ათონის სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა)
(წყარო)
 
ხაზი 20: ხაზი 20:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
+
* [[კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში]]
* კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში Cultural heritage in Abkhazia / აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ; სარედაქციო კოლეგია: ირაკლი გელენავა (მთავარი რედაქტორი), გიორგი პატაშური, ქეთევან დავითაია ; თარგმნა: მარიკა ლომაძე, ქეთევან დავითაია.
+
  
  

მიმდინარე ცვლილება 23:33, 24 აგვისტო 2023 მდგომარეობით

ათონის სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი.
ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან

ათონის სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი - მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გუდაუთის მუნიციპალიტეტი, დაბა ახალი ათონში.

ათონის სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი.
>მოხატულობა

სარჩევი

[რედაქტირება] კომპლექსში შემავალი ნაგებობა

ეკლესია.

[რედაქტირება] ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა

წმ. სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის თავდაპირველი მშენებლობა VII-VIII საუკუნეებით თარიღდება, ხოლო დღევანდელი ნაგებობა ქართული ხუროთმოძღვრების IX-X საუკუნეების ნიმუშს წარმოადგენს.

ათონის სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი.
ტინპანი

ქართული და უცხოური ისტორიული წყაროების თანახმად, იესო ქრისტეს მოწაფეებმა წმ. სვიმონ კანანელმა და წმ. ანდრია პირველწოდებულმა ახ.წ. I საუკუნეში პირველებმა იქადაგეს ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთშიც.

წმინდა მამათა გადმოცემით, ახ. წ. აღ-ით 55 წელს მოციქული წმ. სვიმონ კანანელი წარმართებმა ჯვარზე გააკრეს და დაასაფლავეს ნიკოფსიაში, ისტორიული საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან ახლოს. (ნიკოფსია – ამჟამინდელი რუსეთის ფედერაცია, კრასნოდარის მხარე).

IV საუკუნეში მოციქულის სახელზე ახალ ათონში პატარა ეკლესია ააგეს, რომელიც სავარაუდოდ ხის უნდა ყოფილიყო. მომდევნო საუკუნეებში აქ თეთრი თლილი ქვისგან ააშენეს ტაძარი, რომელსაც რესტავრაცია რამდენჯერმე ჩაუტარდა, მათ შორის, XIX-ის 80-იან წლებში. დღეისათვის ტაძრის ფრესკული მოხატულობა შემორჩენილი არ არის. არქიტექტურული დეკორიდან ყურადღებას იქცევს ქრისტიანული სიმბოლოების - თევზის, ლომისა და ჯვრის რელიეფური გამოსახულებები.

[რედაქტირება] ამჟამინდელი მდგომარეობა

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია.

სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები