აბსოლუტური დრო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „აბსოლუტური დრო“ გადაიტანა გვერდზე „დრო აბსოლუტური“) |
14:34, 19 სექტემბერი 2023-ის ვერსია
აბსოლუტური დრო – კლასიკური მექანიკის ერთ-ერთი ძირითადი ცნება, რომელიც აღნიშნავს დროს, როგორც თავისთავად არსებულს, სრულიად დამოუკიდებელს მატერიისაგან. მეცნიერებაში აბსოლუტური დროის ცნება ნიუტონმა შემოიტანა. აბსოლუტური დრო – საერთო ათვლის ყველა იმ სისტემისათვის, რომელიც მიიღო ნიუტონმა დინამიკის კანონების ფორმულირებისას. გამოყენებითი მათემატიკის ამოცანებში, როგორც წესი, აბსოლუტური დროის მაგივრად შეიძლება საკმაო სიზუსტით ვისარგებლოთ საშუალო მზიური დროით.