თამუზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''თამუზი''' – შუამდინარულ მითოლოგიაში შუმერული წარმომავლობის, ნახევარღვთაებაა, ტრაგიკული ფიგურა შუამდინარულ [[პანთეონი|პანთეონში]]. მიუხედავად დიდი პოპულარობისა სახალხო [[კულტი|კულტში]], თამუზი, როგორც [[პერსონაჟი]], მხოლოდ ერთადერთ ტექსტში გვევლინება. ეს არის მითოსი „[[იშთარი]]ს ჩასვლა ქვესკნელად“, სადაც ქვესკნელში დატყვევებული თამუზი ქალღმერთის მეოხებით ამოდის სამზეოზე. [[გილგამეში]]ს ეპოსში თამუზი ნახსენებია იშთარის მიერ დაღუპულ საყვარლებს შორის. კერძოდ, ნათქვამია გილგამეშის პირით, რომ იშთარმა თამუზს „წლიდან წლამდე [[გლოვა]] გადუწყვიტა“. აქ იგულისხმება ყოველწლიური გლოვა თამუზზე – გაზაფხულის მცენარეულობის სულზე, რომელიც გაქრა მიწის პირიდან და ჩავიდა ქვესკნელში, რათა მომავალ გაზაფხულზე კვლავ ამოვიდეს. რა ძალით? იმ გოდების, საყოველთაო გლოვის ძალით, რომელსაც იშთარი გამოაცხადებს მთელ ქვეყანაში. ინტენსიური გოდება აღადგენს თამუზს ქვესკნელიდან, გამოიხმობს მკვდართა სამეფოდან. იშთარი გლოვობს, აგლოვებს ქვეყანას და მერე თავად ჩადის თავისი დის, [[ერეშქიგალი]]ს სამეფოში ყმაწვილქალობის დროინდელი ქმრის გამოსახსნელად.
+
'''თამუზი''' – შუამდინარულ [[მითოლოგია]]ში შუმერული წარმომავლობის, ნახევარღვთაებაა, ტრაგიკული ფიგურა შუამდინარულ [[პანთეონი|პანთეონში]]. მიუხედავად დიდი პოპულარობისა სახალხო [[კულტი|კულტში]], თამუზი, როგორც [[პერსონაჟი]], მხოლოდ ერთადერთ ტექსტში გვევლინება. ეს არის მითოსი „[[იშთარი]]ს ჩასვლა ქვესკნელად“, სადაც ქვესკნელში დატყვევებული თამუზი ქალღმერთის მეოხებით ამოდის სამზეოზე. [[გილგამეში]]ს ეპოსში თამუზი ნახსენებია იშთარის მიერ დაღუპულ საყვარლებს შორის. კერძოდ, ნათქვამია გილგამეშის პირით, რომ იშთარმა თამუზს „წლიდან წლამდე [[გლოვა]] გადუწყვიტა“. აქ იგულისხმება ყოველწლიური გლოვა თამუზზე – გაზაფხულის მცენარეულობის სულზე, რომელიც გაქრა მიწის პირიდან და ჩავიდა ქვესკნელში, რათა მომავალ გაზაფხულზე კვლავ ამოვიდეს. რა ძალით? იმ გოდების, საყოველთაო გლოვის ძალით, რომელსაც იშთარი გამოაცხადებს მთელ ქვეყანაში. ინტენსიური გოდება აღადგენს თამუზს ქვესკნელიდან, გამოიხმობს მკვდართა სამეფოდან. იშთარი გლოვობს, აგლოვებს ქვეყანას და მერე თავად ჩადის თავისი დის, [[ერეშქიგალი]]ს სამეფოში ყმაწვილქალობის დროინდელი ქმრის გამოსახსნელად.
  
 
ცად ასულ [[ადაპა]]ს [[ანუ]]ს კარზე დახვდება ქვეყნიდან გაუჩინარებული (დაკარგული) თამუზი, რაც (მისი ცაში ყოფნა) სრულიად უნიკალურია მითოსური თვალსაზრისით. სამწუხაროდ, აქადურ ენაზე არ არის შემონახული ტექსტი, სადაც გადმოცემული იქნებოდა მისი დაღუპვის ვითარება. თამუზის შუმერული პროტოტიპის შესახებ [[დუმუზი]].
 
ცად ასულ [[ადაპა]]ს [[ანუ]]ს კარზე დახვდება ქვეყნიდან გაუჩინარებული (დაკარგული) თამუზი, რაც (მისი ცაში ყოფნა) სრულიად უნიკალურია მითოსური თვალსაზრისით. სამწუხაროდ, აქადურ ენაზე არ არის შემონახული ტექსტი, სადაც გადმოცემული იქნებოდა მისი დაღუპვის ვითარება. თამუზის შუმერული პროტოტიპის შესახებ [[დუმუზი]].

მიმდინარე ცვლილება 23:26, 19 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

თამუზი – შუამდინარულ მითოლოგიაში შუმერული წარმომავლობის, ნახევარღვთაებაა, ტრაგიკული ფიგურა შუამდინარულ პანთეონში. მიუხედავად დიდი პოპულარობისა სახალხო კულტში, თამუზი, როგორც პერსონაჟი, მხოლოდ ერთადერთ ტექსტში გვევლინება. ეს არის მითოსი „იშთარის ჩასვლა ქვესკნელად“, სადაც ქვესკნელში დატყვევებული თამუზი ქალღმერთის მეოხებით ამოდის სამზეოზე. გილგამეშის ეპოსში თამუზი ნახსენებია იშთარის მიერ დაღუპულ საყვარლებს შორის. კერძოდ, ნათქვამია გილგამეშის პირით, რომ იშთარმა თამუზს „წლიდან წლამდე გლოვა გადუწყვიტა“. აქ იგულისხმება ყოველწლიური გლოვა თამუზზე – გაზაფხულის მცენარეულობის სულზე, რომელიც გაქრა მიწის პირიდან და ჩავიდა ქვესკნელში, რათა მომავალ გაზაფხულზე კვლავ ამოვიდეს. რა ძალით? იმ გოდების, საყოველთაო გლოვის ძალით, რომელსაც იშთარი გამოაცხადებს მთელ ქვეყანაში. ინტენსიური გოდება აღადგენს თამუზს ქვესკნელიდან, გამოიხმობს მკვდართა სამეფოდან. იშთარი გლოვობს, აგლოვებს ქვეყანას და მერე თავად ჩადის თავისი დის, ერეშქიგალის სამეფოში ყმაწვილქალობის დროინდელი ქმრის გამოსახსნელად.

ცად ასულ ადაპას ანუს კარზე დახვდება ქვეყნიდან გაუჩინარებული (დაკარგული) თამუზი, რაც (მისი ცაში ყოფნა) სრულიად უნიკალურია მითოსური თვალსაზრისით. სამწუხაროდ, აქადურ ენაზე არ არის შემონახული ტექსტი, სადაც გადმოცემული იქნებოდა მისი დაღუპვის ვითარება. თამუზის შუმერული პროტოტიპის შესახებ დუმუზი.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები