შირიმშო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''შირიმშო''' – საბავშვო თამაშობა. წარმომავლობა და თავდაპირვე...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II]] | [[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II]] | ||
| − | [[კატეგორია:საბავშვო | + | [[კატეგორია:საბავშვო თამაშები]] |
01:48, 3 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
შირიმშო – საბავშვო თამაშობა. წარმომავლობა და თავდაპირველი მნიშვნელობა დაუდგენელია. ფიქსირებულია 1968 წელს სოფელ დიდაჭარაში და 1969 წელს – ვერხვნალში (ხულოს რ.).
წილისყრის შემდეგ ერთი მოთამაშე მიწაზე წვება, ფეხებს მაღლა აიშვერს და ფეხებზე თავშალს შემოახვევენ. პირს გაუკეთებენ, ხელში ჯოხებს მისცემენ და ზედ კაბას გადმოაცვამენ. ჯოხები ვითომ ხელებია. მერე მიუმღერებენ:
- – შირიმშო! ესკერობა მოსულა,
- ესკერს კრეფენ, მიჰყავანო,
- ენი ქმარიც მიჰყავანო,
- იტირე, იტირეო! –
ისიც გადაბრუნდება და ტირის. ან: შენი ქმარი არ მიჰყავანო! – და, -ჰა-პა -ჰა-ჰა! – გაიცინებს. 1969 წელს ჩაწერილი ტექსტი „რძალ–დედამთილიანის“ ციკლისაა ეუბნებიან, – დედამთილი გიკვდებაო! – იცინის, – გირჩებაო, – ტირის. თამაში სალაღობო შესაქცევარია.
ნ. ცქიტიშვილი