გომართელი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გომართელი ივანე გედევანის ძე“ გადაიტანა გვერდზე „[[ივანე გომართ...)
(თხზულებები)
 
(2 მომხმარებლების 18 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ივანე გედევანის ძე გომართელი''' (დ. 1876, სოფელ გორისა, შორაპნის მაზრა.).
+
[[ფაილი:GomarTeli ivane.jpg|thumb|'''ივანე გომართელი''']]
 +
'''გომართელი ივანე გედევანის ძე''' ''(დ. - 2.X.1876, სოფ. გორისა, შორაპნის მაზრ. - გ. - 19.IV.1938)'' - სახელგანთქმული ექიმი, პუბლიცისტი, მწერალი, კრიტიკოსი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი (ალიონელი).  
  
==ავტობიოგრაფია==
+
===ბიოგრაფია===
[[ფაილი:Gomarteli Ivane recto.jpg|thumb|'''ივანე გომართელი''']]
+
მშობლები აზნაურები იყვნენ. ივანე გომართელი თავის ბიოგრაფიაში წერდა: „მამაჩემი გედევანი [[იმერეთი]]კვალობაზედ საშუალო შეძლების აზნაური იყო. ასე რომ, რევოლუციისა და ჩვენი მინისტრი ბ. ხომერიკის წყალობით ცოტაოდენი მამული კიდეც ჩამომერთმევა“. ივანე თავად ელისაბედ წერეთლის ოჯახში, [[თბილისი|თბილისში]] გაიზარდა, რადგან მამამისი ამ ოჯახში მუშაობდა.  
მამაჩემი გედევანი იმერეთის კვალობაზედ საშუალო შეძლების აზნაური იყო. ასე რომ, რევოლუციისა და ჩვენი მინისტრი ბ. ხომერიკის წყალობით ცოტაოდენი მამული კიდეც ჩამომერთმევა.  
+
  
ჩემი ისტორიკოსები – დედაჩემი და მამიდაჩემი – ჩემი დაბადების დღის შესახებ ერთიმეორეს არ უთანხმებენ. უფრო კი შვიდ მაისს უნდა დავბადებულიყავი.
+
ივანე მეოთხე კლასამდე თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ კი თბილისის მე-2 გიმნაზია 1894 ოქროს მედლით დაამთავრა. ამავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. პარალელურად, შეუდგა ფსიქოლოგიის, ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის შესწავლას და დაიწყო პუბლიცისტური მოღვაწეობა. სწავლის პერიოდიდან იგი თანამშრომლობდა ქართულ პრესაში - „ივერიაში“, „კვალში“, „ჯეჯილსა“ და „მოამბეში“, აქვეყნებდა მხატვრულ და ისტორიულ-პუბლიცისტურ სტატიებს. 1897 თბილისში გამოვიდა მისი წიგნი - „ისტორია აღმოსავლეთისა“. 1899 წელს გომართელმა მიიღო მკურნალის დიპლომი და სამშობლოში დაბრუნდა.  
  
ჯერ ვსწავლობდი თფილისის სააზნაურო სასწავლებელში, შემდეგ თფილისის მეორე გიმნაზიაში, შემდეგ გავათავე მოსკოვის უნივერსიტეტი 1899 წელს. მას აქეთ ვარ ექიმი.
+
1900 წლის თებერვალში, ჯავახეთში, სოფელ ბარალეთის ქსენონის ექიმად დაინიშნა, ორი წელი იმუშავა და მთელი ახალციხის მაზრის სოფლებში მოიპოვა ნამდვილი სახალხო მკურნალის რეპუტაცია, პარალელურად, ლიტერატურულ წერილებს აქვეყნებდა. ცოტა ხნით, თბილისის მიხეილის საავადმყოფოში მუშაობის შემდეგ, დიდი ჯიხაიშის ქსენონის ექიმად გაიგზავნა. გომართელის წყალობით, ამ ახლად გახსნილმა ქსენონმა მალე გაითქვა სახელი. 1901 წლიდან პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს სამედიცინო საკითხებზე. იყო „[[მესამე დასი|მესამე დასის]]” წევრი, მენშევიკ-ავტონომისტი, „ალიონელი”. თანამშრომლობდა ჟურნალ „მოგზაურთან”. იყო [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] გამგეობის წევრი. 1906 წელს თბილისში დაიბეჭდა მისი წიგნი - „ეროვნული საკითხი“, საიდანაც იკვეთება მისი ინტერესი ეროვნული პრობლემებისადმი. 1906 ი. გომართელი რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. ეს სათათბირო ცარიზმის ნამდვილ ოპოზიციად იქცა. ცნობილი „ვიბორგის მოწოდებაზე“ ხელმოწერისათვის ის თანამოაზრეებთან ერთად გაასამართლეს, თუმცა დაჭერას გადაურჩა. ცოტა ხნით მოსკოვის კერძო კლინიკებში მუშაობდა. 1907 წელს თბილისში დაბრუნდა და, ძირითადად, პროფესიულ საქმეს შეუდგა, თუმცა, რევოლუციურ პროცესებში მაინც მონაწილეობდა. 1910 წელს დააპატიმრეს და ერთი წელი მეტეხის ციხეში იმყოფებოდა.
  
ვცხოვრობ თფილისში ანასტასიას ქუჩაზე № 21. 1907 მდინ კი ვცხოვრობდი ქუთაისში, სადაც ძველმა მთავრობამ აღარ დამაყენა.
+
განსაკუთრებული პოლიტიკური აქტიურობა 1917 წლიდან დაიწყო. საკუთარი თვალსაზრისი საზოგადოებრივ მოვლენებზე მან გამოხატა იმ პუბლიცისტიკაში, რომელსაც [[საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება|საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე]] აქვეყნებდა. ასეთი იყო 1917 წლის ოქტომბერში გაზეთ „ალიონში“ დაბეჭდილი წერილი - „ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკა“. საინტერესო მოსაზრებებია გამოთქმული ამ პერიოდის გაზ. „[[ალიონი (გაზეთი)|ალიონში]]“ გამოქვეყნებულ მის პუბლიცისტურ ნაწერებში: „ჩვენებური ბოლშევიკები და ეროვნული საკითხი“, „ერის უფლება და თავისუფლება“, „აბხაზები და ჩვენ“ და სხვ.
  
ჩემი რწმენით 1897 წლიდან სოციალ-დემოკრატი ვარ. 1905 წლიდანვე ამხანაგებს ვარკვევდი ეროვნულ საკითხში, მაგრამ დღეს ცხოვრებამ ისევ შეგვარიგა, რადგანაც [[საქართველო]] დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკაა.
+
ამავე დროს გამოვიდა გომართელის წიგნები, სადაც [[საქართველო]]ს მომავალზე იყო საუბარი: „საქართველოს ტერიტორიული ავტონომია ანუ ეროვნულ-ტერიტორიული თვითმმართველობა“ (თბილისი, 1917); დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში იგი ცხოვრობდა თბილისში, ვერაზე, ანასტასიას [[ქუჩა]] №21-ში, იყო [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]ს, პარლამენტისა და [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] წევრი. ის მმართველი [[სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია|სოციალ-დემოკრატიული პარტიის]] ერთ-ერთი გამორჩეული იდეოლოგი იყო. დეპუტატად არჩევის გამო, ის საკუთარი განცხადებით განთავისუფლდა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს 7 ივნისის სხდომაზე საპატიო მოსამართლის მოვალეობისაგან. მისი სიტყვები პარლამენტში, სტატიები „[[ერთობა (გაზეთი)|ერთობასა]]“ და სხვა პარტიულ პრესაში ამყარებდა მმართველი პარტიის ავტორიტეტს, აანალიზებდა და ასაბუთებდა მისი პოლიტიკის სამართლიანობას, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან გომართელს ხალხი დიდ პატივს სცემდა და გამორჩეული ავტორიტეტის მქონე პიროვნებად მიიჩნევდა. დამფუძნებელი კრების საარჩევნო კამპანიაში მან მიიღო აქტიური მონაწილეობა, როგორც აგიტატორმა, მისი შეხვედრები და საუბრები იმერეთის რეგიონის გლეხებთან აღწერილია სტატიებში: „საუბარი სოფლელ ხალხთან“, „ჩვენი მდგომარეობა“, „გლეხები და სოციალ-დემოკრატიული პარტია“, „გლეხები და დამფუძნებელი კრება“, „საქართველოს რესპუბლიკა და მისი მტრები“, „მშრომელი ხალხის სამშობლო“, „სახალხო საუბარი“ და სხვ., რომლებიც გაზეთ „ერთობაში“ იბეჭდებოდა. მის სიტყვას ენდობოდნენ და უჯერებდნენ. ავტობიოგრაფიაში იმასაც წერდა: „ერთი ნაკლი მაქვს, წერა მიყვარს, მაგრამ ჩემი ავადმყოფები ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ რაც შეიძლება ცოტა დრო დამიტოვონ წერისათვის“. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას და საექიმო პრაქტიკას. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
  
ჩემი რწმენისათვის ციხეში ბევრჯერ ჩამაჯინა ცხონებულმა ძველმა მთავრობამ: 1907 წელს, 1908-ს; 1910-1911 მთელი წელიწადი ვიჯექი მეტეხის ციხეში.
+
==პიესები==
 +
*„ქოხში” (1905),  
 +
*„წამხდარი სისხლი”(1905),
 +
*რომანი-ქრონიკა „სამი დროება” (1931),
 +
*კრიტიკული წერილები ნ. ბარათაშვილის, რ. ერისთავის, მ. გურულის, [[კლდიაშვილი დავით|დ. კლდიაშვილის]] და სხვათა შესახებ.
  
ერთი ნაკლი მაქვს: წერა მიყვარს, მაგრამ ჩემი ავათმყოფები ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ რაც შეიძლება ცოტა დრო დამიტოვონ წერისათვის.
+
==თხზულებები==
 +
* „[https://catalog.nplg.gov.ge/search~S1*geo?/t{u10D4}{u10E0}{u10DD}{u10D5}{u10DC}{u10E3}{u10DA}{u10D8}+{u10E1}{u10D0}{u10D9}{u10D8}{u10D7}{u10EE}{u10D8}/t~4~g~d~5~c~j~a~8+~h~0~9~8~7~u~8/1%2C140%2C201%2CB/frameset&FF=t~4~g~d~5~c~j~a~8+~h~0~9~8~7~u~8&4%2C%2C29 ეროვნული საკითხი]“ (თბილისი, 1906);
 +
* „[https://catalog.nplg.gov.ge/search~S1*geo?/t{u10E2}{u10D5}{u10D8}{u10DC}{u10D8}+{u10D3}{u10D0}+{u10E1}{u10E3}{u10DA}{u10D8}/t~i~5~8~c~8+~3~0+~h~j~a~8/1%2C2%2C7%2CB/frameset&FF=t~i~5~8~c~8+~3~0+~h~j~a~8&1%2C%2C6/indexsort=- ტვინი და სული]“ (თბილისი, 1925);
 +
* „რჩეული ნაწერები ორ ტომად“ (თბილისი, 1966)
 +
 
 +
==ლიტერატურა==
 +
* გრ. ნადარეიშვილი, ივანე გომართელი, თბ., 1967;
 +
* ფ. ნადიბაიძე, ფილოსოფური აზრის ძირითადი მიმდინარეობანი XX საუკუნის საქართველოში (1900-1921წ. წ. ), ნაკვეთი - ივ. გომართელი, თბ., 1980;
 +
* ალ. სიგუა, წერილები და პორტრეტები, თბ.,1977.
  
:::::::::::::::::::::::::::::::::'''''ივ. გომართელი.'''''
 
 
==იხილეთ აგრეთვე==
 
==იხილეთ აგრეთვე==
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000902/ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი]
+
*[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000902/ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი]
 +
*[https://civiledu.wordpress.com/2019/05/14/%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98/ გომართელი ივანე]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ეროვნული არქივი]]
+
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია: სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია: სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 +
[[კატეგორია: ქართველი ექიმები]]
 +
[[კატეგორია: ქართველი პუბლიცისტები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკური მოღვაწენი]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს საზოგადო მოღვაწეები]]
 +
[[კატეგორია:ალიონელები]]
 +
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]]
 +
[[კატეგორია:რუსეთის პირველი მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატები‏‎]]
 +
[[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 +
[[კატეგორია:გომართელები]]

მიმდინარე ცვლილება 15:49, 10 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

ივანე გომართელი

გომართელი ივანე გედევანის ძე (დ. - 2.X.1876, სოფ. გორისა, შორაპნის მაზრ. - გ. - 19.IV.1938) - სახელგანთქმული ექიმი, პუბლიცისტი, მწერალი, კრიტიკოსი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი (ალიონელი).

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

მშობლები აზნაურები იყვნენ. ივანე გომართელი თავის ბიოგრაფიაში წერდა: „მამაჩემი გედევანი იმერეთის კვალობაზედ საშუალო შეძლების აზნაური იყო. ასე რომ, რევოლუციისა და ჩვენი მინისტრი ბ. ხომერიკის წყალობით ცოტაოდენი მამული კიდეც ჩამომერთმევა“. ივანე თავად ელისაბედ წერეთლის ოჯახში, თბილისში გაიზარდა, რადგან მამამისი ამ ოჯახში მუშაობდა.

ივანე მეოთხე კლასამდე თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ კი თბილისის მე-2 გიმნაზია 1894 ოქროს მედლით დაამთავრა. ამავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. პარალელურად, შეუდგა ფსიქოლოგიის, ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის შესწავლას და დაიწყო პუბლიცისტური მოღვაწეობა. სწავლის პერიოდიდან იგი თანამშრომლობდა ქართულ პრესაში - „ივერიაში“, „კვალში“, „ჯეჯილსა“ და „მოამბეში“, აქვეყნებდა მხატვრულ და ისტორიულ-პუბლიცისტურ სტატიებს. 1897 თბილისში გამოვიდა მისი წიგნი - „ისტორია აღმოსავლეთისა“. 1899 წელს გომართელმა მიიღო მკურნალის დიპლომი და სამშობლოში დაბრუნდა.

1900 წლის თებერვალში, ჯავახეთში, სოფელ ბარალეთის ქსენონის ექიმად დაინიშნა, ორი წელი იმუშავა და მთელი ახალციხის მაზრის სოფლებში მოიპოვა ნამდვილი სახალხო მკურნალის რეპუტაცია, პარალელურად, ლიტერატურულ წერილებს აქვეყნებდა. ცოტა ხნით, თბილისის მიხეილის საავადმყოფოში მუშაობის შემდეგ, დიდი ჯიხაიშის ქსენონის ექიმად გაიგზავნა. გომართელის წყალობით, ამ ახლად გახსნილმა ქსენონმა მალე გაითქვა სახელი. 1901 წლიდან პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს სამედიცინო საკითხებზე. იყო „მესამე დასის” წევრი, მენშევიკ-ავტონომისტი, „ალიონელი”. თანამშრომლობდა ჟურნალ „მოგზაურთან”. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი. 1906 წელს თბილისში დაიბეჭდა მისი წიგნი - „ეროვნული საკითხი“, საიდანაც იკვეთება მისი ინტერესი ეროვნული პრობლემებისადმი. 1906 ი. გომართელი რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. ეს სათათბირო ცარიზმის ნამდვილ ოპოზიციად იქცა. ცნობილი „ვიბორგის მოწოდებაზე“ ხელმოწერისათვის ის თანამოაზრეებთან ერთად გაასამართლეს, თუმცა დაჭერას გადაურჩა. ცოტა ხნით მოსკოვის კერძო კლინიკებში მუშაობდა. 1907 წელს თბილისში დაბრუნდა და, ძირითადად, პროფესიულ საქმეს შეუდგა, თუმცა, რევოლუციურ პროცესებში მაინც მონაწილეობდა. 1910 წელს დააპატიმრეს და ერთი წელი მეტეხის ციხეში იმყოფებოდა.

