ახალი ნაკადი (გაზეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ლიტერატურა)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 7: ხაზი 7:
 
ფსევდონიმით „სინდიკალისტი“ ქვეყნდება სტატიები სინდიკალიზმის ისტორიასა და დღევანდელობაზე („მუშათა მოძრაობა და სინდიკალიზმი საქართველოში“, „საბედისწერო მომენტი“). გაზეთი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე, პროფესიულ კავშირებზე, ბათუმის საკითხზე, პროვინციის ამბებზე, აქვეყნებს რაიონებში ფედერალისტთა ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველ პუბლიკაციებს, ასევე, მუდმივად აშუქებს უცხოეთის ამბებს. გამოცემა დიდ ადგილს უთმობს არჩევნების თემას. 1920 წლის №19 თითქმის მთლიანად მიეძღვნა არ. ჯორჯაძის გარდაცვალების მეექვსე წლისთავს. იბეჭდება ამონაწერი მისი წერილიდან „ძველი და ახალი“, რომელშიც საუბარია სოციალისტ-ფედერალიზმის არსზე. აქვე გამოქვეყნებულია ბ. ქელბაქიანის მოგონება „ორი შეხვედრა არჩილთან“.  
 
მთავარი რუბრიკებია: „ქართული პრესა“, „ახალი ამბავი“, „მუშათა შორის“, „სხვადასხვა“, „მუშათა ცხოვრება“. გაზეთში დაბეჭდილია: ტ. გრანელის, ალ.
+
მთავარი რუბრიკებია: „ქართული პრესა“, „ახალი ამბავი“, „მუშათა შორის“, „სხვადასხვა“, „მუშათა ცხოვრება“. გაზეთში დაბეჭდილია: ტ. გრანელის, ალ. ნერგელის, აპ. ხაჟალიას, ა. გეწაძის, ტ. წალენჯიხელისა და სხვათა ლექსები.
ნერგელის, აპ. ხაჟალიას, ა. გეწაძის, ტ. წალენჯიხელისა და სხვათა ლექსები.
+
  
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::მარი წერეთელი
+
''მარი წერეთელი''
  
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
* გაზ. „[[ახალი ნაკადი (გაზეთი)|ახალი ნაკადი“]] 1919-1920;
+
* გაზ. „ახალი ნაკადი“ 1919-1920;
 
* გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, 1819-1945, თბ., 1947.
 
==წყარო==
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
 
[http://www.nplg.gov.ge/paperge/ka/browse/000816/ საქართველოს გაზეთები]
 
[http://www.nplg.gov.ge/paperge/ka/browse/000816/ საქართველოს გაზეთები]
 +
 +
==წყარო==
 +
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:ქართული გაზეთები]]
 
[[კატეგორია:ქართული გაზეთები]]
 
[[კატეგორია:ქართული გაზეთები 1918-1921]]
 
[[კატეგორია:ქართული პერიოდული გამოცემები‏‎]]

მიმდინარე ცვლილება 20:21, 10 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

„ახალი ნაკადი“ (1919-1920) - საქართველოს მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტ მაშვრალთა პარტიის ორგანო. ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი. გამოიცემოდა თბილისში. 1919 წლის 13 აპრილიდან მოხსენიებულია, როგორც „საქართველოს სარევოლუციო სინდიკალისტ მაშვრალთა კავშირის“ ორგანო. იბეჭდებოდა „ქართულ ბეჭდვითი ამხანაგობის“ სტამბაში.

გაზეთში თანამშრომლობდნენ:ი. ვარაზაშვილი, ი. კანდელაკი, ანაბაბტისტი (ალ. წერეთელი), ს. გერსამია, ს. კოლხიდელი (ალ. იოსელიანი), სინდიკალისტი და სხვ.

„საქართველოს მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტ მაშვრალთა“ პარტიის დაარსებას შეეხება სტატია „საქართველოს რესპუბლიკის მაშვრალთა მიმართ“. პარტიის მიზნებს, სტრატეგიასა და ტაქტიკას ასახავს ცალკეული პუბლიკაციები: ე. კევლიშვილის წერილი „ჩვენი მიზანი“. ს. გერსამიას „ჩვენი ტაქტიკის გარშემო“, ანაბაბტისტის „ჩვენი მთავარი პრინციპები“ და სხვ.

ფსევდონიმით „სინდიკალისტი“ ქვეყნდება სტატიები სინდიკალიზმის ისტორიასა და დღევანდელობაზე („მუშათა მოძრაობა და სინდიკალიზმი საქართველოში“, „საბედისწერო მომენტი“). გაზეთი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე, პროფესიულ კავშირებზე, ბათუმის საკითხზე, პროვინციის ამბებზე, აქვეყნებს რაიონებში ფედერალისტთა ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველ პუბლიკაციებს, ასევე, მუდმივად აშუქებს უცხოეთის ამბებს. გამოცემა დიდ ადგილს უთმობს არჩევნების თემას. 1920 წლის №19 თითქმის მთლიანად მიეძღვნა არ. ჯორჯაძის გარდაცვალების მეექვსე წლისთავს. იბეჭდება ამონაწერი მისი წერილიდან „ძველი და ახალი“, რომელშიც საუბარია სოციალისტ-ფედერალიზმის არსზე. აქვე გამოქვეყნებულია ბ. ქელბაქიანის მოგონება „ორი შეხვედრა არჩილთან“.

მთავარი რუბრიკებია: „ქართული პრესა“, „ახალი ამბავი“, „მუშათა შორის“, „სხვადასხვა“, „მუშათა ცხოვრება“. გაზეთში დაბეჭდილია: ტ. გრანელის, ალ. ნერგელის, აპ. ხაჟალიას, ა. გეწაძის, ტ. წალენჯიხელისა და სხვათა ლექსები.

მარი წერეთელი

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • გაზ. „ახალი ნაკადი“ 1919-1920;
  • გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, 1819-1945, თბ., 1947.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

საქართველოს გაზეთები

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები