ჯარი და ერი (ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[კატეგორია:სამხედრო ჟურნალები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ჟურნალები]]
 
[[კატეგორია:ქართული ჟურნალები 1918-1921]]
 
[[კატეგორია:ქართული ჟურნალები 1918-1921]]
 +
[[კატეგორია:ქართული პერიოდული გამოცემები]]

მიმდინარე ცვლილება 20:14, 10 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

ჯარი და ერი - ყოველკვირეული ქართული სამხედრო ჟურნალი. პირველი ნომერი გამოვიდა 1918 წლის 17 ნოემბერს, სულ დაიბეჭდა 4 ნომერი. ჟურნალს რედაქტორობდა ა .ს სვანიძე. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ გენერლები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ანდრია ბენაშვილი, გიორგი კვინიტაძე, ზაქარია ყიფშიძე. პოლკოვნიკები: ნიკოლოზ გედევანიშვილი, ავქსენტი აბესაძე და სხვები. გამოცემის ფასი შეადგენდა 2 მანეთს.

ჟურნალში ძირითადად იბეჭდებოდა სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის სტატიები და ისტორიული ნარკვევები მაგ: რუსი ოფიცრობა და საქართველო; მსოფლიო ომი; ოფიცერთა საკითხი ჩვენს ჯარში; სამხედრო წყობილება საქართველოში მეფე ერეკლეს დროს; ქართველი ჯარისკაცის მოვალეობა; სამხედრო ცხენები საქართველოს რესპუბლიკაში; კავკასიის რესპუბლიკების კონფერენცია, არარატის რესპუბლიკა და სხვა.

დიმიტრი სილაქაძე


[რედაქტირება] ლიტერატურა

ჟურნალი ჯარი და ერი, 1918, №1-4.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები