ონიანი არსენ
(ახალი გვერდი: '''არსენ ონიანი ''' – (1879–1948), ფოლკლორისტი, ლექსიკოგრაფი, პედაგოგი....) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ონიანი არსენ“ გადაიტანა გვერდზე „არსენ ონიანი“) |
16:30, 21 სექტემბერი 2023-ის ვერსია
არსენ ონიანი – (1879–1948), ფოლკლორისტი, ლექსიკოგრაფი, პედაგოგი. დაიბადა ლაშხეთის თემის სოფელ სასაშში (ქვემო სვანეთი), დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ორბელში. 1928–1930 წწ. მუშაობდა ლენინგრადში სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის იაფეტური ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლად და აკად. ნ. მარის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა სვანურ-რუსული ლეესიკონის შედგენაში, ფოლკლორისტულსა და ლექსიკოგრაფიულ მუშაობას ადრე შეუდგა. ქვემო სვანეთში შეკრიბა მდიდარი მასალა, რომლის ნაწილი გამოქვეყნდა ორ წიგნად სერიაში «Материалы по Яфетическому языкознанию», н VIII, IX, 1917, რომელიც აკად. ნ. მარის რედაქტორობით გამოდიოდა. ა. ონიანის მიერ ქვემო სვანეთში შეკრებილი ენობრივი და ფოლკლორული მასალა ფართო ინტერესს იწვევს, გამოირჩევა ჩაწერის სიზუსტითა და მრავალფეროვნებით, გამოუქვეყნებელი მასალა დაცულია საქ. მეცნიერებათა აკად. ენათმეცნიერების ინსტიტუტში.
ა. ღლონტი