განსაკუთრებული პოლიტიკური აქტიურობა 1917 წლიდან დაიწყო. საკუთარი თვალსაზრისი საზოგადოებრივ მოვლენებზე მან გამოხატა იმ პუბლიცისტიკაში, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე აქვეყნებდა. ასეთი იყო 1917 წლის ოქტომბერში გაზეთ „ალიონში“ დაბეჭდილი წერილი - „ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკა“. საინტერესო მოსაზრებებია გამოთქმული ამ პერიოდის გაზ. „ალიონში“ გამოქვეყნებულ მის პუბლიცისტურ ნაწერებში: „ჩვენებური ბოლშევიკები და ეროვნული საკითხი“, „ერის უფლება და თავისუფლება“, „აბხაზები და ჩვენ“ და სხვ.

ამავე დროს გამოვიდა გომართელის წიგნები, სადაც საქართველოს მომავალზე იყო საუბარი: „საქართველოს ტერიტორიული ავტონომია ანუ ეროვნულ-ტერიტორიული თვითმმართველობა“ (თბილისი, 1917); დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში იგი ცხოვრობდა თბილისში, ვერაზე, ანასტასიას ქუჩა №21-ში, იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს, პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი. ის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული იდეოლოგი იყო. დეპუტატად არჩევის გამო, ის საკუთარი განცხადებით განთავისუფლდა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს 7 ივნისის სხდომაზე საპატიო მოსამართლის მოვალეობისაგან. მისი სიტყვები პარლამენტში, სტატიები „ერთობასა“ და სხვა პარტიულ პრესაში ამყარებდა მმართველი პარტიის ავტორიტეტს, აანალიზებდა და ასაბუთებდა მისი პოლიტიკის სამართლიანობას, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან გომართელს ხალხი დიდ პატივს სცემდა და გამორჩეული ავტორიტეტის მქონე პიროვნებად მიიჩნევდა. დამფუძნებელი კრების საარჩევნო კამპანიაში მან მიიღო აქტიური მონაწილეობა, როგორც აგიტატორმა, მისი შეხვედრები და საუბრები იმერეთის რეგიონის გლეხებთან აღწერილია სტატიებში: „საუბარი სოფლელ ხალხთან“, „ჩვენი მდგომარეობა“, „გლეხები და სოციალ-დემოკრატიული პარტია“, „გლეხები და დამფუძნებელი კრება“, „საქართველოს რესპუბლიკა და მისი მტრები“, „მშრომელი ხალხის სამშობლო“, „სახალხო საუბარი“ და სხვ., რომლებიც გაზეთ „ერთობაში“ იბეჭდებოდა. მის სიტყვას ენდობოდნენ და უჯერებდნენ. ავტობიოგრაფიაში იმასაც წერდა: „ერთი ნაკლი მაქვს, წერა მიყვარს, მაგრამ ჩემი ავადმყოფები ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ რაც შეიძლება ცოტა დრო დამიტოვონ წერისათვის“. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას და საექიმო პრაქტიკას. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

[რედაქტირება] პიესები

  • „ქოხში” (1905),
  • „წამხდარი სისხლი”(1905),
  • რომანი-ქრონიკა „სამი დროება” (1931),
  • კრიტიკული წერილები ნ. ბარათაშვილის, რ. ერისთავის, მ. გურულის, დ. კლდიაშვილის და სხვათა შესახებ.

[რედაქტირება] თხზულებები

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • გრ. ნადარეიშვილი, ივანე გომართელი, თბ., 1967;
  • ფ. ნადიბაიძე, ფილოსოფური აზრის ძირითადი მიმდინარეობანი XX საუკუნის საქართველოში (1900-1921წ. წ. ), ნაკვეთი - ივ. გომართელი, თბ., 1980;
  • ალ. სიგუა, წერილები და პორტრეტები, თბ.,1977.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები