ჯან ალიუჩუ
(→წყარო) |
|||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
:::დე, წავიდეს თავის ღმერთთან, | :::დე, წავიდეს თავის ღმერთთან, | ||
:::თავის საფლავში. | :::თავის საფლავში. | ||
− | :::დე, მის გვერდით ნახშირი იყოს, | + | :::დე, მის გვერდით [[ნახშირი]] იყოს, |
:::დე, თავთან საკვები ჰქონდეს. | :::დე, თავთან საკვები ჰქონდეს. | ||
− | არსებობდა სხვა სახის კითხვები, რომლებსაც ავადმყოფს უსვამდნენ: „მოფრინდნენ თუ არა შენთან [[გუმმაჲ|გუმაჲ]] და ხუმაჲ?“ თუ ავადმყოფი უპასუხებდა, რომ ზარნაშო ან წივწივა და ფრთებით სახეზე შეეხო, გასვენების სამზადისს შეუდგებოდნენ. ბალყართა და ყარაჩთათვის გუმაჲ სიკვდილის მაცნე იყო, ხუმაჲ კი – საცოცხლისა. | + | არსებობდა სხვა სახის კითხვები, რომლებსაც ავადმყოფს უსვამდნენ: „მოფრინდნენ თუ არა შენთან [[გუმმაჲ|გუმაჲ]] და ხუმაჲ?“ თუ ავადმყოფი უპასუხებდა, რომ ზარნაშო ან წივწივა და ფრთებით სახეზე შეეხო, გასვენების სამზადისს შეუდგებოდნენ. ბალყართა და ყარაჩთათვის გუმაჲ სიკვდილის [[მაცნე]] იყო, ხუმაჲ კი – საცოცხლისა. |
მიმდინარე ცვლილება 23:36, 17 სექტემბერი 2023 მდგომარეობით
ჯან ალიუჩუ (ბალყ.-ყარაჩ. Джан алиучу – „სულის წამღები“) – აგონიაში მყოფი მომაკვდავის სულის ამომრთმევი ბალყარულ-ყარაჩული რწმენა-წარმოდგენების თანახმად. მძიმედ დაავადებული ადამიანის ბედის (სიკვდილ-სიცოცხლის) გამორკვევის მიზნით, საწესო სამოსში გამოწყობილი პირი ავადმყოფს თვალთან მაჩვის ან ფოცხვერის თათს მიუტანდა და ეკითხებოდა: „ხედავ რამეს?“ თუ პასუხი უარყოფითი იყო, ჩათვლიდნენ, რომ ავადმყოფი კიდევ იცოცხლებდა, თუ – უარყოფითი, იტყოდნენ, რომ ჯან ალიუჩუ მოვიდა. როცა მოხუც ადამიანს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, ცხოველის ბრჭყალებიან თათს დაიკავებდნენ და ამბობდნენ:
- მიწის ქალბატონი საფლავში გიხმობს,
- ქალწული უმაჲ საფლავის თავთანაა.
- იარე, იარე, იარე,
- ცხენზე უსულოდ (ევფემიზმი: მიცვალებულის საზიდარი)
- დაწექი.
აგონიის შემთხვევაში წესის აღმსრულებელი ფოცხვერის თათით ხელში ასეთ ლოცვას იტყოდა:
- უვლიდა-უვლიდა, შემოუარა,
- მთაზე ხახვი დავყარე.
- მკვდრებს შეუერთეთ,
- ცოცხლებში არ ეწერება,
- დე, თბილ საფლავში ჩავიდეს,
- დე, წავიდეს თავის ღმერთთან,
- თავის საფლავში.
- დე, მის გვერდით ნახშირი იყოს,
- დე, თავთან საკვები ჰქონდეს.
არსებობდა სხვა სახის კითხვები, რომლებსაც ავადმყოფს უსვამდნენ: „მოფრინდნენ თუ არა შენთან გუმაჲ და ხუმაჲ?“ თუ ავადმყოფი უპასუხებდა, რომ ზარნაშო ან წივწივა და ფრთებით სახეზე შეეხო, გასვენების სამზადისს შეუდგებოდნენ. ბალყართა და ყარაჩთათვის გუმაჲ სიკვდილის მაცნე იყო, ხუმაჲ კი – საცოცხლისა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
Хатуев Р. Т. Похоронно-поминальная обрядность // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.