მზის კულტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მზის კულტი''' – მზის თაყვანისცემა. ქართველები [[წარმართობა|...)
 
ხაზი 4: ხაზი 4:
 
:::::სიცივეს კაცი მოუკლავს, საწყალი აგერ გორავსა.  
 
:::::სიცივეს კაცი მოუკლავს, საწყალი აგერ გორავსა.  
  
პოეტური წარმოსახვით მზე ქვეყნის სანთელია. „იკურთხოს იმის გამჩენი, შენა ხარ ქვეყნის სანთელი“. მზე ეპიკურ ნაწარმოებთა გმირიც არის. მისი პირისნაბანი უკვდავების წამალია. ზოგჯერ მზეს ისე ექცევიან, როგორც მიწიერ არსებას; სცემენ, ბაღს უჩანაგებენ, აჯავრებენ, ეტრფიან. მზის სახე რთულ მეტაფორებშიც იჩენს თავს.  
+
პოეტური წარმოსახვით მზე ქვეყნის სანთელია. „იკურთხოს იმის გამჩენი, შენა ხარ ქვეყნის სანთელი“. მზე ეპიკურ ნაწარმოებთა გმირიც არის. მისი [[მზის პირისნაბანი|პირისნაბანი]] უკვდავების წამალია. ზოგჯერ მზეს ისე ექცევიან, როგორც მიწიერ არსებას; სცემენ, ბაღს უჩანაგებენ, აჯავრებენ, ეტრფიან. მზის სახე რთულ მეტაფორებშიც იჩენს თავს.  
  
 
:::::ორბი მოჯდა ორასი, ფრთა გაშალა სამასი,
 
:::::ორბი მოჯდა ორასი, ფრთა გაშალა სამასი,

16:08, 19 სექტემბერი 2023-ის ვერსია

მზის კულტი – მზის თაყვანისცემა. ქართველები წარმართობის ხანაში სხვადასხვა ასტრალურ ღვთაებებს სცემდნენ თაყვანს, მათ შორის – მზეს. ხალხური წარმოდგენებით, მზე დედაა; მისგან მოელის ყოველი არსი გაღვიძეასა და სულისჩადგმას. მზე სიცოცხლის წყაროა.

მზეო ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასა,
სიცივეს კაცი მოუკლავს, საწყალი აგერ გორავსა.

პოეტური წარმოსახვით მზე ქვეყნის სანთელია. „იკურთხოს იმის გამჩენი, შენა ხარ ქვეყნის სანთელი“. მზე ეპიკურ ნაწარმოებთა გმირიც არის. მისი პირისნაბანი უკვდავების წამალია. ზოგჯერ მზეს ისე ექცევიან, როგორც მიწიერ არსებას; სცემენ, ბაღს უჩანაგებენ, აჯავრებენ, ეტრფიან. მზის სახე რთულ მეტაფორებშიც იჩენს თავს.

ორბი მოჯდა ორასი, ფრთა გაშალა სამასი,
ნისკარტი ჰკრა ოთხასი, კლდე გაიპო ხუთასი...

პოპულარულია მზისა და მთვარის პაექრობა, შეჯიბრი პირველობისთვის. სტრაბონის მოწმობით ალბანეთის იმ ნაწილში, სადაც ქართველებიც ცხოვრობდნენ, „ღმერთებად აღიარებენ მზეს, ზევსსა და მთვარეს“. ლეონტი მროველს აღნიშნული აქვს: „ქართველნი იქმნეს მსახურნი მზისაო“. მზის კულტი ჩვენში მოქცევამდე დიდი ხნით ადრე შემუშავდა; მისი ისტორია მაშინვე იწყება, როგორც კი ქართველობა ისტორიულ ასპარეზზე გამოჩნდა. მზის კულტს აღიარებდნენ აგრეთვე ძველი ხეთები და სხვა ხალხები. საქართველოში მზეს სხვადასხვა საგალობლები ეძღვნებოდა (მზე და მთვარე, ლილე, დელა, ადილე).

მ. ჩიქოვანი

ლიტერატურა

  • ივ. ჯავახიშვილი, ქართ. ერის ისტორ., I, 1951;
  • ხალხური სიბრძნე, IV,1964;
  • ქართული ხალხური პოეზია, I, 1972.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები