კოლინეარობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კოლინეარობა''' – ლათ. „c“, „co“ – ერთად, linearus – „წრფივი“. სიტყვასი...) |
|||
ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[კატეგორია:მათემატიკა]] | [[კატეგორია:მათემატიკა]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ალგებრა]] |
13:45, 2 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
კოლინეარობა – ლათ. „c“, „co“ – ერთად, linearus – „წრფივი“. სიტყვასიტყვით ნიშნავს „თანაწრფივობას“.
ჰამილტონმა თავის ვექტორულ აღრიცხვაში (1843) შემოიღო სახელწოდება termino-collinear ისეთი ვექტორებისათვის, რომელთაც აქვთ საერთო სათავე და ბოლოები მდებარეობენ ერთ წრფეზე. ეს სახელი გაამარტივა გიბსმა, რომლის წყალობითაც ტერმინი „კოლინეარობა“ შევიდა ვექტორულ ალგებრაში (1901 წელს). მანამდე, დაახლოებით 20 წლის განმავლობაში, გიბსი ამ ტერმინს იყენებდა თავის ლექციებზე (იხ. კოლინეაცია).