რამიშვილი გურამ
(→თხზულებები) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რამიშვილი გურამ“ გადაიტანა გვერდზე „გურამ რამიშვილი“) |
22:53, 19 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
გურამ რამიშვილი – (1932-1998), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1973), საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1995), ევროპის ლინგვისტთა საერთაშორისო საზოგადოების წევრი.
დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1955). 1970 წელს ქ. იენის (გერმანია) ფრ. შილერის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მისი მეცნიერული კვლევის მთავარი მიმართულება იყო ენის ფილოსოფია, ჰუმბოლდტოლოგია, სემანტიკის თეორია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი, მათ შორის ოთხი წიგნი. მისი რედაქციით, წინასიტყვაობითა და კომენტარებით დაიბეჭდა ვ. ფონ ჰუმბოლდტის თხზულების რუსული თარგმანი. ჰუმბოლდტოლოგიის დარგში განსაკუთრებული დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო ძმები გრიმების სახელობის გერმანიის სახელმწიფო პრემიით (1989).
თხზულებები
- „ენის ენერგეისტული თეორიის საკითხები“ (თბილისი, 1978);
- „ენათა შინაარსობრივი სხვაობა ენათმეცნიერებისა და კულტურის თეორიის თვალსაზრისით“ (თბილისი. 1995);
- „შესავალი ენის ანთროპოლოგიაში ფერდინანდ დე სოსიური“ (თბილისი, 1996)
- „დედაენის თეორია“ (თბილისი, 2012).