მშრომელი (გაზეთი)
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
'''''მანანა შამილიშვილი''''' | '''''მანანა შამილიშვილი''''' | ||
| + | |||
| + | |||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
* გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, 1819-1945, თბ.,1947; | * გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, 1819-1945, თბ.,1947; | ||
* გაზ. „მშრომელი“, 1919-1920, №1-7. | * გაზ. „მშრომელი“, 1919-1920, №1-7. | ||
| + | |||
| + | ==იხილე აგრეთვე== | ||
| + | [http://www.nplg.gov.ge/paperge/ka/browse/002284/ საქართველოს გაზეთები] | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | ||
| − | |||
| − | |||
[[კატეგორია:ქართული გაზეთები]] | [[კატეგორია:ქართული გაზეთები]] | ||
[[კატეგორია:ქართული გაზეთები 1918-1921]] | [[კატეგორია:ქართული გაზეთები 1918-1921]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართული პერიოდული გამოცემები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 20:40, 10 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
„მშრომელი“ - (1919 - 1920, თბილისი) - სომეხთა სარევოლუციო პარტია „დაშნაკცუთიუნის” საქართველოს ცენტრალური კომიტეტის ორგანო (სოციალისტური ინტერნაციონალის სომეხთა შტო). მუშათა და სოფლის მშრომელთა ყოველდღიური გაზეთი. რედ. - სარედ. კოლეგია. გამომცემელი - „დაშნაკცუთიუნის“ საქ. ცენტრალ. კომიტეტი, სტამბა „აშხატავორ”.
ჩვენამდე მოაღწია ოთხგვერდიანი გაზეთის შვიდმა ნომერმა. ბოლო, მეშვიდე ნომერი გამოიცა 1920 წლის 1 იანვარს. გაზეთი მიზნად ისახავდა სომხური და ქართული დემოკრატიების დაახლოებას, რაც ნათლად იყო გაცხადებული სტატიაში „ძმურმა ძმამ გვიბრძანა“ (1919, №2). მასში ნათქვამია, რომ ამ ორ ერს შორის გამყოფი კედელი ინგრევა, რასაც ადასტურებს იქვე გამოქვეყნებული დოკუმენტი - „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკათა შეთანხმება“. ქვეყნდება ასევე „სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება“ და დეპეშები ამ შეთანხმებებთან დაკავშირებით. სომხეთ - საქართველოს ურთიერთობის ახალ ეტაპზე საუბრობს გაზეთი სხვა პუბლიკაციებშიც. მათ შორის უნდა გამოიყოს „ა.-კ.“ - ს ფსევდონიმით დაბეჭდილი წერილი „თავისუფალი საქართველო და ჩვენ“ და „დაშნაკელის“ ფსევდონიმით - „დაშნაკელი სომეხია - სომეხი „დაშნაკელია“. პუბლიკაციების პათოსი ორი ქვეყნის დემოკრატიათა დაახლოებისა და არსებული უნდობლობის დაძლევის სურვილითაა ნაკარნახევი. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოში მცხოვრები სომხების მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის თემაზე. გაზეთში ჭარბადაა წარმოდგენილი ცნობები „დაშნაკცუთიუნის“ პარტიული საქმიანობის შესახებ სომხეთსა და საქართველოში. მუდმივი რუბრიკით - „სომხეთის ამბები“ - იბეჭდება მეზობელ ქვეყანაში არსებული სიახლეები (მაგ.: „ჯარის დღე სომხეთში“ და მსგავსი ინფორმაციები). „მშრომელი“ თავის ფურცლებზე ადგილს უთმობს მხატვრულ ნაწარმოებებსაც, კერძოდ, ფსევდონიმით Rekord იბეჭდება ლექსები: „სონეტა რკალიდან“, „მე და მსოფლიო“ (№5) „ახალი წელი“, „ამიერკავკასიის დემოკრატიას“ (№7) და სხვა. გამოცემაში გვხვდება სარეკლამო განცხადებებიც.
მანანა შამილიშვილი
[რედაქტირება] ლიტერატურა
- გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, 1819-1945, თბ.,1947;
- გაზ. „მშრომელი“, 1919-1920, №1-7.
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი