იაშვილი ლუარსაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ლუარსაბ იაშვილი '''იაშვილი ლუარსაბ სეით...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლუარსაბ იაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „იაშვილი ლუარსაბ“)

12:46, 23 მაისი 2017-ის ვერსია

ლუარსაბ იაშვილი

იაშვილი ლუარსაბ სეითის ძე - (31. III. 1907, თბილისი, – 29. X. 1993, იქვე), ქართველი მევიოლინე და ალტისტი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1983). თბილისის კონსერვატორიის პროფესორი (1947-იდან).

1931 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ვ. ვილშუას სავიოლინო კლასი), 1932-35 სწავლობდა ლენინგრადის კონსერვატორიის ასპირანტურაში (ალტის კლასი, ხელმძღვანელი პროფ. ა. სოსინი). 1925-28 უკრავდა „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების“ ორკესტრში, 1928-45 იყო საქართველოს პირველი სიმებიანი კვარტეტის შემადგენლობაში (ალტი). როგორც სოლისტი და კონცერტმაისტერი სისტემატურად გამოდიოდა საქართველოს სახელმწიფო და რადიოს ორკესტრებში. 1935-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას კონსერვატორიაში და ცენტრალურ სამუსიკო ათწლედში. 1935 კონსერვატორიაში დააარსა სპეციალური ალტის კლასი. მისი მოწაფეები იყვნენ: ი. ლეუსი, ჰ. შავერდიანი, გ. მელიქიშვილი, თავისი ქალიშვილები – მარინე, ირინე და ნანა იაშვილები, ალტისტი ა. ბეგალიშვილი, კომპოზიტორები: რ. ლაღიძე, ი. გეჯაძე, შ. შილაკაძე და სხვ. 1967–74 იაშვილი მოღვაწეობდა ეგვიპტეში, ქ. კაიროს კონსერვატორიაში პედაგოგად. (გ. ტორაძე)



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

იხილე აგრეთვე

ლუარსაბ იაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები