ბეჟანიშვილი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბეჟანიშვილი მიხეილ“ გადაიტანა გვერდზე „მიხეილ ბეჟანიშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მიხეილ ბეჟანიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ბეჟანიშვილი მიხეილ“ გ...)

16:29, 9 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

მიხეილ ბეჟანიშვილი – 1934, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), დაიბადა ქ. თბილისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1958). 1959 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ჯერ - უმცროსი მეცნიერი თანამშრომლის, შემდეგ - სწავლული მდივნის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, წამყვანი მეცნიერი თანამშრომლის, ლოგიკის „განყოფილების ხელმძღვანელისა და სამეცნიერო დარგში დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე. 2002 წლის იანვრიდან ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორია.

1966 წლიდან კითხულობს ლოგიკის სპეცკურსებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სისტემატურად მონაწილეობს ლოგიკოსთა საერთაშორისო კონგრესების, სიმპოხიუმებისა და სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში.

2002 წლიდან არის ჟურნალ, „მაცნეს“ ფილოსოფიის სერიის რედაქტორი. სამეცნიერო ინტერესებისა და კვლევის მთავარი სფეროა მათემატიკური ლოგიკა, ლოგიკის ფილოსოფია და ისტორია. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები