ავეჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(სასხდომი)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ავეჯი''' – საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სათავსების დგამი. ავეჯი, რომელიც უტილიტარულ მოვალეობას ასრულებს, ამავე დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინტერიერის არქიტექტურულ-მხატვრულ გაფორმებაში და ძველთაგანვე გამოყენებითი ხელოვნების განსაზღვრულ სფეროს მიეკუთვნება. ავეჯის უშუალო კავშირი არქიტექტურასთან ვლინდება როგორც დგამის გაბარიტებითა და სახეობით, ისე ამ საგნების მხატვრული ფორმებისა და მოპირკეთების ხასიათის შერჩევისას. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ავეჯის „ახალმა სტილმა“ („მოდერნმა“) ავეჯის ღვარჭნილი ფორმები შექმნა.  
+
'''ავეჯი''' – საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების, ბაღებისა და პარკების, ტრანსპორტისა და ადამიანის მოქმედების სხვა ზონების მოსაწყობი ნივთები, დგამი. ისინი ძირითადად დასასვენებლად, დასაძინებლად, სამუშაოდ, საგნების შესანახად და სხვ. გამოიყენება. ისტორიულად ავეჯი დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ობიექტია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული სამშენებლო საქმესთან და [[არქიტექტურა]]სთან.
 +
 
 +
ქართული ავეჯი საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა. მას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ქართული ხითხუროობის ხელოვნებაში, საცხოვრებელი სახლებისა და სასახლეების ინტერიერების მხატვრულ შემკულობაში. გამოირჩევა ლაკონურობით, ზედმიწევნითი ფუნქციონალურობით, ეროვნული კოლორიტით. იგი შეიძლ-
 +
ება ოთხ ჯგუფად დაიყოს. ესაა: საწოლი, სასხდომი, სატრაპეზო და სათავსებელი ავეჯი.
 +
 
 +
===საწოლი===
 +
საწოლად (საძილედ) განკუთვნილი დგამის ნაირსახეობანია: ტახტი, სკამლოგინი, საწოლი, მერხი, [[აკვანი]], ლაჭანი (ხის საკაცო საწოლი). აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში წნულ ავეჯსაც (ჩაფი, [[ჯინი (ავეჯი)|ჯინი]]) იყენებდნენ. ქართული წერილობითი ძეგლების მიხედვით საწოლ ავეჯს X საუკუნემდე „[[სარეცელი|სარეცელს]]“ და „ცხედარს“ უწოდებდნენ, შემდეგ კი – „ტახტს“.
 +
 
 +
===სასხდომი===
 +
სასხდომი ავეჯიდან აღსანიშნავია საკაცო (სამამაცო) სკამი, [[სავარძელი]] ([[საკარცხული]], საუფროსო სკამი, მარტო სკამი), კერის სკამი („ჩიკა“, „ჩიტა“) და სხვ. წერილობით წყაროებში გვხვდება სასხდომი სკამის სხვა სახელებიც, როგორიცა „სელი“, „დასაჯდომელი“ (ვეფხისტყაოსანი, [[ხელმწიფის კარის გარიგება]] და სხვ.). სავარძელი ნახსენებია ოშკის [[ბიბლია]]ში. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში გავრცელებულ სავარძელთაგან სვანური „საკურცხილი“ (ქორა მახვშის სკამი) და რაჭული „[[საკარცხული]]“ (ოჯახის უფროსის სკამი) გამოირჩევა.
 +
 
 +
===სატრაპეზო===
 +
სატრაპეზო ავეჯს მიეკუთვნება ხონჩა-ტაბლები – ხისაგან გაკეთებული ფეხებიანი, დაბალი სუფრა. [[ტაბლა]] მაგიდის სახელწოდებად იხსენიება ძველ ქართულ წყაროებში. [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს განმარტებით ტაბლა „ფიცრის სუფრაა ფეხედი“. ტაბლა სასულიერო მწერლობაში ევსტათი მცხეთელის მარტვილობაშია (VI ს.) მოხსენიებული, ხოლო საერო საისტორიო წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. XVI-XVII საუკუნის ყველა საისტორიო წყაროში სასადილო მაგიდის აღმნიშვნელ ტერმინად ყველგან ტაბლაა ნახმარი. როგორც ჩანს, [[მაგიდა]] XVII საუკუნიდან დამკვიდრებულა, ხოლო ტაბლა თავისთავად განაგრძობდა არსებობას.
 +
სვანეთში გავრცელებულ ხის სუფრას „ტაბაკი“ ჰქვია, მთიულეთსა და ფშავ-ხევსურეთში „ტაბლა“, მოხევეები ხშირ შემთხვევაში ასეთ სუფრებს – „ტაბლა-ხონჩასაც“ უწოდებენ. სამფეხა მრგვალი ხის ტაბლა გვხვდება მთიულეთ-გუდამაყარში და სვანეთში („ფიჩქ“).
 +
 
 +
===სათავსებელი===
 +
მრავალფეროვნებით გამოირჩევა სათავსებელი ავეჯი – [[კიდობანი]], ხელყუთები ([[ტაგრუცი]], [[კროჭი]], [[მაქალოზი]]), აგრეთვე კედლებში ჩაშენებული თარო-ბუჯერები და სხვ. ტერმინი „კიდობანი“ [[სკივრი]]ს, [[ზანდუკი]]სა და ლანნაკის ძველი ქართული შესატყვისია, რომელიც წერილობით ძეგლებში IX-X საუკუნეებიდან გვხვდება.
 +
 
 +
===ავეჯის სახეობები===
 +
არსებობს ავეჯის სახეები: ანტიკვარული, ასაწყობ-დასაშლელი, ახალგაზრდული, ბამბუკის, გალაქული, გაპრიალებული, გრეხილი, დაუშლელი, დაწნული, ლითონის, მასიური, მასობრივი, მაღალი კლასის, მაღალმხატვრული, მოზაიკური, დაფანერებული, პლასტმასის, რბილი, სააგარაკო, საავადმყოფოს, საბავშვო, სათამაშო, სათეატრო, საკეცი, სამედიცინო, სასკოლო, სასპორტო, სასტუმრო, საყოფაცხოვრებო, სექციური, სპეციალური, ტრანსფორმირებადი, უნივერსალური, ჩაშენებული და სხვ.
 +
 
 +
ცნობილია ავეჯის სახეობები ისტორიული პერიოდებისა და სტილის მიხედვით: ადამის, ადრინდელი რენესანსის, ბაროკოს, ბერძნული, ბიზანტიური, გოტიკური, ეგვიპტის, ვენური, იაპონური, ინდური, ლუი-ფილიპეს, მაღალი რენესანსის, მოდერნის, ნაპოლეონ III-ის, რომაული, როკოკოს, ტიუდორთა, ფლამანდური, ფრანგული კლასიციზმის, ქართული, შერატონის, ჩინური, ჰოლანდიური და სხვ. სტილის.
 +
 
 +
<gallery>
 +
ფაილი:Rbili aveji.JPG|უნივერსალური რბილი ავეჯი
 +
ფაილი:Rokokos stilis savarZeli.JPG|როკოკოს სტილის სავარძელი
 +
ფაილი:Qartuli stilis savarZeli.JPG|ქართული სტილის სავარძელი
 +
 
 +
</gallery>
 +
 
 +
 
  
  
.
 
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
 
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]

მიმდინარე ცვლილება 22:52, 18 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

ავეჯი – საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების, ბაღებისა და პარკების, ტრანსპორტისა და ადამიანის მოქმედების სხვა ზონების მოსაწყობი ნივთები, დგამი. ისინი ძირითადად დასასვენებლად, დასაძინებლად, სამუშაოდ, საგნების შესანახად და სხვ. გამოიყენება. ისტორიულად ავეჯი დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ობიექტია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული სამშენებლო საქმესთან და არქიტექტურასთან.

ქართული ავეჯი საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა. მას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ქართული ხითხუროობის ხელოვნებაში, საცხოვრებელი სახლებისა და სასახლეების ინტერიერების მხატვრულ შემკულობაში. გამოირჩევა ლაკონურობით, ზედმიწევნითი ფუნქციონალურობით, ეროვნული კოლორიტით. იგი შეიძლ- ება ოთხ ჯგუფად დაიყოს. ესაა: საწოლი, სასხდომი, სატრაპეზო და სათავსებელი ავეჯი.

სარჩევი

[რედაქტირება] საწოლი

საწოლად (საძილედ) განკუთვნილი დგამის ნაირსახეობანია: ტახტი, სკამლოგინი, საწოლი, მერხი, აკვანი, ლაჭანი (ხის საკაცო საწოლი). აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში წნულ ავეჯსაც (ჩაფი, ჯინი) იყენებდნენ. ქართული წერილობითი ძეგლების მიხედვით საწოლ ავეჯს X საუკუნემდე „სარეცელს“ და „ცხედარს“ უწოდებდნენ, შემდეგ კი – „ტახტს“.

[რედაქტირება] სასხდომი

სასხდომი ავეჯიდან აღსანიშნავია საკაცო (სამამაცო) სკამი, სავარძელი (საკარცხული, საუფროსო სკამი, მარტო სკამი), კერის სკამი („ჩიკა“, „ჩიტა“) და სხვ. წერილობით წყაროებში გვხვდება სასხდომი სკამის სხვა სახელებიც, როგორიცა „სელი“, „დასაჯდომელი“ (ვეფხისტყაოსანი, ხელმწიფის კარის გარიგება და სხვ.). სავარძელი ნახსენებია ოშკის ბიბლიაში. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში გავრცელებულ სავარძელთაგან სვანური „საკურცხილი“ (ქორა მახვშის სკამი) და რაჭული „საკარცხული“ (ოჯახის უფროსის სკამი) გამოირჩევა.

[რედაქტირება] სატრაპეზო

სატრაპეზო ავეჯს მიეკუთვნება ხონჩა-ტაბლები – ხისაგან გაკეთებული ფეხებიანი, დაბალი სუფრა. ტაბლა მაგიდის სახელწოდებად იხსენიება ძველ ქართულ წყაროებში. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ტაბლა „ფიცრის სუფრაა ფეხედი“. ტაბლა სასულიერო მწერლობაში ევსტათი მცხეთელის მარტვილობაშია (VI ს.) მოხსენიებული, ხოლო საერო საისტორიო წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. XVI-XVII საუკუნის ყველა საისტორიო წყაროში სასადილო მაგიდის აღმნიშვნელ ტერმინად ყველგან ტაბლაა ნახმარი. როგორც ჩანს, მაგიდა XVII საუკუნიდან დამკვიდრებულა, ხოლო ტაბლა თავისთავად განაგრძობდა არსებობას. სვანეთში გავრცელებულ ხის სუფრას „ტაბაკი“ ჰქვია, მთიულეთსა და ფშავ-ხევსურეთში „ტაბლა“, მოხევეები ხშირ შემთხვევაში ასეთ სუფრებს – „ტაბლა-ხონჩასაც“ უწოდებენ. სამფეხა მრგვალი ხის ტაბლა გვხვდება მთიულეთ-გუდამაყარში და სვანეთში („ფიჩქ“).

[რედაქტირება] სათავსებელი

მრავალფეროვნებით გამოირჩევა სათავსებელი ავეჯი – კიდობანი, ხელყუთები (ტაგრუცი, კროჭი, მაქალოზი), აგრეთვე კედლებში ჩაშენებული თარო-ბუჯერები და სხვ. ტერმინი „კიდობანი“ სკივრის, ზანდუკისა და ლანნაკის ძველი ქართული შესატყვისია, რომელიც წერილობით ძეგლებში IX-X საუკუნეებიდან გვხვდება.

[რედაქტირება] ავეჯის სახეობები

არსებობს ავეჯის სახეები: ანტიკვარული, ასაწყობ-დასაშლელი, ახალგაზრდული, ბამბუკის, გალაქული, გაპრიალებული, გრეხილი, დაუშლელი, დაწნული, ლითონის, მასიური, მასობრივი, მაღალი კლასის, მაღალმხატვრული, მოზაიკური, დაფანერებული, პლასტმასის, რბილი, სააგარაკო, საავადმყოფოს, საბავშვო, სათამაშო, სათეატრო, საკეცი, სამედიცინო, სასკოლო, სასპორტო, სასტუმრო, საყოფაცხოვრებო, სექციური, სპეციალური, ტრანსფორმირებადი, უნივერსალური, ჩაშენებული და სხვ.

ცნობილია ავეჯის სახეობები ისტორიული პერიოდებისა და სტილის მიხედვით: ადამის, ადრინდელი რენესანსის, ბაროკოს, ბერძნული, ბიზანტიური, გოტიკური, ეგვიპტის, ვენური, იაპონური, ინდური, ლუი-ფილიპეს, მაღალი რენესანსის, მოდერნის, ნაპოლეონ III-ის, რომაული, როკოკოს, ტიუდორთა, ფლამანდური, ფრანგული კლასიციზმის, ქართული, შერატონის, ჩინური, ჰოლანდიური და სხვ. სტილის.



[რედაქტირება] წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები