ახალი სხივი (გაზეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 7: ხაზი 7:
  
 
გაზეთს აქვს რუბრიკები: „ახალი ამბები“, „პროვინცია“, „პრესა“, „მუშათა წერილები“. ზოგჯერ შუქდება უცხოეთის ამბებიც, იშვიათად იბეჭდება ლიტერატურული მასალა, მაგ., 1921წ ლის №11-ში გამოქვეყნებულია „ობოლი მუშისა“ და [[ქუჩიშვილი გიორგი|გ. ქუჩიშვილი]]ს ლექსები.
 
გაზეთს აქვს რუბრიკები: „ახალი ამბები“, „პროვინცია“, „პრესა“, „მუშათა წერილები“. ზოგჯერ შუქდება უცხოეთის ამბებიც, იშვიათად იბეჭდება ლიტერატურული მასალა, მაგ., 1921წ ლის №11-ში გამოქვეყნებულია „ობოლი მუშისა“ და [[ქუჩიშვილი გიორგი|გ. ქუჩიშვილი]]ს ლექსები.
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::მარი წერეთელი
+
 
 +
''მარი წერეთელი''
  
  
ხაზი 15: ხაზი 16:
 
* გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ.,1947;
 
* გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ.,1947;
  
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
[http://www.nplg.gov.ge/paperge/ka/browse/000826/ საქართველოს გაზეთები]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
==იხილე აგრეთვე==
+
 
[http://www.nplg.gov.ge/paperge/ka/browse/000826/ საქართველოს გაზეთები]
+
 
[[კატეგორია:ქართული გაზეთები]]
 
[[კატეგორია:ქართული გაზეთები]]
 +
[[კატეგორია:ქართული გაზეთები 1918-1921]]
 +
[[კატეგორია:ქართული პერიოდული გამოცემები‏‎]]

მიმდინარე ცვლილება 20:22, 10 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

„ახალი სხივი“ (1920-1921) - სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ორგანო. ყოველკვირეული საზოგადოებრივ -პოლიტიკური, ოთხგვერდიანი (ზოგჯერ მეტგვერდიანიც), გაზეთი. გამოიცემოდა თბილისში. სხვადასხვა დროს გამოცემის რედაქტორები იყვნენ: გრ. გიორგაძე და კ. ნინიძე. გამომცემელი - საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ოპოზიციის მეთაურები. 1921 წლის მე-10 და მე-11 ნომრებში გაზეთი მოხსენიებულია, როგორც „საქართველოს დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ორგანო“. სულ გამოიცა 46 ნომერი. გაზეთში თანამშრომლობდნენ: შ. რევია, ნ. ჯიხაიშვილი, ა-ძე, შანგანი, კ. ნინიძე, ი. ელიანი და სხვ.

1920-1921 წლების მიჯნაზე მმართველ, სოციალ-დემოკრატების, ფრაქციაში თავი იჩინა რღვევის ნიშნებმა, რის შედეგადაც ხუთი წევრი დემონსტრაციულად გამოეყო მის რიგებს. სწორედ განდგომილებმა დააარსეს გაზეთი „ახალი სხივი“ და მიზნად დაისახეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობის პოლიტიკური კურსის პირუთვნელი კრიტიკა (აქედან - სახელწოდება „სხიველები“). 1920 წლის მეხუთე ნომრის მეთაურ სტატიაში „ჩვენი სიტყვა“ გაზეთის რედაქცია განმარტავს თავის პოზიციას და ბრძოლის მიზნებს. აღნიშნავს, რომ „ოპოზიციის გაჩენის შემდეგ პასუხისმგებელი პირები უფრო გრძნობენ პასუხისმგებლობას“. სტატიაში „ივნისის ყრილობა და უკანასკნელი კონფერენცია“ გაკრიტიკებულია კონფერენციის რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, განზრახული იყო „ოპოზიციის დამუნჯება და „ახალი სხივის“ დახურვა“, მათ უნდა დაეტოვებინათ პარტია ან უარი ეთქვათ ოპოზიციურ პლატფორმაზე. ამ თემას შეეხება სტატიები: „რევოლუციური თუ ანარქიული“, „ახალი სხივის მტერ-მოყვარენი“, „იდეური მონასტერი უნდა დაინგრეს“, „ოპოზიცია და ახალი სხივი“ და სხვ.

გამოცემა თავადვე ბეჭდავს რეზოლუციას „ახალი სხივის შესახებ“. რედაქციის განცხადებით, „ახალი სხივი გათვითცნობიერებული ორგანოა, რომელშიც მუშათა თავისუფალი აზრია დაცული, ვინაიდან მუშათა კლასისათვის აუცილებელია თავისუფალი აზროვნება“. გაზეთის ფურცლებზე განხილულია პარტიული საკითხები, გაშუქებულია პარტიის ყრილობის მუშაობის მასალები, საერთაშორისო ცხოვრების ამსახველი სტატიები (მაგ., „ჩვენ ანტანტა და რუსეთი“), პუბლიკაციები კონსტიტუციის განხილვის შესახებ და სხვ.

გაზეთს აქვს რუბრიკები: „ახალი ამბები“, „პროვინცია“, „პრესა“, „მუშათა წერილები“. ზოგჯერ შუქდება უცხოეთის ამბებიც, იშვიათად იბეჭდება ლიტერატურული მასალა, მაგ., 1921წ ლის №11-ში გამოქვეყნებულია „ობოლი მუშისა“ და გ. ქუჩიშვილის ლექსები.

მარი წერეთელი


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • გაზ. „ახალი სხივი“, 1920-1921;
  • გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ.,1947;

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

საქართველოს გაზეთები

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები