მეჯამეთუხუცესი
(→წყაროები და ლიტერატურა) |
(→წყაროები და ლიტერატურა) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყაროები და ლიტერატურა== | ==წყაროები და ლიტერატურა== | ||
| − | * ხელმწიფის კარის გარიგება 1965: 83; | + | * [[ხელმწიფის კარის გარიგება]] 1965: 83; |
* ქისკ 1984: 19; | * ქისკ 1984: 19; | ||
* ჯავახიშვილი 1982: 301-302; | * ჯავახიშვილი 1982: 301-302; | ||
| ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში | + | [[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]] |
[[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]] | [[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] | [[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] | ||
მიმდინარე ცვლილება 22:41, 18 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
მეჯამეთუხუცესი - სასახლის საგამგეოს დაბალი მოხელე. „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, შედიოდა მანდატურთუხუცესის უწყებაში, უშუალოდ ექვემდებარებოდა გამგეთუხუცესს.
დარბაზის რიგის მოხელეთა შორის დადასტურებულია იგი შიომღვიმის საბუთის XIII ს-ის ფრაგმენტში. მეჯამეთუხუცესის ხელქვეითები იყვნენ სასახლის მეჯამეები, რომელთა მონაწილეობით მეჯამეთუხუცესი უძღვებოდა როგორც სასახლის, ასევე მოძრავი სამზარეულოს („კარავი სამზარეულოსა“) სხვადასხვა სურსათით მომარაგების საქმეს.
მარაგების შესავსებად მეჯამეთუხუცესს კავშირი ჰქონდა მეფის სახასო სოფლების მეურნეობებთან, საიდანაც იღებდა ნიგოზსა და ზეთს, მარცვლეულს, ხორცს, ყველსა და ერბოს („მეკამბეჩე დიასახლისთაგან“), ხმელ თევზსა და საწებლებს. მასვე ებარა სამზარეულოში სანიადაგოდ სახმარი ხისა და სპილენძის ჭურჭელი.
მეჯამეთუხუცესი, როგორც განმგეთუხუცესის მოხელე, რომელიც სხვა მაღალ მოხელეებთან ერთად ინაწილებდა პასუხისმგებლობას მეფის პერსონის უსაფრთხოებაზე, ასევე პასუხისმგებელი იყო სამეფო სამზარეულოს პროდუქტის სიჯანსაღესა და ხარისხზე.
[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა
- ხელმწიფის კარის გარიგება 1965: 83;
- ქისკ 1984: 19;
- ჯავახიშვილი 1982: 301-302;
- ანთელავა 1983: 73-74;
- მეგრელაძე 1970: 98-103.
[რედაქტირება] წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში