ციციშვილი ნოდარ
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ციციშვილი | + | '''ნოდარ ციციშვილი''' − (XVII ს.) პოეტი, საზოგადო მოღვაწე. [[ქართლი|ქართლის]] ძლიერი ფეოდალის ფარსადანის ვაჟი. [[თეიმურაზ პირველი|თეიმურაზ პირველთან]] ერთად იბრძოდა სპარსთა უღლისგან ქვეყნის განთავისუფლებისთვის, მონაწილეობდა როსტომ მეფის საწინააღმდეგო შეთქმულებაში. 60-იან წლებში შექმნა „[[ბარამგურიანი|ბარამგურიანის]]“ ქართული ვერსია. ავტორი შესავალში უთითებს იმ ლიტერატურულ წყაროებს, რომლებსაც იცნობდა თუ იყენებდა. აქ დასახელებულ პოეტთაგან სამს (ნიზამის, ხოსრო დეჰლევის, ნავოის) მართლაც ეკუთვნის [[სასანიანები|სასანიანთა]] დინასტიის ცნობილი წარმომადგენლის ბაჰრამ-გურის (V ს.) სამიჯნურო თავგადასავლის შესახებ დაწერილი თხზულება. რაც შეეხება ჯამის, მის პოემათა კრებულში „აფთ ოურანგ“ („შვიდი ტახტრევანი“) „ბაჰრამ-გური“ არ შედის. ციციშვილისეული თარგმანის აღმოსავლელ ავტორთა პოემებთან შედარებისას ირკვევა, რომ ქართული ვერსია უშუალოდ არ მისდევს ერთ რომელსამე მათგანს. ზოგი [[არაკი|არაკის]] მიხედვით იგი ნიზამის „ჰაფთ ფაიქარს“ („შვიდი მზეთუნახავი“) უახლოვდება, ზოგი არაკისა და განსაკუთრებით [[სიუჟეტი|სიუჟეტური]] ჩარჩოს მიხედვით კი — ნავოის „საბყაი საიარას“ („შვიდი მნათობი“). მაგრამ მთლიანობაში აღებული ქართული „[[ბარამგურიანი]]“ გაცილებით დამოუკიდებელ იერს ატარებს, ვიდრე ამ თემის მრავალრიცხოვანი აღმოსავლური დამუშავება (თუმცა ეს უკანასკნელნი სრული სახით არ შესწავლილან და არ შედარებულან ქართულ ტექსტთან. ამდენად, გამორიცხული არ არის დღესდღეობით უცნობი სპარსული წყაროს არსებობა). ნ. ციციშვილის პოემამ თანამედროვეთა მაღალი შეფასება დაიმსახურა (არჩილი: „ფარსადანის ძემ ნოდარ თქვა ქება კარგა ბარამ გურის“), რასაც ხელი შეუწყო ქართული ვერსიის მხატვრულმა ღირსებამ, განპირობებულმა „[[რუსთაველი შოთა|ვეფხისტყაოსნის]]“ შემოქმედებითი ათვისებით. ნ. ციციშვილი მარჯვედ იყენებს და ახლებურ იერს აძლევს ნაცნობ პოეტურ სახეებს („ორგნითვე იწყეს დადენა ბროლ-ლალმან, ვარდმან, იამან, იტვირთნა ცვარნი ობოლნი სადაფთა კარმან ღიამან“). ამდენად, „ბარამგურიანი“ თავისი ეპოქის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ფაქტია. ტექსტი 1930 წ. გამოიცა სათაურით „შვიდი მთიები“ („ბარამგურიანი“). 1975 წ. მოსკოვში გამოქვეყნდა ზუსტი რუსული ბწკარედი, შესრულებული ბ. რუდენკოს მიერ. |
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]] | * [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია: ქართული მწერლობა]] |
[[კატეგორია: ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია: ქართველი პოეტები]] | ||
| + | [[კატეგორია: ქართველი მთარგმნელები]] | ||
| + | [[კატეგორია: ქართველი საზოგადო მოღვაწეები]] | ||
[[კატეგორია:ციციშვილები]] | [[კატეგორია:ციციშვილები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 23:15, 18 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
ნოდარ ციციშვილი − (XVII ს.) პოეტი, საზოგადო მოღვაწე. ქართლის ძლიერი ფეოდალის ფარსადანის ვაჟი. თეიმურაზ პირველთან ერთად იბრძოდა სპარსთა უღლისგან ქვეყნის განთავისუფლებისთვის, მონაწილეობდა როსტომ მეფის საწინააღმდეგო შეთქმულებაში. 60-იან წლებში შექმნა „ბარამგურიანის“ ქართული ვერსია. ავტორი შესავალში უთითებს იმ ლიტერატურულ წყაროებს, რომლებსაც იცნობდა თუ იყენებდა. აქ დასახელებულ პოეტთაგან სამს (ნიზამის, ხოსრო დეჰლევის, ნავოის) მართლაც ეკუთვნის სასანიანთა დინასტიის ცნობილი წარმომადგენლის ბაჰრამ-გურის (V ს.) სამიჯნურო თავგადასავლის შესახებ დაწერილი თხზულება. რაც შეეხება ჯამის, მის პოემათა კრებულში „აფთ ოურანგ“ („შვიდი ტახტრევანი“) „ბაჰრამ-გური“ არ შედის. ციციშვილისეული თარგმანის აღმოსავლელ ავტორთა პოემებთან შედარებისას ირკვევა, რომ ქართული ვერსია უშუალოდ არ მისდევს ერთ რომელსამე მათგანს. ზოგი არაკის მიხედვით იგი ნიზამის „ჰაფთ ფაიქარს“ („შვიდი მზეთუნახავი“) უახლოვდება, ზოგი არაკისა და განსაკუთრებით სიუჟეტური ჩარჩოს მიხედვით კი — ნავოის „საბყაი საიარას“ („შვიდი მნათობი“). მაგრამ მთლიანობაში აღებული ქართული „ბარამგურიანი“ გაცილებით დამოუკიდებელ იერს ატარებს, ვიდრე ამ თემის მრავალრიცხოვანი აღმოსავლური დამუშავება (თუმცა ეს უკანასკნელნი სრული სახით არ შესწავლილან და არ შედარებულან ქართულ ტექსტთან. ამდენად, გამორიცხული არ არის დღესდღეობით უცნობი სპარსული წყაროს არსებობა). ნ. ციციშვილის პოემამ თანამედროვეთა მაღალი შეფასება დაიმსახურა (არჩილი: „ფარსადანის ძემ ნოდარ თქვა ქება კარგა ბარამ გურის“), რასაც ხელი შეუწყო ქართული ვერსიის მხატვრულმა ღირსებამ, განპირობებულმა „ვეფხისტყაოსნის“ შემოქმედებითი ათვისებით. ნ. ციციშვილი მარჯვედ იყენებს და ახლებურ იერს აძლევს ნაცნობ პოეტურ სახეებს („ორგნითვე იწყეს დადენა ბროლ-ლალმან, ვარდმან, იამან, იტვირთნა ცვარნი ობოლნი სადაფთა კარმან ღიამან“). ამდენად, „ბარამგურიანი“ თავისი ეპოქის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ფაქტია. ტექსტი 1930 წ. გამოიცა სათაურით „შვიდი მთიები“ („ბარამგურიანი“). 1975 წ. მოსკოვში გამოქვეყნდა ზუსტი რუსული ბწკარედი, შესრულებული ბ. რუდენკოს მიერ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ა. ბარამიძე, სპარსულ-ქართული ლიტერატურული ურთიეროთობანი თეიმურაზის შემდეგ. წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, 11, 1966.