ზურაბ აბაშიძე (პოლიტიკოსი)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აბაშიძე ზურაბ (პოლიტიკოსი)“ გადაიტანა გვერდზე „[[ზურაბ აბაშიძე (პ...) |
|||
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:AbaSize zurab.jpg|thumb|160პქ|'''ზურაბ აბაშიძე''']] | [[ფაილი:AbaSize zurab.jpg|thumb|160პქ|'''ზურაბ აბაშიძე''']] | ||
− | ''' | + | '''ზურაბ აბაშიძე ''' – დაიბადა 1973 წლის 3 მაისს ქ. [[თბილისი|თბილისში]]. |
'''განათლება''' – [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (1995). | '''განათლება''' – [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (1995). |
მიმდინარე ცვლილება 00:39, 20 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
ზურაბ აბაშიძე – დაიბადა 1973 წლის 3 მაისს ქ. თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (1995).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში (2002-2004);
- იუსტიციის მინისტრის მოადგილე (2004-2005);
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი, მინისტრი საგანგებო დავალებათა საკითხებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე (2005-2007).
- პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი (2009-2010).
- ქ. თბილისის მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრი (2010-2012): საარჩევნო ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №6 სამგორის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2012-2015). დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.
- იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი. (2012-2015)
2017-დან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში – აკრედიტებული ყირგიზეთის რესპუბლიკასა და მონღოლეთში
ენები:
თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
ჯილდოები:
ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდო, ოქროს მედალი —„ყაზახი ხალხის ერთიანობისთვის“, ყაზახი და სხვა ეროვნების ხალხს შორის კავშირების განმტკიცების, კულტურული დაახლოების, სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთოებების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვი
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები