ნათაძე ლევან (ბიოლოგი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ლევან ნათაძე '''ნათაძე ლევან''' — (დ. 1922 წლის 20 ია...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:LEVAN NATADZE.PNG|thumb|ლევან ნათაძე ]]
 
[[ფაილი:LEVAN NATADZE.PNG|thumb|ლევან ნათაძე ]]
'''ნათაძე ლევან''' — (დ. 1922 წლის 20 იანვარი ქ. [[თბილისი]] – გ. 1982 წლის 19 თებერვალი, თბილისი),  [[ქართველები|ქართველი]] ბიოლოგი.
+
'''ნათაძე ლევან''' — (დ. 1922 წლის 20 იანვარი ქ. [[თბილისი]] – გ. 1982 წლის 19 [[თებერვალი]], თბილისი),  [[ქართველები|ქართველი]] ბიოლოგი.
  
 
===ბიოგრაფია===
 
===ბიოგრაფია===
ლევან ნათაძემ დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ბიოლოგიის ფაკულტეტი 1944 წელს. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე  ლ. ნათაძე ამავე ფაკულტეტზე  ჩაირიცხა ასპირანტურაში და 1946 წელს მიავლინეს  მოსკოვის ა.ნ. სევერცოვის სახელობის ცხოველთა მორფოლოგიის ინსტიტუტში. დაბრუნების შემდეგ, 1948 წელს,  მიიღეს  თბილისის უნივერსიტეტის ხერხემლიანთა ზოოლოგიის კათედრაზე ასისტენტად; 1956-60 წლებში შეთავსებით მუშაობდა პალეობიოლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად  და ასრულებდა სწავლული მდივნის მოვალეობას. ფასდაუდებელი იყო ლ. ნათაძის მუშაობა ქართული ენციკლოპედიის სამეცნიერო რედაქციაში უფროს რედაქტორად  - 1975 წლიდან გარდაცვალებამდე.  ლ. ნათაძემ მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო პედაგოგიურ  საქმიანობას - კითხულობდა  ჰისტოლოგიის, ემბრიოლოგიის, შედარებითი ანატომიის  და ნერვული სისტემის ანატომიის    სალექციო კურსებს  ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე. 1965-1974 წლებში იყო ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, 1966 წლიდან გარდაცვალებამდე ციტოლოგიის, ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის კათედრის გამგე. მისი მეცნიერული ინტერესები მოიცავდა მორფოლოგიურ დისციპლინებს - შედარებით ანატომიასა და ემბრიოლოგიას, ჰისტოლოგიას, ნერვული სისტემის მორფოლოგიას. ლ. ნათაძე იყო ხერხემლიან ცხოველთა შედარებითი ანატომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი [[საქართველო]]ში, მას ეკუთვნის ამ პრობლემაზე პირველი საფუძვლიანი მონოგრაფია ქართულად; ავტორია 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი ბიოლოგიური მეცნიერების განვითარებაში; მორფოლოგი, ემბრიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
+
ლევან ნათაძემ დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ბიოლოგიის ფაკულტეტი 1944 წელს. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე  ლ. ნათაძე ამავე ფაკულტეტზე  ჩაირიცხა ასპირანტურაში და 1946 წელს მიავლინეს  მოსკოვის ა.ნ. სევერცოვის სახელობის ცხოველთა მორფოლოგიის ინსტიტუტში. დაბრუნების შემდეგ, 1948 წელს,  მიიღეს  თბილისის უნივერსიტეტის ხერხემლიანთა ზოოლოგიის კათედრაზე ასისტენტად; 1956-60 წლებში შეთავსებით მუშაობდა პალეობიოლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად  და ასრულებდა სწავლული მდივნის მოვალეობას. ფასდაუდებელი იყო ლ. ნათაძის მუშაობა ქართული ენციკლოპედიის სამეცნიერო რედაქციაში უფროს რედაქტორად  - 1975 წლიდან გარდაცვალებამდე.  ლ. ნათაძემ მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო პედაგოგიურ  საქმიანობას - კითხულობდა  ჰისტოლოგიის, ემბრიოლოგიის, შედარებითი ანატომიის  და ნერვული სისტემის ანატომიის    სალექციო კურსებს  ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე. 1965-1974 წლებში იყო ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, 1966 წლიდან გარდაცვალებამდე ციტოლოგიის, ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის კათედრის გამგე. მისი მეცნიერული ინტერესები მოიცავდა მორფოლოგიურ დისციპლინებს - შედარებით ანატომიასა და ემბრიოლოგიას, ჰისტოლოგიას, ნერვული სისტემის მორფოლოგიას. ლ. ნათაძე იყო ხერხემლიან ცხოველთა შედარებითი ანატომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი [[საქართველო]]ში, მას ეკუთვნის ამ პრობლემაზე პირველი საფუძვლიანი მონოგრაფია ქართულად; ავტორია 30-ზე მეტი ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომის, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი ბიოლოგიური მეცნიერების განვითარებაში; მორფოლოგი, ემბრიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
  
 
===ბიბლიოგრაფია===
 
===ბიბლიოგრაფია===
 
* ხერხემლიან ცხოველთა შედარებითი ანატომია, სახელმძღვ. (ავტორი). თბილისი. თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1962. - 507გვ.
 
* ხერხემლიან ცხოველთა შედარებითი ანატომია, სახელმძღვ. (ავტორი). თბილისი. თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1962. - 507გვ.
* საქართველოს ხერხემლიანი ცხოველების სარკვევი = Guide vertebral animals of Georgia = Определитель позвоночных животных Грузии : დამხმ. სახელმძღვ. (თანაავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2004. - 246გვ.
+
* საქართველოს ხერხემლიანი ცხოველების სარკვევი = Guide vertebral animals of Georgia = Определитель позвоночных животных Грузии: დამხმ. სახელმძღვ. (თანაავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2004. - 246გვ.
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.286.
+
* ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.286
* რ. ჟორდანია, ლევან ნათაძე, თსუ შრომები, ქიმია-ბიოლოგიის სერია, ტ. 248, გვ. 5-8.  
+
* რ. ჟორდანია, ლევან ნათაძე, თსუ შრომები, ქიმია-ბიოლოგიის სერია, ტ. 248, - 1984, გვ. 5-8.  
 
* თანამედროვე  ბიოლოგიის  აქტუალური საკითხები (ლ. ნათაძისადმი მიძღვნილი კრებული), თსუ, 2000, გვ. 5-11.
 
* თანამედროვე  ბიოლოგიის  აქტუალური საკითხები (ლ. ნათაძისადმი მიძღვნილი კრებული), თსუ, 2000, გვ. 5-11.
  
 
[[კატეგორია:ქართველი ბიოლოგები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ბიოლოგები]]
 +
[[კატეგორია:ნათაძეები]]

მიმდინარე ცვლილება 16:37, 24 აგვისტო 2023 მდგომარეობით

ლევან ნათაძე

ნათაძე ლევან — (დ. 1922 წლის 20 იანვარი ქ. თბილისი – გ. 1982 წლის 19 თებერვალი, თბილისი), ქართველი ბიოლოგი.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

ლევან ნათაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1944 წელს. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ლ. ნათაძე ამავე ფაკულტეტზე ჩაირიცხა ასპირანტურაში და 1946 წელს მიავლინეს მოსკოვის ა.ნ. სევერცოვის სახელობის ცხოველთა მორფოლოგიის ინსტიტუტში. დაბრუნების შემდეგ, 1948 წელს, მიიღეს თბილისის უნივერსიტეტის ხერხემლიანთა ზოოლოგიის კათედრაზე ასისტენტად; 1956-60 წლებში შეთავსებით მუშაობდა პალეობიოლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად და ასრულებდა სწავლული მდივნის მოვალეობას. ფასდაუდებელი იყო ლ. ნათაძის მუშაობა ქართული ენციკლოპედიის სამეცნიერო რედაქციაში უფროს რედაქტორად - 1975 წლიდან გარდაცვალებამდე. ლ. ნათაძემ მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო პედაგოგიურ საქმიანობას - კითხულობდა ჰისტოლოგიის, ემბრიოლოგიის, შედარებითი ანატომიის და ნერვული სისტემის ანატომიის სალექციო კურსებს ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე. 1965-1974 წლებში იყო ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, 1966 წლიდან გარდაცვალებამდე ციტოლოგიის, ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის კათედრის გამგე. მისი მეცნიერული ინტერესები მოიცავდა მორფოლოგიურ დისციპლინებს - შედარებით ანატომიასა და ემბრიოლოგიას, ჰისტოლოგიას, ნერვული სისტემის მორფოლოგიას. ლ. ნათაძე იყო ხერხემლიან ცხოველთა შედარებითი ანატომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, მას ეკუთვნის ამ პრობლემაზე პირველი საფუძვლიანი მონოგრაფია ქართულად; ავტორია 30-ზე მეტი ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომის, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი ბიოლოგიური მეცნიერების განვითარებაში; მორფოლოგი, ემბრიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

[რედაქტირება] ბიბლიოგრაფია

  • ხერხემლიან ცხოველთა შედარებითი ანატომია, სახელმძღვ. (ავტორი). თბილისი. თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1962. - 507გვ.
  • საქართველოს ხერხემლიანი ცხოველების სარკვევი = Guide vertebral animals of Georgia = Определитель позвоночных животных Грузии: დამხმ. სახელმძღვ. (თანაავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2004. - 246გვ.


[რედაქტირება] წყარო

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.286
  • რ. ჟორდანია, ლევან ნათაძე, თსუ შრომები, ქიმია-ბიოლოგიის სერია, ტ. 248, - 1984, გვ. 5-8.
  • თანამედროვე ბიოლოგიის აქტუალური საკითხები (ლ. ნათაძისადმი მიძღვნილი კრებული), თსუ, 2000, გვ. 5-11.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები