რუსთაველი შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შოთა რუსთაველი“ გადაიტანა გვერდზე „რუსთაველი შოთა“ გადამისამ...)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Shota rustaveli.PNG|მარჯვნივ|წარწერის ტექსტი]]
+
[[ფაილი:Shota rustaveli.PNG|მარჯვნივ|200პქ|წარწერის ტექსტი]]
 
'''რუსთაველი შოთა''' – (1164 – 12??), შოთა რუსთაველი, თქვენს ხელთ არსებული წიგნის შემდგენლის აზრით, დაბადებულია 1164 წლის აგვისტოში და მას საამისოდ გარკვეული არგუმენტები გააჩნია; ეს თარიღიც საეჭვოა, რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა – 1160 ან 1166, რაც სხვა მკვლევართა მოსაზრებებს ემყარება. შოთა რუსთველის ბიოგრაფია სრულიად პირობითია და მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შემსწავლელთა ვარაუდებს ეფუძნება... გთავაზობთ ერთ მათგანს, რომელიც მეტნაკლებად
 
'''რუსთაველი შოთა''' – (1164 – 12??), შოთა რუსთაველი, თქვენს ხელთ არსებული წიგნის შემდგენლის აზრით, დაბადებულია 1164 წლის აგვისტოში და მას საამისოდ გარკვეული არგუმენტები გააჩნია; ეს თარიღიც საეჭვოა, რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა – 1160 ან 1166, რაც სხვა მკვლევართა მოსაზრებებს ემყარება. შოთა რუსთველის ბიოგრაფია სრულიად პირობითია და მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შემსწავლელთა ვარაუდებს ეფუძნება... გთავაზობთ ერთ მათგანს, რომელიც მეტნაკლებად
 
მისაღებია:
 
მისაღებია:

16:02, 22 სექტემბერი 2023-ის ვერსია

წარწერის ტექსტი

რუსთაველი შოთა – (1164 – 12??), შოთა რუსთაველი, თქვენს ხელთ არსებული წიგნის შემდგენლის აზრით, დაბადებულია 1164 წლის აგვისტოში და მას საამისოდ გარკვეული არგუმენტები გააჩნია; ეს თარიღიც საეჭვოა, რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა – 1160 ან 1166, რაც სხვა მკვლევართა მოსაზრებებს ემყარება. შოთა რუსთველის ბიოგრაფია სრულიად პირობითია და მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შემსწავლელთა ვარაუდებს ეფუძნება... გთავაზობთ ერთ მათგანს, რომელიც მეტნაკლებად მისაღებია:

პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს. XII–XIII სს. მსოფლიოს უდიდესი ჰუმანისტი პოეტი. ჩვენამდე მოღწეულია მისი ერთადერთი პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომელშიც გამოხატულია ქართველი ერის უმშვენიერესი მისწრაფებანი, უმაღლესი იდეალები.

შოთა რუსთველის ბიოგრაფიული ცნობები თითქმის არაა შემორჩენილი, მაგრამ მრავალი ხალხური და ლიტერატურული გადმოცემის თუ სამეცნიერო ჰიპოთეზის მიხედვით მკვლევრები ასკვნიან, რომ „ვეფხისტყაოსანის“ ავტორი, სახელად შოთა, თამარ მეფის თანამედროვე, დიდგვაროვანი პირი, იყო ჰერეთის ან მესხეთის რუსთავის მფლობელი (აქედან ზედწოდება - რუსთაველი/რუსთველი), საქართველოს სამეფო კარის მეჭურჭლეთუხუცესი. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიწურულს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ არის გამორიცხული, რომ იგი, სამეფო კართან თუ სასულიერო პირებთან დაპირისპირების გამო, აიძულეს, რომ სამშობლო დაეტოვებინა და უცხოეთში გადახვეწილიყო, სადაც მან ხანდაზმულობაში შეაკეთებინა იერუსალიმის ქართული ჯვრის მონასტერი და მოახატვინა სვეტები. ამ დამსახურების აღსანიშნავად მონასტრის სააღაპე წიგნში შეიტანეს მისი სახელი, ხოლო მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე, მაქსიმე აღმსარებლისა და იოანე დამასკელის ფრესკათა შორის, მისი სურათი გამოსახეს.

ვარაუდობენ, რომ „ვეფხისტყაოსანი“ 1189-1207 წლებშია დაწერილი. მასში ასახულია მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეების საქართველოს სინამდვილე.


ავთანდილის ანდერძი
დაჯდა წერად ანდერძისა, საბრალოსა საუბრისად:
„ჰე მეფეო, გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად!
ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცხლთა მომდებრისად;
შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთეებრისად.
ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა განზრახულსა.
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა;
მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა:
„სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“.
რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა,
მე რად გავწირო მოყვარე, ძმა, უმტკიცესი ძმობისა?!
არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილასოფოსთა ბრძნობისა!
მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.
წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ?
ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ.
„სიყვარული აღგვამაღლებს“, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ,
შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!
ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად,
ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად,
ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად,
იგი გაჰხდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.
მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების,
თვალთა ტურფა საჭვრეტელი ყველა რამე ეშვდინების;
მე ვით გავსძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების!
რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა.
ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა;
აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა,
სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა!
არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა;
არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;
წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა,
არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.
რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად,
გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად;
თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლა-მრავლად;
მას რა ვარგო, დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად.
მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა!
მეფეო, ნუთუ წასლვამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა?
ვერ ვეცრუვები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა,
პირის-პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.
არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;
ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!
ვერ ვეცრუვები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა.
რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა!
რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა,
შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!
კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭელსა?
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!
ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!
მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენდა კადრებად ამისად:
სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად;
მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად,
თუ ვერა გნახე ცოცხალმან, სიცოცხლე გქონდეს ჟამისად.
თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან,
ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან,
ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, –
მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე-მლმობელმან.
მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები,
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,
შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არას მქონები:
მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.
რაცა თქვენთვის არ ვარგ იყოს საჭურჭლესა დასადებლად,
მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად;
ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად!
შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად.
ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის,
ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს, არ გეთნევის,
არას არგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის,
შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის!
გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა, –
ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა, –
ნუგეშინის-ეც წყალობით, ჩემგან წყალობა-ჩვეულსა,
ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.
გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა.
აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წავე გულითა ხელითა!
ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა,
სუფევითამც ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!
მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა,
უთხრა: „ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა,
შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა“.
მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები