებულია აგრეთვე „ამირანიანის“ უძველეს ფრაგმენტებში. დაბალი შაირი ყველაზე გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ხალხურ პოეზიაში რვამარცვლიანი დაბალი შაირის ნიმუში:

აბესალომ და ეთერი
ღმერთმა შეყარა ერთფერი.

16-მარცვლიანი დაბალი შაირის ნიმუშია:

ავთანდილ გადინადირა ქედი მაღალი ტყიანი,
ვერც ხარი მოკლა, ვერც ფური, ვერცა ირემი რქიანი.

ჯ. ბარდაველიძე


ლიტერატურა

ა. გაწერელია, ქართული კლასიკური ლექსი, 1953; ჯ. ბარდაველიძე ქართული ხალხური ლექსის საზომები, ქართული ფოლკლორი, I-II, 1964.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები