იოსელიანი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: გიორგი იოსელიანი '''იოსელიანი გიორგი''' (ფსევდო...)
 
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „იოსელიანი გიორგი“ გადაიტანა გვერდზე „გიორგი იოსელიანი“)

20:16, 10 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

გიორგი იოსელიანი

იოსელიანი გიორგი (ფსევდონიმი: „წყალტუბელი“) (1847–1919) — პროზაიკოსი, ჟურნალისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, თბილისის სასულიერო სემინარია, მოსკოვის სასულიერო აკადემია. ლოგიკას, სლავურ ენას, რუსულ სიტყვიერებას, რუსული ლიტერატურის ისტორიას, საღვთო სჯულს ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიასა და ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში, შემდეგ — სათავადაზნაურო სასწავლებელსა და თბილისის პირველ გიმნაზიაში. აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის საქმიანობაში. თანამშრომლობდა თითქმის ყველა მაშინდელ ჟურნალ-გაზეთში. აქვეყნებდა პოპულარული ხასიათის წერილებს, საბავშვო მოთხრობებს. ავტორია დრამისა „ცოდვის შვილი“ (1890), რიგი სახელმძღვანელოებისა. ბავშვთათვის გადააკეთა „ვეფხისტყაოსანი“.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები