თუმანიშვილი მიხეილ (მოლაყბე)
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | [[ფაილი:Mixeil tumanishvili.jpg|thumb|მიხეილ თუმანიშვილი]] | + | [[ფაილი:Mixeil tumanishvili.jpg|thumb|150პქ|მიხეილ თუმანიშვილი]] |
− | '''თუმანიშვილი მიხეილ''' (1818–1875) — პოეტი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მეფე გიორგი მეთორმეტის მდივნის — ბირთველის შვილი. სწავლობდა [[თბილისი|თბილისის]] გიმნაზიაში (1831-36) [[ბარათაშვილი ნიკოლოზ|ნ. ბარათაშვილთან]] ერთად. ხელმძღვანელობდა მოსწავლეთა ლიტერატურულ წრეს და რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალს „ცვეტოკ ტიფლისსკოი გიმნაზიი“. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მსახურობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, მონაწილეობდა მრავალ საზოგადოებრივ წამოწყებაში. იყო ქართული | + | '''თუმანიშვილი მიხეილ''' (1818–1875) — პოეტი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მეფე გიორგი მეთორმეტის [[მდივანი|მდივნის]] — ბირთველის შვილი. სწავლობდა [[თბილისი|თბილისის]] გიმნაზიაში (1831-36) [[ბარათაშვილი ნიკოლოზ|ნ. ბარათაშვილთან]] ერთად. ხელმძღვანელობდა მოსწავლეთა ლიტერატურულ წრეს და რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალს „ცვეტოკ ტიფლისსკოი გიმნაზიი“. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მსახურობდა სხვადასხვა [[სახელმწიფო]] დაწესებულებებში, მონაწილეობდა მრავალ საზოგადოებრივ წამოწყებაში. იყო ქართული [[თეატრი]]სა და ჟურნალის აღორძინების ერთ-ერთი ინიციატორი, მონაწილეობდა [[თბილისი]]ს პირველი კერძო [[ბიბლიოთეკა|ბიბლიოთეკის]] დაარსებაში. |
მ. თუმანიშვილის ლექსებს ემჩნევა ქართველ და რუს რომანტიკოსთა გავლენა. უფრო მნიშვნელოვანია მისი ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები, მიძღვნილი ლიტერატურის, ისტორიის, ეთნოგრაფიისა და თეატრის საკითხებისადმი. ქართველ კრიტიკოსთაგან მ. თუმანიშვილმა ერთმა პირველთაგანმა მოითხოვა სინამდვილის რეალისტური ასახვა, წამოჭრა ტიპურობის საკითხი და განსაზღვრა ეროვნული თეატრისა და დრამატურგიის განვითარების გზა. | მ. თუმანიშვილის ლექსებს ემჩნევა ქართველ და რუს რომანტიკოსთა გავლენა. უფრო მნიშვნელოვანია მისი ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები, მიძღვნილი ლიტერატურის, ისტორიის, ეთნოგრაფიისა და თეატრის საკითხებისადმი. ქართველ კრიტიკოსთაგან მ. თუმანიშვილმა ერთმა პირველთაგანმა მოითხოვა სინამდვილის რეალისტური ასახვა, წამოჭრა ტიპურობის საკითხი და განსაზღვრა ეროვნული თეატრისა და დრამატურგიის განვითარების გზა. | ||
ხაზი 23: | ხაზი 23: | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]] | [[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]] | ||
+ | [[კატეგორია:ქართველი საზოგადო მოღვაწეები]] | ||
[[კატეგორია:თუმანიშვილები]] | [[კატეგორია:თუმანიშვილები]] |
მიმდინარე ცვლილება 22:31, 10 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
თუმანიშვილი მიხეილ (1818–1875) — პოეტი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მეფე გიორგი მეთორმეტის მდივნის — ბირთველის შვილი. სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში (1831-36) ნ. ბარათაშვილთან ერთად. ხელმძღვანელობდა მოსწავლეთა ლიტერატურულ წრეს და რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალს „ცვეტოკ ტიფლისსკოი გიმნაზიი“. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მსახურობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, მონაწილეობდა მრავალ საზოგადოებრივ წამოწყებაში. იყო ქართული თეატრისა და ჟურნალის აღორძინების ერთ-ერთი ინიციატორი, მონაწილეობდა თბილისის პირველი კერძო ბიბლიოთეკის დაარსებაში.
მ. თუმანიშვილის ლექსებს ემჩნევა ქართველ და რუს რომანტიკოსთა გავლენა. უფრო მნიშვნელოვანია მისი ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები, მიძღვნილი ლიტერატურის, ისტორიის, ეთნოგრაფიისა და თეატრის საკითხებისადმი. ქართველ კრიტიკოსთაგან მ. თუმანიშვილმა ერთმა პირველთაგანმა მოითხოვა სინამდვილის რეალისტური ასახვა, წამოჭრა ტიპურობის საკითხი და განსაზღვრა ეროვნული თეატრისა და დრამატურგიის განვითარების გზა.
მ. თუმანიშვილი პუშკინის ნაწარმოებთა ერთ-ერთი პირველი მთარგმნელია („კ-სადმი“, „ადელს“, „ბახჩისარაის შადრევანი“, „ქვის სტუმრის“, „კავკასიის ტყვეს“ ნაწილი). ნათარგმნი აქვს კრილოვის რამდენიმე იგავ-არაკი.
[რედაქტირება] თხზულებანი
რჩეული თხზულებანი, 1881 [[1]].
[რედაქტირება] ლიტერატურა
- მ. ზანდუკელი. ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 2, 1962 [[2]];
- ჯ. ჭუმბურიძე, ქართული კრიტიკის ისტორია, 1974 [[3]].