მამაცაშვილი-ბადრიძე მელანია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მამაცაშვილი-ბადრიძე მელანია''' (XIX ს. მეორე ნახევარი) — პროზაი...) |
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „მამაცაშვილი-ბადრიძე მელანია“ გადაიტანა გვერდზე „[[მელანია მამაცა...) |
15:55, 11 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
მამაცაშვილი-ბადრიძე მელანია (XIX ს. მეორე ნახევარი) — პროზაიკოსი. აღიზარდა აზნაურის ოჯახში. ფლობდა რუსულ და თურქულ ენებს. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 50-იან წლებში, როდესაც ფსევდონიმით („ბუდუშჩაია გრუზინსკაია პისატელნიცა“) „ზურნაში“ გამოქვეყნდა რუსულად თარგმნილი მისი მოთხრობა „კატო და ანა“. თხზულებაში რეალისტურად არის ასახული XIX ს. პირველი ნახევრის საზოგადოების ყოფა, მისი სულიერი გარდატეხა, ძველი და ახალი დროის დაპირისპირება.