პალიასტომის ტბა
(ახალი გვერდი: '''პალიასტომის ტბა''' − ტბის ადგილას უხსოვარ დროში ქალაქი ყოფი...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''პალიასტომის ტბა''' − ტბის ადგილას უხსოვარ დროში ქალაქი ყოფილა აშენებული, ქალაქში [[ეკლესია]] მდგარა, სადაც [[ანდრია პირველწოდებული]]ს ხელით მოტანილი ღვთისმშობლის ხატი ესვენა. ქალაქის მცხოვრებნი იმდეთად გაამპარტავნდნენ, რომ არ ერიდებოდნენ ეკლესიის სიწმიდეს და შიგ ეკლესიაში ცხენებზე ამხედრებულნი შედიოდნენ. სასჯელი რომ თავიდან აეცილებინა მათთვის, [[ღმერთი|ღმერთმა]] ეკლესიის შესასვლელი ისე დაადაბლა, რომ ცხენებით ვეღარ შესულიყვნენ ეკლესიაში. ახლა ცხენებს ეკლესიის კედლებთან ტოვებდნენ, მაგრამ შესვლისას ქედს მაინც არ იხრიდნენ. წვებოდნენ, ჯერ ფეხებს შედგამდნენ, მერე კი ტანსაც შეიტანდნენ. რომ ვერაფრით ასწავლა მორჩილება და ქედის მოდრეკა ხალხს, ღმერთმა გადაწყვიტა წყლით დაეფარა პალიასტომი. | + | '''პალიასტომის ტბა''' − ფაოთის ახლოს მდებარე დიდი ტბა. მის წარმოშობაზე არსებობს მრავალ ვარიანტად გავრცელუბული ლეგენდა: ტბის ადგილას უხსოვარ დროში ქალაქი ყოფილა აშენებული, ქალაქში [[ეკლესია]] მდგარა, სადაც [[ანდრია პირველწოდებული]]ს ხელით მოტანილი ღვთისმშობლის ხატი ესვენა. ქალაქის მცხოვრებნი იმდეთად გაამპარტავნდნენ, რომ არ ერიდებოდნენ ეკლესიის სიწმიდეს და შიგ ეკლესიაში ცხენებზე ამხედრებულნი შედიოდნენ. სასჯელი რომ თავიდან აეცილებინა მათთვის, [[ღმერთი|ღმერთმა]] ეკლესიის შესასვლელი ისე დაადაბლა, რომ ცხენებით ვეღარ შესულიყვნენ ეკლესიაში. ახლა ცხენებს ეკლესიის კედლებთან ტოვებდნენ, მაგრამ შესვლისას ქედს მაინც არ იხრიდნენ. წვებოდნენ, ჯერ ფეხებს შედგამდნენ, მერე კი ტანსაც შეიტანდნენ. რომ ვერაფრით ასწავლა მორჩილება და ქედის მოდრეკა ხალხს, ღმერთმა გადაწყვიტა წყლით დაეფარა პალიასტომი. |
ამ ქალაქში ერთადერთი კაცი იყო ღვთისმოსავი, სახელად კიკო. ღმერთი გამოეცხადა მას სიზმრად და გაუმხილა თავისი განზრახვა: აიღე ღვთისმშობლის ხატი და წაიღე შემოქმედში, რადგან ქალაქი პალიასტომი უნდა დაიღუპოსო. ასეც მოიქცა კიკო: გამოიტანა ხატი ეკლესიიდან და, ქალაქს გასცილდა თუ არა, ღმერთმა [[წარღვნა]] მოუვლინა პალიასტომს და დატბორა. ასე გაჩნდა აქ ტბა. კიკო, უფლის ბრძანებისამებრ, წავიდა შემოქმედში და იქ დამკვიდრდა. ამის შემდეგ უფალმა ბახვში მიავლინა იგი. კიკოც წავიდა ბახვში და იქაურ ეკლესიაში დაასვენა ღვთისმშობლის ხატი. | ამ ქალაქში ერთადერთი კაცი იყო ღვთისმოსავი, სახელად კიკო. ღმერთი გამოეცხადა მას სიზმრად და გაუმხილა თავისი განზრახვა: აიღე ღვთისმშობლის ხატი და წაიღე შემოქმედში, რადგან ქალაქი პალიასტომი უნდა დაიღუპოსო. ასეც მოიქცა კიკო: გამოიტანა ხატი ეკლესიიდან და, ქალაქს გასცილდა თუ არა, ღმერთმა [[წარღვნა]] მოუვლინა პალიასტომს და დატბორა. ასე გაჩნდა აქ ტბა. კიკო, უფლის ბრძანებისამებრ, წავიდა შემოქმედში და იქ დამკვიდრდა. ამის შემდეგ უფალმა ბახვში მიავლინა იგი. კიკოც წავიდა ბახვში და იქაურ ეკლესიაში დაასვენა ღვთისმშობლის ხატი. | ||
12:32, 22 სექტემბერი 2023-ის ვერსია
პალიასტომის ტბა − ფაოთის ახლოს მდებარე დიდი ტბა. მის წარმოშობაზე არსებობს მრავალ ვარიანტად გავრცელუბული ლეგენდა: ტბის ადგილას უხსოვარ დროში ქალაქი ყოფილა აშენებული, ქალაქში ეკლესია მდგარა, სადაც ანდრია პირველწოდებულის ხელით მოტანილი ღვთისმშობლის ხატი ესვენა. ქალაქის მცხოვრებნი იმდეთად გაამპარტავნდნენ, რომ არ ერიდებოდნენ ეკლესიის სიწმიდეს და შიგ ეკლესიაში ცხენებზე ამხედრებულნი შედიოდნენ. სასჯელი რომ თავიდან აეცილებინა მათთვის, ღმერთმა ეკლესიის შესასვლელი ისე დაადაბლა, რომ ცხენებით ვეღარ შესულიყვნენ ეკლესიაში. ახლა ცხენებს ეკლესიის კედლებთან ტოვებდნენ, მაგრამ შესვლისას ქედს მაინც არ იხრიდნენ. წვებოდნენ, ჯერ ფეხებს შედგამდნენ, მერე კი ტანსაც შეიტანდნენ. რომ ვერაფრით ასწავლა მორჩილება და ქედის მოდრეკა ხალხს, ღმერთმა გადაწყვიტა წყლით დაეფარა პალიასტომი.
ამ ქალაქში ერთადერთი კაცი იყო ღვთისმოსავი, სახელად კიკო. ღმერთი გამოეცხადა მას სიზმრად და გაუმხილა თავისი განზრახვა: აიღე ღვთისმშობლის ხატი და წაიღე შემოქმედში, რადგან ქალაქი პალიასტომი უნდა დაიღუპოსო. ასეც მოიქცა კიკო: გამოიტანა ხატი ეკლესიიდან და, ქალაქს გასცილდა თუ არა, ღმერთმა წარღვნა მოუვლინა პალიასტომს და დატბორა. ასე გაჩნდა აქ ტბა. კიკო, უფლის ბრძანებისამებრ, წავიდა შემოქმედში და იქ დამკვიდრდა. ამის შემდეგ უფალმა ბახვში მიავლინა იგი. კიკოც წავიდა ბახვში და იქაურ ეკლესიაში დაასვენა ღვთისმშობლის ხატი.