თულაშვილი ანა
(ახალი გვერდი: ანა თულაშვილი '''თულაშვილი ანა ივანეს ას...) |
|||
ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
==იხილე აგრეთვე== | ==იხილე აგრეთვე== | ||
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/5307/ ანა თულაშვილი] | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/5307/ ანა თულაშვილი] | ||
+ | |||
+ | [[კატეგორია:პიანისტები]] |
12:05, 23 მაისი 2017-ის ვერსია
თულაშვილი ანა ივანეს ასული - (24. II. 1874, თბილისი, – 27. V. 1956, იქვე], ქართველი პიანისტი, გამოჩენილი პედაგოგი, ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1941), ა. მიზანდარის მოწაფე. თულაშვილი ერთხანს მეცადინეობდა თბილისში ნ. ნიკოლაევთან, შემდეგ კი 1894-იდან სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში (პროფ. დიმერთან) და ვენაში. 1903-იდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში, მონაწილეობდა კონცერტებში, როგოროც სოლისტი-ანსამბლისტი. 1917-დან იგი თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია (1925-იდან პროფესორი, პირველი ქართველი პროფესორი ქალი).
მოწაფეები: რ. კერერი, ვ. შიუკაშვილი, თ. ამირეჯიბი, ე. ექსანიშვილი, გ. ქავთარაძე, მ. ჩხეიძე, ო. ბარამიშვილი, ე. დავლიანიძე და სხვ. ავტორია მეთოდური ხასიათის შრომებისა პიანისტური ხელოვნების საკითხებზე.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")