ელიგულაშვილი იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 12: ხაზი 12:
 
გერმანული [[არმია|არმიის]] მიერ საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში (1940-1944), გავლენიან ქართველ ემიგრანტებთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველი ებრაელების გადარჩენაში, რომლებსაც ნაცისტური [[რეჟიმი|რეჟიმის]] პირობებში უეჭველი დაღუპვა ემუქრებოდათ. [[კანდელაკი კონსტანტინე (1883-1959)|კ. კანდელაკის]] შეფასებით: „იოსებმა მოახერხა მთელი ქართული ემიგრაციის ერთსულოვნათ ქართველ ებრაელების გადარჩენით დაინტერესება და... რამდენიმე ასეული... სიკვდილს გადაარჩინა. ამ საქმემ დიდათ ასწია მისი პრესტიჟი უცხოელ ებრაელთა თვალში და საქართველოსაც ახალი სიმპატიები შესძინა“. გარდაიცვალა და დაკრძალულია პარიზში, ბანიოს სასაფლაოზე, სადაც არაერთი ქართველი ემიგრანტი განისვენებს. დაკრძალვისას სიტყვა წარმოთქვეს პარიზის [[რაბინი|რაბინმა]] და ქართული კოლონიის წარმომადგენლებმა: კ. კანდელაკმა, ვ. ინწკირველმა და ვ. ჩუბინიძემ, რომლებმაც განსვენებულის მოღვაწეობას მაღალი შეფასება მისცეს. მისი ხსოვნისადმი ქართული პოლიტიკური ემიგრაციის პატივისცემის გამოხატულებად იქცა მისი გარდაცვალების 10 წლისთავზე პარიზში გადახდილი სამოქალაქო [[პანაშვიდი]] და სამგლოვიარო სხდომა.
 
::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''ნიკო ჯავახიშვილ'''''
+
'''''ნიკო ჯავახიშვილ'''''
  
==ლიტერატურა==  
 
==ლიტერატურა==  
ხაზი 23: ხაზი 23:
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია: ქართველი პოლიტიკოსები]]
+
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკური მოღვაწენი]]  
 
[[კატეგორია: ქართველი  ფინანსისტები]]
 
[[კატეგორია: ქართველი  ფინანსისტები]]
 
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
ხაზი 30: ხაზი 30:
 
[[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრები‏‎]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრები‏‎]]
 
[[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 
[[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 +
[[კატეგორია:ელიგულაშვილები]]

მიმდინარე ცვლილება 00:01, 5 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

იოსებ ელიგულაშვილი

ელიგულაშვილი იოსებ არონის ძე - (12.XI.1890, ქუთაისი - 20.X.1952, პარიზი) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მოღვაწე.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა ქართველი ებრაელის, ქუთაისის პირველი გილდიის ვაჭრისა და მეცენატის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და მოსკოვის კომერციული ინსტიტუტი. ჩაება ოჯახის კომერციულ საქმიანობაში. სტუდენტობის პერიოდში გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის (მენშევიკური მიმართულება) წევრი.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. იყო საგარეო ვაჭრობის კომიტეტის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. მისი ფაქსიმილე დაფიქსირებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე. შედიოდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაგზავნილი სამთავრობო დელეგაციების შემადგენლობაში, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით საგარეო ვალის აღებას ცდილობდნენ. 1920 წლის აგვისტოში დაინიშნა საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკურ წარმომადგენლად (აგენტად) პარიზსა და როტერდამში, რის გამოც გათავისუფლდა დამფუძნებელი კრების წევრობიდან.

საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალების დამოუკიდებელ საქართველოში შემოჭრისას დაინიშნა ქვეყნის ეროვნული საგანძურის მცველის, ექვთიმე თაყაიშვილის, თანაშემწედ, რომელიც აღიარებდა მის უდიდეს დამსახურებას აღნიშნული ფასეულობის გადარჩენაში. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მთავრობის წევრთა ნაწილთან ერთად, ემიგრაციაში გაიხიზნა. ცხოვრობდა საფრანგეთში. ერთგულად ემსახურებოდა თან წაღებული ეროვნული განძის დაცვა-გადარჩენას. მისი ხელშეწყობით, საქართველოს დევნილმა მთავრობამ შეიძინა პარიზთან ახლოს, დაბა ლევილში მდებარე მამული და სასახლე (1922), რომელმაც უდიდესი სამსახური გაუწია ქართულ ემიგრაციას. იყო ემიგრანტ ქართველ ებრაელთა ასოციაციის თავმჯდომარე.

გერმანული არმიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში (1940-1944), გავლენიან ქართველ ემიგრანტებთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველი ებრაელების გადარჩენაში, რომლებსაც ნაცისტური რეჟიმის პირობებში უეჭველი დაღუპვა ემუქრებოდათ. კ. კანდელაკის შეფასებით: „იოსებმა მოახერხა მთელი ქართული ემიგრაციის ერთსულოვნათ ქართველ ებრაელების გადარჩენით დაინტერესება და... რამდენიმე ასეული... სიკვდილს გადაარჩინა. ამ საქმემ დიდათ ასწია მისი პრესტიჟი უცხოელ ებრაელთა თვალში და საქართველოსაც ახალი სიმპატიები შესძინა“. გარდაიცვალა და დაკრძალულია პარიზში, ბანიოს სასაფლაოზე, სადაც არაერთი ქართველი ემიგრანტი განისვენებს. დაკრძალვისას სიტყვა წარმოთქვეს პარიზის რაბინმა და ქართული კოლონიის წარმომადგენლებმა: კ. კანდელაკმა, ვ. ინწკირველმა და ვ. ჩუბინიძემ, რომლებმაც განსვენებულის მოღვაწეობას მაღალი შეფასება მისცეს. მისი ხსოვნისადმი ქართული პოლიტიკური ემიგრაციის პატივისცემის გამოხატულებად იქცა მისი გარდაცვალების 10 წლისთავზე პარიზში გადახდილი სამოქალაქო პანაშვიდი და სამგლოვიარო სხდომა.

ნიკო ჯავახიშვილ

[რედაქტირება] ლიტერატურა

გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. II, თბ., 1993.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

იოსებ ელიგულაშვილი

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები