მარტვირი საბაწმიდელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „საბაწმიდელი მარტვირი“ გადაიტანა გვერდზე „[[მარტვირი საბაწმიდელ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მარტვირი ქართველი“ გადაიტანა გვერდზე „მარტვირი საბაწმიდელი“ ...) |
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) |
მიმდინარე ცვლილება 15:27, 28 სექტემბერი 2023 მდგომარეობით
მარტვირი საბაწმიდელი (ქართველი) – (VI ს-ის მეორე ნახევარი — VII ს-ის პირველი ნახევარი) მწერალი, საეკლესიო მოღვაწე (პალესტინის საბას ლავრის მამასახლისი). მისი სახელით ცნობილია მისტიკურ-ასკეტიკური თხზულება „სინანულისათვის და სიმდაბლისა“. კ. კეკელიძე ამ ნაშრომს ორიგინალურ თხზულებად მიიჩნევს, ჟ. გარიტისა და ა. ჰალექსის თვალსაზრისით, იგი წარმოადგენს VII ს. პირველი ნახევრის სირიელი მწერლის მარტვირი საჰდონას „სრულქმნილების“ მეორე ნაწილის VII—XII თავების ექსცერპტს. მარტვირი საბაწმიდელი ასკეტიზმის იმ მიმართულების მიმდევარია, რომელსაც პრაქტიკულ-რეალური შეიძლება ვუწოდოთ. მისი მოღვაწეობა დადასტურებაა სირიულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობებისა VII საუკუნეში.
[რედაქტირება] ტექსტი
- „მამათა სწავლანი“, 1956, გვ. 166-182.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- კ. კეკელიძე, მარტვირი ქართველი, ეტიუდები, XII, 1974, გვ. 233-278.