რამიშვილი გურამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რამიშვილი გურამ“ გადაიტანა გვერდზე „გურამ რამიშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გურამ რამიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „რამიშვილი გურამ“ გადამის...)

22:53, 19 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

გურამ რამიშვილი – (1932-1998), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1973), საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1995), ევროპის ლინგვისტთა საერთაშორისო საზოგადოების წევრი.

დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1955). 1970 წელს ქ. იენის (გერმანია) ფრ. შილერის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მისი მეცნიერული კვლევის მთავარი მიმართულება იყო ენის ფილოსოფია, ჰუმბოლდტოლოგია, სემანტიკის თეორია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი, მათ შორის ოთხი წიგნი. მისი რედაქციით, წინასიტყვაობითა და კომენტარებით დაიბეჭდა ვ. ფონ ჰუმბოლდტის თხზულების რუსული თარგმანი. ჰუმბოლდტოლოგიის დარგში განსაკუთრებული დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო ძმები გრიმების სახელობის გერმანიის სახელმწიფო პრემიით (1989).



თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები