ბარათაშვილი იესე (პოეტი)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ბარათაშვილი იესე''' (1728–1786) | + | '''ბარათაშვილი იესე''' – (1728–1786), პოეტი, მემუარისტი. [[თეიმურაზ II|თეიმურაზ მეორისა]] და [[ერეკლე მეორე|ერეკლე მეორის]] სამეფო კარზე დაწინაურებული პიროვნება. მას მიაკუთვნებენ 73-სტროფიან ლექსს „ეშყი-ხონიას“, რომელიც თავისი ხასიათით სატრფიალო პოეზიის ნიმუშია. ზოგი მკვლევარის მოსაზრებით, ი. ბარათაშვილი უნდა იყოს „[[ნარგიზოვანი|ნარგიზოვანის]]“ ავტორიც. მასვე ეკუთვნის 1760-1762 წლებში შექმნილი საინტერესო თხზულება „დიალოგი“. მასში ავტორისა და [[ხუცესი|ხუცესის]] საუბრის გზით გადმოშლილია იესეს ბიოგრაფია მრავალი საყურადღებო დეტალითურთ. ავტობიოგრაფიული ხასიათისაა მემუარული თხზულება „ცხოვრება-[[ანდერძი]]“, რომელშიც ავტორი თვისთა შვილთათვის სამახსოვროდ დღიურების სახით აღწერს ნანახსა და განცდილს. ნაწარმოები სცილდება ვიწრო პირადულ ჩარჩოს, საყურადღებო ცნობებს შეიცავს [[საქართველო|საქართველოს]] ისტორიის, სოციალურ-ეკონომიკური თუ სამეურნეო ვითარებისთვის. |
| + | |||
| + | |||
==ტექსტი და ლიტერატურა== | ==ტექსტი და ლიტერატურა== | ||
23:40, 17 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
ბარათაშვილი იესე – (1728–1786), პოეტი, მემუარისტი. თეიმურაზ მეორისა და ერეკლე მეორის სამეფო კარზე დაწინაურებული პიროვნება. მას მიაკუთვნებენ 73-სტროფიან ლექსს „ეშყი-ხონიას“, რომელიც თავისი ხასიათით სატრფიალო პოეზიის ნიმუშია. ზოგი მკვლევარის მოსაზრებით, ი. ბარათაშვილი უნდა იყოს „ნარგიზოვანის“ ავტორიც. მასვე ეკუთვნის 1760-1762 წლებში შექმნილი საინტერესო თხზულება „დიალოგი“. მასში ავტორისა და ხუცესის საუბრის გზით გადმოშლილია იესეს ბიოგრაფია მრავალი საყურადღებო დეტალითურთ. ავტობიოგრაფიული ხასიათისაა მემუარული თხზულება „ცხოვრება-ანდერძი“, რომელშიც ავტორი თვისთა შვილთათვის სამახსოვროდ დღიურების სახით აღწერს ნანახსა და განცდილს. ნაწარმოები სცილდება ვიწრო პირადულ ჩარჩოს, საყურადღებო ცნობებს შეიცავს საქართველოს ისტორიის, სოციალურ-ეკონომიკური თუ სამეურნეო ვითარებისთვის.
ტექსტი და ლიტერატურა
- ეშყი-ხონია (ლექსნი სამიჯნურონი), ძველი ქართული მწერლობის საკითხები, II, 1964; დიალოგი, იქვე;
- გ. მიქაძე, იესე ბარათაშვილი, იქვე.