დვანაძე გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „დვანაძე გიორგი“ გადაიტანა გვერდზე „გიორგი დვანაძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გიორგი დვანაძე“ გადაიტანა გვერდზე „დვანაძე გიორგი“ გადამისამ...) |
23:05, 9 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
დვანაძე გიორგი (1829–1886) — პოეტი, დრამატურგი, თეატრალური მოღვაწე. გ. ერისთავის თეატრის მსახიობი და მასთან დაახლოებული პირი. 1875 წ. ცრუ ბრალდებით დააპატიმრეს და გადაასახლეს კურსკის გუბერნიაში. სამშობლოსკენ მომავალი გზად გარდაიცვალა. მისი ლექსები საიმდროოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა და უმეტესად ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა ხალხში. ზოგიერთი სიმღერადაც იქცა. რამდენიმე ლექსი დაიბეჭდა „ცისკარში“. ლექსები მეტწილად სატრფიალო ხასიათისაა და გამოხატავს პოეტის პესიმისტურ განწყობილებებს. გვხვდება პატრიოტული მოტივებიც. 1878 წ. ცალკე წიგნად გამოიცა გ. დვანაძის პოემა „ყარაბაღელი ყაჩაღი ასლან ბეგი“. რუსულიდან გადმოაკეთა პიესა „სახლი კუკიაში“, რომელიც იდგმებოდა 1852-53 წწ.
ლიტერატურა
- ლ. ნანიტაშვილი, ჟურნალ „ცისკრის“ პოეტები, 1967. [[1]]