ივერიელი ანთიმოზ
(ახალი გვერდი: '''წმ. ანთიმოზ ივერიელი''' - დაიბადა 1650 წ. დედას მარიამი ერქვა, მა...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''წმ. ანთიმოზ ივერიელი''' - დაიბადა 1650 წ. დედას მარიამი ერქვა, მამას - ივანე, ხოლო თვითონ მას - ანდრია. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ წარმოშობით იგი სამხრეთ საქართველოდან, კერძოდ, სოფელ უდედან იყო და მისი გვარი ხურციძე უნდა ყოფილიყო. 16 წლის ჭაბუკი ანთიმოზი სამშობლოდან მოიტაცეს და სტამბოლში გაყიდეს. იგი შეუსყიდია იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსს, თავისთან წაუყვანია და სასულიერო სასწავლებელში მიუბარებია. მალე დოსითეროსის ყურადღება მიიქცია ანთიმოზმა თავისი ბეჯითი სწავლით. იგი თურმე სულ ადვილად დაეუფლა სლავურ, ბერძნულ, არაბულ და რუმინულ ენებს. აქვე დოსითეოსთან ყოფნის დროს, შეისწავლა სასტამბო საქმეც. ანთიმოზი დოსითეოსთან დარჩა 1689 წლამდე. 1689 წელს უნგრო-ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრანკოვიანუმ მოსთხოვა პატრიარქს, სტამბის ოსტატი. დოსითეოსმა ანთიმოზ ივერიელი გაუგზავნა. | + | [[ფაილი:Antimoz iverieli.png|thumb|300პქ|წმიდა ანთიმოზ ივერიელი]] |
| + | '''წმ. ანთიმოზ ივერიელი''' - (სექტემბერი ან ოქტომბერი 1650 - 1716), [[ქართველები|ქართველი]] ღვთისმეტყველი, მწიგნობარი, უდიდესი საეკლესიო მოღვაწე, ბუქარესტის მიტროპოლიტი. | ||
| + | |||
| + | დაიბადა 1650 წ. დედას მარიამი ერქვა, მამას - ივანე, ხოლო თვითონ მას - ანდრია. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ წარმოშობით იგი სამხრეთ [[საქართველო|საქართველოდან]], კერძოდ, სოფელ უდედან იყო და მისი გვარი ხურციძე უნდა ყოფილიყო. 16 წლის ჭაბუკი ანთიმოზი სამშობლოდან მოიტაცეს და სტამბოლში გაყიდეს. იგი შეუსყიდია იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსს, თავისთან წაუყვანია და სასულიერო სასწავლებელში მიუბარებია. მალე დოსითეროსის ყურადღება მიიქცია ანთიმოზმა თავისი ბეჯითი სწავლით. იგი თურმე სულ ადვილად დაეუფლა სლავურ, ბერძნულ, არაბულ და რუმინულ ენებს. აქვე დოსითეოსთან ყოფნის დროს, შეისწავლა სასტამბო საქმეც. ანთიმოზი დოსითეოსთან დარჩა 1689 წლამდე. 1689 წელს უნგრო-ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრანკოვიანუმ მოსთხოვა პატრიარქს, სტამბის ოსტატი. დოსითეოსმა ანთიმოზ ივერიელი გაუგზავნა. | ||
ანთიმოზის სასტამბო მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობა 1692 წლით თარიღდება. ამ წელს ბუქარესტში დაბეჭდილ ერთ-ერთ საეკლესიო წიგნზე აღნიშნულია, რომ ის დაიბეჭდა ანთიმოზ ივერიელის მიერ. | ანთიმოზის სასტამბო მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობა 1692 წლით თარიღდება. ამ წელს ბუქარესტში დაბეჭდილ ერთ-ერთ საეკლესიო წიგნზე აღნიშნულია, რომ ის დაიბეჭდა ანთიმოზ ივერიელის მიერ. | ||
| ხაზი 13: | ხაზი 16: | ||
1708 წელს ანთიმოზს მიანიჭეს მიტროპოლიტის ხარისხი. იმავე წელს იგი თავის სტამბიანად რიმნიკიდან ტირგოვიშტეში გადასახლდა. | 1708 წელს ანთიმოზს მიანიჭეს მიტროპოლიტის ხარისხი. იმავე წელს იგი თავის სტამბიანად რიმნიკიდან ტირგოვიშტეში გადასახლდა. | ||
| − | მიმოიხილავს რა ანთიმოზის მოღვაწეობას ერთ-ერთი ბიოგრაფი წერს: | + | მიმოიხილავს რა ანთიმოზის მოღვაწეობას ერთ-ერთი ბიოგრაფი წერს: ''„ანთიმოზი არ დაკმაყოფილებულა თავის გარშემო შეკრებილთათვის სათნოების და კეთილი საქმეების მაგალითის მიცემით. მან ყურადღება მიაქცია თავის თანამემამულეებს, მოისურვა მათთვისაც სტამბის დაარსება“''. |
| − | პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი 1629 წლით თარიღდება. ეს იყო იტალიაში გამოცემული ქართულ-იტალიური ლექსიკონი და ქართული ანბანი ლოცვებითურთ. | + | პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი 1629 წლით თარიღდება. ეს იყო იტალიაში გამოცემული ქართულ-იტალიური ლექსიკონი და ქართული ანბანი ლოცვებითურთ. [[არჩილ მეფე|არჩილ მეფემ]] დიდი საფასურის გაღებით ქართული შრიფტი ამსტერდამში ჩამოასხმევინა და მოსკოვში ყოფნისას 1705 წელს დაბეჭდა წიგნი „დავითნი“, მაგრამ ეს წამოწყება დღემოკლე აღმოჩნდა. ვახტანგ VI-მ მრავალ საშუალებას მიმართა, რომ საქართველოში სტამბის გამართვის სპეციალისტი ჩამოეყვანა. იგი ბოლოს დაუკავშირდა ცნობილ ქართველ სასულიერო მოღვაწეს ანთიმოზ ივერიელს, რომელიც გულთბილად გამოეხმაურა ვახტანგის თხოვნას საქართველოში სტამბის მოწყობის შესახებ და თავისი მოწაფე, უნგრელი მიხაილ იშტვანოვიჩი გამოგზავნა. ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი მარტო სპეციალისტის გამოგზავნით არ ამოიწურება. მას სხვა საქმეც გაუკეთებია: სტამბის მოწყობილობის, წიგნის გასაფორმებელი ხელსაწყოების, შრიფტისა და სხვა „წვრილმანის“ გამოგზავნის ინიციატორიც ყოფილა. |
| − | ქართული სტამბა 1708-1709 წლებში მოეწყო. სტამბისთვის მეფის სასახლესთან სპეციალური „სახლები“ ააგეს ანჩისხატისა და სიონის ტაძრებს შორის. 1706 წელს ამ სტამბაში ანთიმოზ ივერიელის მიერ შექმნილი ქართული შრიფტით დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი - „სახარება“. ვახტანგ VI-მ სახარების ერთი ცალი გაუგზავნა ანთიმოზ ივერიელს, რომელმაც იგი ოქროს ყდაში ჩასვა და ვლახეთის მმართველ კონსტანტინე ბრანკუვიანოს მიართვა. სახარებას | + | ქართული სტამბა 1708-1709 წლებში მოეწყო. სტამბისთვის მეფის სასახლესთან სპეციალური „სახლები“ ააგეს [[ანჩისხატის ეკლესია|ანჩისხატისა]] და სიონის ტაძრებს შორის. 1706 წელს ამ სტამბაში ანთიმოზ ივერიელის მიერ შექმნილი ქართული შრიფტით დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი - „სახარება“. ვახტანგ VI-მ სახარების ერთი ცალი გაუგზავნა ანთიმოზ ივერიელს, რომელმაც იგი ოქროს ყდაში ჩასვა და ვლახეთის მმართველ კონსტანტინე ბრანკუვიანოს მიართვა. სახარებას ანთიმოზმა რუმინულ ენაზე თავისივე ხელით გაუკეთა წარწერა: „''ესე წმიდა წიგნი (სახარება) ეძღვნება მაღალს გოსპოდარს, ეს წიგნი ახალი ნაყოფია, რომელიც აღორძინდა ივერიის მიწაზე შენი შეწევნითა და ესე მიწა გამდიდრდა თავისი ბეჭდური სიტყვით, ისევე როგორც გამდიდრდა ბეჭდური სიტყვით არაბეთი, ელადა უნგრო- ვლახეთი“''. ამ ამონაწერებიდან ჩანს, თუ როგორი აღფრთოვანებული ყოფილა ანთიმოზი საქართველოში სტამბის დაარსების გამო. |
ანთიმოზ ივერიელის ღვაწლის წყალობით საფუძველი ჩაეყარა რუმინელი და ქართველი ხალხის მეგობრობას. | ანთიმოზ ივერიელის ღვაწლის წყალობით საფუძველი ჩაეყარა რუმინელი და ქართველი ხალხის მეგობრობას. | ||
| − | ანთიმოზ ივერიელმა მთელი თავისი მოღვაწეობა მიუძღვნა რუმინული კულტურის აღორძინების საქმეს. მან 26 წელი იცხოვრა უნგრო-ვლახეთის, ანუ რუმინეთის მიწაზე და ამ დროის განმავლობაში 33 ეკლესია ააგო. რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში არსებობს ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქუჩა, სადაც წმ . ანთიმოზის პროექტით აგებულია ყოვლადწმიდა სამების ტაძრი. მისი ფრესკები თვით ანთიმოზ ივერიელის მოხატულია და ხის კარები მისივე ჩუქურთმებითაა დამშვენებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, საზღვარგარეთის ქვეყნერბიდან, რუმინეთმა პირველმა აღიარა. და რომ ანთიმოზ ივერიელი პირველი ქართველია, რომელიც საზღვარგარეთ იქნა წმინდანად შერაცხილი. | + | ანთიმოზ ივერიელმა მთელი თავისი მოღვაწეობა მიუძღვნა რუმინული კულტურის აღორძინების საქმეს. მან 26 წელი იცხოვრა უნგრო-ვლახეთის, ანუ რუმინეთის მიწაზე და ამ დროის განმავლობაში 33 ეკლესია ააგო. რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში არსებობს ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქუჩა, სადაც წმ. ანთიმოზის პროექტით აგებულია ყოვლადწმიდა სამების ტაძრი. მისი ფრესკები თვით ანთიმოზ ივერიელის მოხატულია და ხის კარები მისივე ჩუქურთმებითაა დამშვენებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, საზღვარგარეთის ქვეყნერბიდან, რუმინეთმა პირველმა აღიარა. და რომ ანთიმოზ ივერიელი პირველი ქართველია, რომელიც საზღვარგარეთ იქნა წმინდანად შერაცხილი. |
ანთიმოზ ივერიელმა დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარების, წიგნის ბეჭდვის საქმეში. მის სახელთანაა დაკავშირებული რუმინეთის ღვთისმსახურებაში რუმინული ენის დამკვიდრება, რასაც დიდი მნიშვნმელობა ჰქონდა რუმინული სასულიერო და საერო მწერლობის განვითარებისათვის. ანთიმოზ ივერიელს ეკუთვნის რამდენიმე ორიგინალური თხზულება. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია „ქადაგებანი“ იგი ილუსტრაციებითა და მინიატურებით თვითონვე ამკობდა მის მიერვე გამოცემულ წიგნებს (მაგ: „სახარება“ გამოიცა 1893 წ.). ანთიმოზმა მოაჩუქურთმა მის მიერვე ბუქარესტში აგებული მონასტრის („ანთიმოზის მონასტერი“) მთავარი კარი და სარკმლები, რომელთა ორნამეტში ქართული სტილი შერწყმულია რუმინულთან და დღესაც რჩება ხეზე ჭრის ხელოვნების საუკეთესო ნიმუშად. ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობის წყალობით რუმინეთი XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე გადაიქცა მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად, რომელიც სხვა ქვეყნებსაც ამარაგებდა ბერძნული, სლავური და არაბული (მაგ: „არაბ. კურთხევანი“) ენებზე გამოცემული წიგნებით. | ანთიმოზ ივერიელმა დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარების, წიგნის ბეჭდვის საქმეში. მის სახელთანაა დაკავშირებული რუმინეთის ღვთისმსახურებაში რუმინული ენის დამკვიდრება, რასაც დიდი მნიშვნმელობა ჰქონდა რუმინული სასულიერო და საერო მწერლობის განვითარებისათვის. ანთიმოზ ივერიელს ეკუთვნის რამდენიმე ორიგინალური თხზულება. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია „ქადაგებანი“ იგი ილუსტრაციებითა და მინიატურებით თვითონვე ამკობდა მის მიერვე გამოცემულ წიგნებს (მაგ: „სახარება“ გამოიცა 1893 წ.). ანთიმოზმა მოაჩუქურთმა მის მიერვე ბუქარესტში აგებული მონასტრის („ანთიმოზის მონასტერი“) მთავარი კარი და სარკმლები, რომელთა ორნამეტში ქართული სტილი შერწყმულია რუმინულთან და დღესაც რჩება ხეზე ჭრის ხელოვნების საუკეთესო ნიმუშად. ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობის წყალობით რუმინეთი XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე გადაიქცა მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად, რომელიც სხვა ქვეყნებსაც ამარაგებდა ბერძნული, სლავური და არაბული (მაგ: „არაბ. კურთხევანი“) ენებზე გამოცემული წიგნებით. | ||
| − | ფრანგი მკვლევარი ე. პიკო ანთიმოზის ღვაწლის შესახებ წერს: „მან, უცხოელმა, საქართველოს წიაღიდან მოსულმა, გვიჩვენა იშვიათი მაგალითი რუმინული პატრიოტიზმისა“. | + | ფრანგი მკვლევარი ე. პიკო ანთიმოზის ღვაწლის შესახებ წერს: ''„მან, უცხოელმა, საქართველოს წიაღიდან მოსულმა, გვიჩვენა იშვიათი მაგალითი რუმინული პატრიოტიზმისა“.'' |
ანთიმოზ ქართველი იყო დიდი მწიგნობარი, მრავალ ენათა მცოდნე, პოეტი, მხატვარი, მოქანდაკე, ხუროთმოძღვარი, ორატორი და იგი ახალი რუმინული ლიტერატურის ფუძემდებლადაც არის მიჩნეული. | ანთიმოზ ქართველი იყო დიდი მწიგნობარი, მრავალ ენათა მცოდნე, პოეტი, მხატვარი, მოქანდაკე, ხუროთმოძღვარი, ორატორი და იგი ახალი რუმინული ლიტერატურის ფუძემდებლადაც არის მიჩნეული. | ||
| ხაზი 32: | ხაზი 35: | ||
1992 წ. რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დააწესა 14 (27) სექტემბერი, წმინდანის გარდაცვალების დღე, ქართული ეკლესია კი მის ხსენებას 13 (26) ივნისს აღნიშნავს. | 1992 წ. რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დააწესა 14 (27) სექტემბერი, წმინდანის გარდაცვალების დღე, ქართული ეკლესია კი მის ხსენებას 13 (26) ივნისს აღნიშნავს. | ||
| + | |||
| + | |||
| + | |||
| + | |||
| + | |||
| + | |||
== წყარო == | == წყარო == | ||
12:38, 24 მაისი 2017-ის ვერსია
წმ. ანთიმოზ ივერიელი - (სექტემბერი ან ოქტომბერი 1650 - 1716), ქართველი ღვთისმეტყველი, მწიგნობარი, უდიდესი საეკლესიო მოღვაწე, ბუქარესტის მიტროპოლიტი.
დაიბადა 1650 წ. დედას მარიამი ერქვა, მამას - ივანე, ხოლო თვითონ მას - ანდრია. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ წარმოშობით იგი სამხრეთ საქართველოდან, კერძოდ, სოფელ უდედან იყო და მისი გვარი ხურციძე უნდა ყოფილიყო. 16 წლის ჭაბუკი ანთიმოზი სამშობლოდან მოიტაცეს და სტამბოლში გაყიდეს. იგი შეუსყიდია იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსს, თავისთან წაუყვანია და სასულიერო სასწავლებელში მიუბარებია. მალე დოსითეროსის ყურადღება მიიქცია ანთიმოზმა თავისი ბეჯითი სწავლით. იგი თურმე სულ ადვილად დაეუფლა სლავურ, ბერძნულ, არაბულ და რუმინულ ენებს. აქვე დოსითეოსთან ყოფნის დროს, შეისწავლა სასტამბო საქმეც. ანთიმოზი დოსითეოსთან დარჩა 1689 წლამდე. 1689 წელს უნგრო-ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრანკოვიანუმ მოსთხოვა პატრიარქს, სტამბის ოსტატი. დოსითეოსმა ანთიმოზ ივერიელი გაუგზავნა.
ანთიმოზის სასტამბო მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობა 1692 წლით თარიღდება. ამ წელს ბუქარესტში დაბეჭდილ ერთ-ერთ საეკლესიო წიგნზე აღნიშნულია, რომ ის დაიბეჭდა ანთიმოზ ივერიელის მიერ.
1694 წელს ანთიმოზმა დატოვა ბუქარესტი და გადავიდა საცხოვრებლად სნაგოვოში. მაშინ მას ეწოდა მარტივად „ანთიმოზ ქართველი, მესტამბე“.
ანთიმოზმა სნაგოვოში მალე ყველას ყურადღება მიიპყრო. 1695 წელს მას დაეკისრა მონასტრის წინამძღვრის მოვალეობანი. მიუხედავად იმისა, რომ სამონასტრო საქმეებით დიდად დაიტვირთა, იგი მაინც თავის საყვარელ საქმეს, წიგნის ბეჭდვას არ ჩამოშორებია.
ანთიმოზი მარტო ბერძნულ და რუმინულ წიგნებს როდი ბეჭდავდა. იგი შეუდგა აღმოსავლურ ენებზე დაწერილი წიგნების გამოცემასაც. ამ მიზნით დააარსა აღმოსავლური სტამბები. 1701 წელს ანთიმოზმა არაბულ და ბერძნულ ენებზე გამოსცა ლიტურგიკების კრებული.
1705 წელს ანთიმოზი დაინიშნა ეპისკოპოსად და ბუქარესტიდან რიმნიკში გადასახლდა და თან გადაიტანა „თანამგზავრი“ სტამბა.
1708 წელს ანთიმოზს მიანიჭეს მიტროპოლიტის ხარისხი. იმავე წელს იგი თავის სტამბიანად რიმნიკიდან ტირგოვიშტეში გადასახლდა.
მიმოიხილავს რა ანთიმოზის მოღვაწეობას ერთ-ერთი ბიოგრაფი წერს: „ანთიმოზი არ დაკმაყოფილებულა თავის გარშემო შეკრებილთათვის სათნოების და კეთილი საქმეების მაგალითის მიცემით. მან ყურადღება მიაქცია თავის თანამემამულეებს, მოისურვა მათთვისაც სტამბის დაარსება“.
პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი 1629 წლით თარიღდება. ეს იყო იტალიაში გამოცემული ქართულ-იტალიური ლექსიკონი და ქართული ანბანი ლოცვებითურთ. არჩილ მეფემ დიდი საფასურის გაღებით ქართული შრიფტი ამსტერდამში ჩამოასხმევინა და მოსკოვში ყოფნისას 1705 წელს დაბეჭდა წიგნი „დავითნი“, მაგრამ ეს წამოწყება დღემოკლე აღმოჩნდა. ვახტანგ VI-მ მრავალ საშუალებას მიმართა, რომ საქართველოში სტამბის გამართვის სპეციალისტი ჩამოეყვანა. იგი ბოლოს დაუკავშირდა ცნობილ ქართველ სასულიერო მოღვაწეს ანთიმოზ ივერიელს, რომელიც გულთბილად გამოეხმაურა ვახტანგის თხოვნას საქართველოში სტამბის მოწყობის შესახებ და თავისი მოწაფე, უნგრელი მიხაილ იშტვანოვიჩი გამოგზავნა. ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი მარტო სპეციალისტის გამოგზავნით არ ამოიწურება. მას სხვა საქმეც გაუკეთებია: სტამბის მოწყობილობის, წიგნის გასაფორმებელი ხელსაწყოების, შრიფტისა და სხვა „წვრილმანის“ გამოგზავნის ინიციატორიც ყოფილა.
ქართული სტამბა 1708-1709 წლებში მოეწყო. სტამბისთვის მეფის სასახლესთან სპეციალური „სახლები“ ააგეს ანჩისხატისა და სიონის ტაძრებს შორის. 1706 წელს ამ სტამბაში ანთიმოზ ივერიელის მიერ შექმნილი ქართული შრიფტით დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი - „სახარება“. ვახტანგ VI-მ სახარების ერთი ცალი გაუგზავნა ანთიმოზ ივერიელს, რომელმაც იგი ოქროს ყდაში ჩასვა და ვლახეთის მმართველ კონსტანტინე ბრანკუვიანოს მიართვა. სახარებას ანთიმოზმა რუმინულ ენაზე თავისივე ხელით გაუკეთა წარწერა: „ესე წმიდა წიგნი (სახარება) ეძღვნება მაღალს გოსპოდარს, ეს წიგნი ახალი ნაყოფია, რომელიც აღორძინდა ივერიის მიწაზე შენი შეწევნითა და ესე მიწა გამდიდრდა თავისი ბეჭდური სიტყვით, ისევე როგორც გამდიდრდა ბეჭდური სიტყვით არაბეთი, ელადა უნგრო- ვლახეთი“. ამ ამონაწერებიდან ჩანს, თუ როგორი აღფრთოვანებული ყოფილა ანთიმოზი საქართველოში სტამბის დაარსების გამო.
ანთიმოზ ივერიელის ღვაწლის წყალობით საფუძველი ჩაეყარა რუმინელი და ქართველი ხალხის მეგობრობას.
ანთიმოზ ივერიელმა მთელი თავისი მოღვაწეობა მიუძღვნა რუმინული კულტურის აღორძინების საქმეს. მან 26 წელი იცხოვრა უნგრო-ვლახეთის, ანუ რუმინეთის მიწაზე და ამ დროის განმავლობაში 33 ეკლესია ააგო. რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში არსებობს ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქუჩა, სადაც წმ. ანთიმოზის პროექტით აგებულია ყოვლადწმიდა სამების ტაძრი. მისი ფრესკები თვით ანთიმოზ ივერიელის მოხატულია და ხის კარები მისივე ჩუქურთმებითაა დამშვენებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, საზღვარგარეთის ქვეყნერბიდან, რუმინეთმა პირველმა აღიარა. და რომ ანთიმოზ ივერიელი პირველი ქართველია, რომელიც საზღვარგარეთ იქნა წმინდანად შერაცხილი.
ანთიმოზ ივერიელმა დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარების, წიგნის ბეჭდვის საქმეში. მის სახელთანაა დაკავშირებული რუმინეთის ღვთისმსახურებაში რუმინული ენის დამკვიდრება, რასაც დიდი მნიშვნმელობა ჰქონდა რუმინული სასულიერო და საერო მწერლობის განვითარებისათვის. ანთიმოზ ივერიელს ეკუთვნის რამდენიმე ორიგინალური თხზულება. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია „ქადაგებანი“ იგი ილუსტრაციებითა და მინიატურებით თვითონვე ამკობდა მის მიერვე გამოცემულ წიგნებს (მაგ: „სახარება“ გამოიცა 1893 წ.). ანთიმოზმა მოაჩუქურთმა მის მიერვე ბუქარესტში აგებული მონასტრის („ანთიმოზის მონასტერი“) მთავარი კარი და სარკმლები, რომელთა ორნამეტში ქართული სტილი შერწყმულია რუმინულთან და დღესაც რჩება ხეზე ჭრის ხელოვნების საუკეთესო ნიმუშად. ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობის წყალობით რუმინეთი XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე გადაიქცა მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად, რომელიც სხვა ქვეყნებსაც ამარაგებდა ბერძნული, სლავური და არაბული (მაგ: „არაბ. კურთხევანი“) ენებზე გამოცემული წიგნებით.
ფრანგი მკვლევარი ე. პიკო ანთიმოზის ღვაწლის შესახებ წერს: „მან, უცხოელმა, საქართველოს წიაღიდან მოსულმა, გვიჩვენა იშვიათი მაგალითი რუმინული პატრიოტიზმისა“.
ანთიმოზ ქართველი იყო დიდი მწიგნობარი, მრავალ ენათა მცოდნე, პოეტი, მხატვარი, მოქანდაკე, ხუროთმოძღვარი, ორატორი და იგი ახალი რუმინული ლიტერატურის ფუძემდებლადაც არის მიჩნეული.
ანთიმოზ ივერიელი იბრძოდა რუმინული ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობისათვის. სათავეში ედგა ანტიოსმალურ მოძრობას. თავის „ქადაგებაში“ გაბედულად ამხელდა ბოიარების უზნეობასა და ანტიპატრიოტიზმს. მოუწოდებდა ხალხს განმათავისუფლებელი ბრძოლისკენ. ანთიმოზს ანტიოსმალური ორიენტაციის გამო უთანხმოება მოუვიდა რუმინეთის მთავართან. მას ღალატი დასწამეს და შეიპყრეს. აჰყარეს სასულიერო ღირსება, დაუბრუნეს ერისკაცობის სახელი - ანდრია და მიუსაჯეს სამუდამო ექსორია სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში. როგორც ფიქრობენ, თანმხლებმა იანიჩარებმა, მთავრის დავალებით, ანთიმოზ ივერიელი მოკლეს და მისი გვამი მდინარე მარიცაში გადააგდეს. ეს მოხდა 1716 წელს.
1992 წ. რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დააწესა 14 (27) სექტემბერი, წმინდანის გარდაცვალების დღე, ქართული ეკლესია კი მის ხსენებას 13 (26) ივნისს აღნიშნავს.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.