კურდანაი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]] | * [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]] | ||
[[კატეგორია: ქართული მწერლობა]] | [[კატეგორია: ქართული მწერლობა]] | ||
| − | [[კატეგორია:ჰიმნოგრაფები]] | + | [[კატეგორია:ქართველი ჰიმნოგრაფები]] |
[[კატეგორია: ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია: ქართველი პოეტები]] | ||
11:53, 6 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
კურდანაჲ — (X ს.) ჰიმნოგრაფი, პ. ინგოროყვას აზრით, მესხეთის ჰიმნოგრაფიული სკოლის წარმომადგენელი ბერად აღკვეცის შემდგომ კვირიკედ იწოდება. 70-იან წლებში მიდის სინას მთაზე. 977 წელს გადანუსხა პავლეს ეპისტოლენი და „მოციქულთაჲ“, რომელთა ანდერძშიაც მოიხსენება, როგორც კვირიკე-კურდანა. უკანასკნელი კვლევა-ძიებით (ლ. ჯღამაია), კვირიკე-კურდანა უნდა იყოს სინას მთაზე საბაწმიდიდან მოსული კვირიკე სოხასტერელი. მიქელ მოდრეკილის კრებულში შესულია კურდანაჲს „დასდებელნი წმიდისა აღდგომისანივე“, რომლის კიდურწერილობაა „კურდანაჲ“.
ტექსტი
- პ. ინგოროყვა, ძველი ქართული სასულიერო პოეზია, გვ. რ¡დ-რ¡ე; ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, 1945, გვ. 348-349.
ლიტერატურა
- პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, III, 1965, გვ. 348.
- ლ. ჯღამაია, მეათე საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფები, „მაცნე“, 1973, N4, გვ. 56-59.