ბეგიაშვილი არჩილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''არჩილ ბეგიაშვილი''' – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი(1966), პ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არჩილ ბეგიაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ბეგიაშვილი არჩილ“ გადამ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 16:21, 9 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

არჩილ ბეგიაშვილი – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი(1966), პროფესორი (1970), საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1995), დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1949), ასპირანტურის კურსი გაიარა მოსკოვში, სადაც მან საკანდიდატო დისერტაციაც დაიცვა. შემდეგ იგი დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ კი - განყოფილების გამგედ. ათ წელხე მეტხანს განაგებდა დიალექტიკური მატერიალიზმის (ამჟამად ფილოსოფიის) კათედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის დარგში ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიხებული საბჭოს თავმჯდომარე.

ა. ბეგიაშვილს ეკუთვნის მრავალი ნაშრომი ქართულ, რუსულ, ჩეხურ და ინგლისურ ენებზე. იგი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო მათ შორის, ვინც ჩვენს რესპუბლიკაში ხელი მოჰკიდა თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის კვლევას, დაწერა მნიშვნელოვანი მონოგრაფიები ამ თემაზე.

ა. ბეგიაშვილი ასაბუთებდა ფილოსოფიური შემეცნების განსაკუთრებულობას, მის პრინციპულ განსხვავებას სპეციალური მეცნიერებებისაგან. მას შემოაქვს მეტაფილოსოფიის ცნება (ეს ცნება დასავლეთის ფილოსოფიაშიც ფიგურირებს) რომლის სტრუქტურულ ელემენტებად თვლის ონტოლოგიასა და გნოსეოლოგიას, ამტკიცებდა, რომ ფილოსოფიის საგანია სამყარო, რომელშიც ადამიანს საკუთარი წესრიგი შეაქვს ონტოლოგიის საფუძველზე წარმოიშვა ფილოსოფიური ანთროპოლოგია, ხოლო გნოსეოლოგიის საფუძველხე - მეცნიერების ფილოსოფია. ერთიც და მეორეც მეტაფილოსოფიის სტრუქტურული ელემენტია. ფილოსოფიამ, ერთი მხრივ, უნდა იკვლიოს ადამიანის ადგილი სამყაროში, რაც ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საგანს წარმოადგენს, ხოლო, მეორე მხრიე, სპეციალურ-მეცნიერული ცოდნის ბუნება.

ა. ბეგიაშვილის კალამს ეკუთვნის გამოკვლევები ფილოსოფიისა და პოეზიის ურთიერთობის შესახებ, აგრეთვე მხატვრული ნაწარმოები „ფილოსოფიური მოთხრობები“.


[რედაქტირება] თხზულებები


[რედაქტირება] წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები