ციციშვილი ნოდარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნოდარ ციციშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ციციშვილი ნოდარ“ გადამის...)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ციციშვილი ნოდარ''' − მე-17-18 საუკუნეების პოეტი. პოეტის მამა დიდ როლს თამაშობდა XVII ს. ირან-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობაში, თავად პოეტიც ერთხანს [[ირანი|ირანში]] მოხვედრილა, სადაც ძირფესვიანად გასცნობია სპარსული მწერლობის საუკეთესო ნიმუშებს. მას ეკუთვნის ვრცელი პოემა „ბარამგურიანი” ანუ „დიდი ბარამიანი”, რომელიც როსტომ მეფის მეუღლეს, დიდ მეცენატს მარიამ დედოფალს მიუძღვნა. მასში. კერძოდ აღმოსავლეთში ფართოდ გავრცელებული სიუჟეტის (სასანიანთა მეფის ბარამ გურისა და შვიდი მზეთუნახავის თავგადასავალი) ქართული ვერსიაა აღწერილი. პოემა დაწერილია შაირით, იგრძნობა [[რუსთველი შოთა|რუსთველის]] დიდი გავლენა.
+
'''ციციშვილი ნოდარ''' (XVII ს.) — პოეტი, საზოგადო მოღვაწე. [[ქართლი|ქართლის]] ძლიერი ფეოდალის ფარსადანის ვაჟი. [[თეიმურაზ პირველი|თეიმურაზ პირველთან]] ერთად იბრძოდა სპარსთა უღლისგან ქვეყნის განთავისუფლებისთვის, მონაწილეობდა როსტომ მეფის საწინააღმდეგო შეთქმულებაში. 60-იან წლებში შექმნა „[[ბარამგურიანი|ბარამგურიანის]]“ ქართული ვერსია. ავტორი შესავალში უთითებს იმ ლიტერატურულ წყაროებს, რომლებსაც იცნობდა თუ იყენებდა. აქ დასახელებულ პოეტთაგან სამს (ნიზამის, ხოსრო დეჰლევის, ნავოის) მართლაც ეკუთვნის [[სასანიანები|სასანიანთა]] დინასტიის ცნობილი წარმომადგენლის ბაჰრამ-გურის (V ს.) სამიჯნურო თავგადასავლის შესახებ დაწერილი თხზულება. რაც შეეხება ჯამის, მის პოემათა კრებულში „აფთ ოურანგ“ („შვიდი ტახტრევანი“) „ბაჰრამ-გური“ არ შედის. ციციშვილისეული თარგმანის აღმოსავლელ ავტორთა პოემებთან შედარებისას ირკვევა, რომ ქართული ვერსია უშუალოდ არ მისდევს ერთ რომელსამე მათგანს. ზოგი [[არაკი|არაკის]] მიხედვით იგი ნიზამის „ჰაფთ ფაიქარს“ („შვიდი მზეთუნახავი“) უახლოვდება, ზოგი არაკისა და განსაკუთრებით [[სიუჟეტი|სიუჟეტური]] ჩარჩოს მიხედვით კი — ნავოის „საბყაი საიარას“ („შვიდი მნათობი“). მაგრამ მთლიანობაში აღებული ქართული „[[ბარამგურიანი]]“ გაცილებით დამოუკიდებელ იერს ატარებს, ვიდრე ამ თემის მრავალრიცხოვანი აღმოსავლური დამუშავება (თუმცა ეს უკანასკნელნი სრული სახით არ შესწავლილან და არ შედარებულან ქართულ ტექსტთან. ამდენად, გამორიცხული არ არის დღესდღეობით უცნობი სპარსული წყაროს არსებობა). [[ციციშვილი ნოდარ|ნ. ციციშვილის]] პოემამ თანამედროვეთა მაღალი შეფასება დაიმსახურა (არჩილი: „ფარსადანის ძემ ნოდარ თქვა ქება კარგა ბარამ გურის“), რასაც ხელი შეუწყო ქართული ვერსიის მხატვრულმა ღირსებამ, განპირობებულმა „[[რუსთაველი შოთა|ვეფხისტყაოსნის]]“ შემოქმედებითი ათვისებით. ნ. ციციშვილი მარჯვედ იყენებს და ახლებურ იერს აძლევს ნაცნობ პოეტურ სახეებს („ორგნითვე იწყეს დადენა ბროლ-ლალმან, ვარდმან, იამან, იტვირთნა ცვარნი ობოლნი სადაფთა კარმან ღიამან“). ამდენად, „ბარამგურიანი“ თავისი ეპოქის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ფაქტია. ტექსტი 1930 წ. გამოიცა სათაურით „შვიდი მთიები“ („ბარამგურიანი“). 1975 წ. მოსკოვში გამოქვეყნდა ზუსტი რუსული ბწკარედი, შესრულებული ბ. რუდენკოს მიერ. იხ. აგრეთვე „ბარამგურიანი“.
  
  
 +
==ლიტერატურა==
 +
* ა. ბარამიძე, სპარსულ-ქართული ლიტერატურული ურთიეროთობანი თეიმურაზის შემდეგ. წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, 11, 1966.
  
:: * * * (''„ბარამგურიანიდან”'')
+
==წყარო==
 +
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]
  
 
+
[[კატეგორია: ძველი ქართული მწერლობა]
::სიბრძნე ბაღია კაცისა,
+
[[კატეგორია: ქართველი პოეტები]]
::ხე-ხშირი, მსხმოვიარები,
+
::ბაღისა ვარდი ლექსია,
+
::მკითხველნი − მობაღნარები;
+
::იტყვის ყოველი მოლხინე,
+
::ყრმა ვინ არს, თუნდა ბერები:
+
::„ბაღჩათა შიგან ამოვა
+
::ყვავილი ფერად-ფერები”.
+
::რას ვაგრძელებ? არას მარგებს
+
::მელექსეთა ცუდთა დევნა,
+
::რადგან ვსთხოვე შემოქმედსა
+
::ლექსთა თქმისა მე შეწევნა,
+
::აწღა უნდა ენა-ტკბილად
+
::მრავალ-გვართა ლექსთა ლევნა,
+
::ამო არის სასმენელად
+
::მიჯნურთ შეყრა, კოცნა, ხვევნა.
+
 
+
 
+
==წყარო==
+
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
+
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
+
 
[[კატეგორია:ციციშვილები]]
 
[[კატეგორია:ციციშვილები]]

15:21, 6 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

ციციშვილი ნოდარ (XVII ს.) — პოეტი, საზოგადო მოღვაწე. ქართლის ძლიერი ფეოდალის ფარსადანის ვაჟი. თეიმურაზ პირველთან ერთად იბრძოდა სპარსთა უღლისგან ქვეყნის განთავისუფლებისთვის, მონაწილეობდა როსტომ მეფის საწინააღმდეგო შეთქმულებაში. 60-იან წლებში შექმნა „ბარამგურიანის“ ქართული ვერსია. ავტორი შესავალში უთითებს იმ ლიტერატურულ წყაროებს, რომლებსაც იცნობდა თუ იყენებდა. აქ დასახელებულ პოეტთაგან სამს (ნიზამის, ხოსრო დეჰლევის, ნავოის) მართლაც ეკუთვნის სასანიანთა დინასტიის ცნობილი წარმომადგენლის ბაჰრამ-გურის (V ს.) სამიჯნურო თავგადასავლის შესახებ დაწერილი თხზულება. რაც შეეხება ჯამის, მის პოემათა კრებულში „აფთ ოურანგ“ („შვიდი ტახტრევანი“) „ბაჰრამ-გური“ არ შედის. ციციშვილისეული თარგმანის აღმოსავლელ ავტორთა პოემებთან შედარებისას ირკვევა, რომ ქართული ვერსია უშუალოდ არ მისდევს ერთ რომელსამე მათგანს. ზოგი არაკის მიხედვით იგი ნიზამის „ჰაფთ ფაიქარს“ („შვიდი მზეთუნახავი“) უახლოვდება, ზოგი არაკისა და განსაკუთრებით სიუჟეტური ჩარჩოს მიხედვით კი — ნავოის „საბყაი საიარას“ („შვიდი მნათობი“). მაგრამ მთლიანობაში აღებული ქართული „ბარამგურიანი“ გაცილებით დამოუკიდებელ იერს ატარებს, ვიდრე ამ თემის მრავალრიცხოვანი აღმოსავლური დამუშავება (თუმცა ეს უკანასკნელნი სრული სახით არ შესწავლილან და არ შედარებულან ქართულ ტექსტთან. ამდენად, გამორიცხული არ არის დღესდღეობით უცნობი სპარსული წყაროს არსებობა). ნ. ციციშვილის პოემამ თანამედროვეთა მაღალი შეფასება დაიმსახურა (არჩილი: „ფარსადანის ძემ ნოდარ თქვა ქება კარგა ბარამ გურის“), რასაც ხელი შეუწყო ქართული ვერსიის მხატვრულმა ღირსებამ, განპირობებულმა „ვეფხისტყაოსნის“ შემოქმედებითი ათვისებით. ნ. ციციშვილი მარჯვედ იყენებს და ახლებურ იერს აძლევს ნაცნობ პოეტურ სახეებს („ორგნითვე იწყეს დადენა ბროლ-ლალმან, ვარდმან, იამან, იტვირთნა ცვარნი ობოლნი სადაფთა კარმან ღიამან“). ამდენად, „ბარამგურიანი“ თავისი ეპოქის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ფაქტია. ტექსტი 1930 წ. გამოიცა სათაურით „შვიდი მთიები“ („ბარამგურიანი“). 1975 წ. მოსკოვში გამოქვეყნდა ზუსტი რუსული ბწკარედი, შესრულებული ბ. რუდენკოს მიერ. იხ. აგრეთვე „ბარამგურიანი“.


ლიტერატურა

  • ა. ბარამიძე, სპარსულ-ქართული ლიტერატურული ურთიეროთობანი თეიმურაზის შემდეგ. წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, 11, 1966.

წყარო

[[კატეგორია: ძველი ქართული მწერლობა]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები