ზესკნელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ზესკნელი''' - ზეცა, მიღმური სამყაროს სფერო, სადაც [[ანგელოზი|ანგელოსნი]] (კეთილი სულნი) ცხოვრობენ.
+
'''ზესკნელი''' - ზეცა, ზედა ქვეყან. [[ქართველები|ქართველთა]] ტრადიციული წარმოდგენით სამყარო სამ ნაწილადაა გაყოფილი: ზესკნელი – ზეცა, ქვესკნელი – ქვეცა და [[გარესკნელი]] ანუ დედამიწის ზედაპირი, შუაცა. ზღაპრული ეპოსი სამივეს კარგად იცნობს ფანტასტიკური გმირები ზეცასა და ქვესკნელში ისე თავისუფლად მოქმედებენ, როგორც დედამიწაზე. ზეცას, ზესკნელში მზის პირის ნაბანის – მკვდრის გამაცოცხლებელი წყლის მოსაპოვებლად მიდის ზღაპრის [[პერსონაჟი]] და მიზანსაც აღწევს. ქვესკნელში ჩაშვებული გმირი ამარცხებს საშინელ ურჩხულებს და სამზეოს [[ფასკუნჯი (მითოლოგია)|ფასკუნჯი]]ს თუ არწივის დახმარებით უბრუნდება. ამ უძველეს ცნებებს ლიტერატურული ძეგლებიც აქტიურად იყენებს ჩახრუხაძე „[[აბდულმესიანი|აბდულმესიანში]]“ ამბობს:
  
''დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან; ნაყოფითა საქმეთა შენთათა განძღეს ქუეყანაჲ''. (ფსალ.103,13)
+
:::::აღმოსავლეთ და დასავლეთით,
 +
:::::სამხრით ჩრდილომდის ჰპოონ, სად არი
 +
:::::ზესკნელ-ქეესკნელით და გარესკნელით,
 +
:::::უკანასკნელით უფსკრულთ სადარი? (3,3-4).
  
 +
საყურადღებოა, რომ ქვესკნელი ადამიანებითაა დასახლებული, არსებობს [[სახელმწიფო]]ები, მსგავსად გარესკნელისა, ზესკნლში კი ცის სხეულები და ზებუნებრივი არსებანი მოთავსებულან. ზესკნელ-ქვესკნელ–გარესკნელზე შემუშავებული წარმოდგენები ქართველთა მითოლოგიური სისტემის ნაწილია.
  
==წყარო==
+
''მ. ჩიქოვანი''
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი
+
  
[[კატეგორია:ძველ-ქართული სიტყვები]]
+
 
 +
==ლიტერატურა==
 +
* მ. ჩიქოვანი, ქართ. ხალხ. ზღაპრები, I, 1938, შესავალი; 
 +
* დ. შენგელაია, სამი სკნელი, წერილები, 1955. 
 +
* ჩეენი საუნჯე, II, 1960.
 +
 
 +
==წყარო==
 +
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 +
[[კატეგორია:ფოლკლორი]]
 +
[[კატეგორია:სამყარო]]

21:02, 23 აგვისტო 2023-ის ვერსია

ზესკნელი - ზეცა, ზედა ქვეყან. ქართველთა ტრადიციული წარმოდგენით სამყარო სამ ნაწილადაა გაყოფილი: ზესკნელი – ზეცა, ქვესკნელი – ქვეცა და გარესკნელი ანუ დედამიწის ზედაპირი, შუაცა. ზღაპრული ეპოსი სამივეს კარგად იცნობს ფანტასტიკური გმირები ზეცასა და ქვესკნელში ისე თავისუფლად მოქმედებენ, როგორც დედამიწაზე. ზეცას, ზესკნელში მზის პირის ნაბანის – მკვდრის გამაცოცხლებელი წყლის მოსაპოვებლად მიდის ზღაპრის პერსონაჟი და მიზანსაც აღწევს. ქვესკნელში ჩაშვებული გმირი ამარცხებს საშინელ ურჩხულებს და სამზეოს ფასკუნჯის თუ არწივის დახმარებით უბრუნდება. ამ უძველეს ცნებებს ლიტერატურული ძეგლებიც აქტიურად იყენებს ჩახრუხაძე „აბდულმესიანში“ ამბობს:

აღმოსავლეთ და დასავლეთით,
სამხრით ჩრდილომდის ჰპოონ, სად არი
ზესკნელ-ქეესკნელით და გარესკნელით,
უკანასკნელით უფსკრულთ სადარი? (3,3-4).

საყურადღებოა, რომ ქვესკნელი ადამიანებითაა დასახლებული, არსებობს სახელმწიფოები, მსგავსად გარესკნელისა, ზესკნლში კი ცის სხეულები და ზებუნებრივი არსებანი მოთავსებულან. ზესკნელ-ქვესკნელ–გარესკნელზე შემუშავებული წარმოდგენები ქართველთა მითოლოგიური სისტემის ნაწილია.

მ. ჩიქოვანი


ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი, ქართ. ხალხ. ზღაპრები, I, 1938, შესავალი;
  • დ. შენგელაია, სამი სკნელი, წერილები, 1955.
  • ჩეენი საუნჯე, II, 1960.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები